ქვემო ხანდაკის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო ხანდაკის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკში. მდებარეობს სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6,2 X 4,5 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. აქვს ორი არქიტრავული შესასვლელი - სამხრეთით და დასავლეთით. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის გვერდებზე - თითო სწორკუთხა ნიში. თითო თაღოვანი სარკმელი დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. ყველს სარკმელი გარეთკენ ვიწროვდება. ეკლესიის დარბაზის კამაროვანი გადახურვა გადადის დასავლეთ კედლის კუთხის პილასტრებზე დადგმულ თაღსა და აფსიდის მარტივპროფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილ სატრიუმფო თაღზე. დასავლეთ ფასადზე, კარს ზემოთ, კარგად გათლილ ქვიშაქვაზე ამოკვეთილია რელიეფური ჯვარი. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]