სამუელ ლ. ჯექსონი
| სამუელ ლეროი ჯექსონი | |
სამუელ ლ. ჯექსონი ლოს-ანჟელესში |
|
| დაბადების სახელი | სამუელ ლეროი ჯექსონი |
| დაბადების ადგილი | ვაშინგტონი, |
| დაიბადა | 21 დეკემბერი, 1948 |
| შემოქმედების წლები | 1972–დღემდე |
| მეუღლე(ები) | ლატანია რიჩარდსონი (1980-დღემდე) |
| ოფიციალური ვებგვერდი | ოფიციალური ვებგვერდი |
| BAFTA ჯილდოები | |
|---|---|
| საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი 1994 მაკულატურა |
|
სამუელ ლეროი ჯექსონი (ინგლ. Samuel L. Jackson დ. 21 დეკემბერი, 1948) არის ოსკარის ნომინანტი და BAFTA-ს გამარჯვებული ამერიკელი მსახიობი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
[რედაქტირება] ცხოვრების ადრეული წლები
სამუელ ლ. ჯექსონი დაიბადა 1948 წლის 21 დეკემბერს, ვაშინგტონში. იგი გაიზარდა ჩატანუგაში, ტენესე, დედამის, ელიზაბეტ ჯექსონთან ერთად. მამამისი ცხოვრობდა კანსასაში, მისური, შემდეგ კი გარდაიცვალა. მიზეზი ალკოჰოლი იყო. ჯექსონი მხოლოდ რამდენჯერმე შეხვდა მამამისს. იგი დადიოდა Riverside High-ში (ამჟამად Chattanooga School for the Arts and Sciences). ამის შემდეგ იგი მივიდა Morehouse College, ატლანტაში, ჯორჯიის შტატი.
[რედაქტირება] კარიერა
ჯექსონმა კარიერა დაიწყო 1972 წელს, ფილმში Together for Days. ამ დაწყებითი როლის შემდეგ, მან გადაწყვიტა წასულიყო საცხოვრებლად ნიუ-იორკში, რამაც მას წარმატება მოუტანა.
1981 წელს, მან შეასრულა უმნიშვნელო როლი ფილმში Ragtime. შემდეგი 6 წელი, ჯექსონისთვის წარუმატებელი გამოდგა. 1987 წელს, მან მიიღო მონაწილეობა ფილმში Eddie Murphy Raw, ხოლო 1988 წელს, ფილმში ამერიკაში დაბრუნება (Coming to America). 1981 წელს, ჯექსონმა გაიცნო სპაიკ ლი, რომლის მეშვეობით 1988 წელს ითამაშა ფილმში School Daze. ამას მოყვა ფილმები: სიყვარულის ზღვა (Sea of Love) (1989),Goodfellas (1990), Mo' Better Blues (1990) და Def by Temptation (1990). სპაიკ ლის დახმარებით ასევე მან ითამაშა ფილმში Jungle Fever.
ჯექსონის წარმატება შეიმჩნევა 1990-93 წლებში. მან ითამაშა ბევრ წარმატებულ ფილმში: Strictly Business (1991), Juice (1992) თუფაქ შაკურთან ერთად, პატრიოტული თამაშები (Patriot Games) (1992), National Lampoon's Loaded Weapon 1 (1993) ამოსი & ენდრიუ (Amos & Andrew) (1993) და Jurassic Park (1993). ჯექსონი ასევე თამაშობს ქუენტინ ტარანტინოს ფილმში მაკულატურა (Pulp Fiction). ფილმში მონაწილეობდა ბევრი ცნობილი ვარსკვალი: ჯონ ტრავოლტა, უმა თურმანი, ბრიუს უილისი და სხვები. ჯექსონმა მიიღო ნომინაცია ოსკარზე, ფილმისთვის ”მაკულატურა”.
1995-97 წლებში მან მიიღო მონაწილეობა ფილმებში: სიკვდილის კოცნა (Kiss of Death), Die Hard with a Vengeance, The Great White Hype, დროა მოკვლის, The Long Kiss Goodnight, Hard Eight, One Eight Seven, Eve's Bayou და ჯეკი ბრაუნი (Jackie Brown). ამ წლებში მან მიაღწია წარმატების უმაღლეს მწვერვალს. 1998 წელს, ჯექსონი მთავარ როლს თამაშობს ფილმში The Negotiator, ამ წელსვე მან ითამაშა ფილმში The Red Violin, რაც საკმაოდ წარმატებული გადმოდგა მისთვის.
1999 წელს, ჯექსონმა ითამაშა ფილმში Star Wars Episode I: The Phantom Menace. რასაც მოყვა ფილმის გაგრძელება 2002 წელს Star Wars Episode II: Attack of the Clones და 2005 წელს Star Wars Episode III: Revenge of the Sith.
ჯექსონმა ითამაშა ისეთ წარმატებულ ფილმებში როგორევიცაა: Unbreakable (2000), Rules of Engagement (2000), The Caveman's Valentine (2001), xXx (2002), The 51st State (Formula 51) (2002), Basic (2003), S.W.A.T (2003), ჩემს ქვეყანაში (In My Country) (2004), The Incredibles (2004), მოკალი ბილი (Kill Bill) (2004), ამნეზია (2004) კაცი (The Man) (2005), xXx: State of the Union (2005), Coach Carter (2005), Home of the Brave (2006), გველები თვითმფრინავზე (Snakes on a Plane) (2006), Resurrecting the Champ (2007), 1408 (2007), Black Snake Moan (2007).
უკვე 2008 წელს, ჯექსონმა ითამაშა ფილმებში: რკინის კაცი (2008), მწმენდავი (Cleaner) (2008), ტელეპორტი (Jumper) და სხვა.
ჯექსონის გამოჩენა იგეგმება ფილმებში: Lakeview Terrace, Quantum Quest: A Cassini Space Odyssey, Star Wars: The Clone Wars, Soul Men და The Spirit.
[რედაქტირება] პირადი ცხოვრება
ჯექსონი დაქორწინდა ამერიკელ მსახიობ, ლატანია რიჩარდსონთან 1980 წელს. წყვილს, რომელიც ცხოვრობს ლოს-ანჟელესში ყავს ქალიშვილი, ზოი. იგი დაიბადა 1982 წელს და სწავლობს კულინარიის სკოლაში.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
სტატიის