განხილვა:სემიუელ ლეროი ჯექსონი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სემუელ? ა.

ლ. არ მომწონს. ან იყოს სრულად, სემუელ ლეროი ჯექსონი, ან სემუელ ჯექსონი. მგონი სმუელია სწორი. —დათო 11:54, 14 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]
გთხოვთ გადახედოთ: განხილვა:სემიუელ მორზე--ცანგალა () 15:08, 14 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]
აშკარად სემიუელ უნდა იყოს, მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს, სათაურში ლ. რამდენად მართებულია ?, ტოლკინისა არ იყოს; გასაგებია, რომ ასე იწერება ინგლისურ ენაში, მაგრამ ქართულში აჯობებს, რომ სრულად დავწეროთ მისი სახელი და გვარი: სემიუელ ლეროი ჯექსონი. აგრეთვე, ძიების გასაადვილებლად მოვახდინოთ გადამისამართებები. - ოთოჯი განხილვა 08:21, 8 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ვეთანხმები სემიუელ ლეროი ჯექსონი ამ ვარიანტს --M. განხილვაწვლილი 10:15, 8 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

აქვე დავწერ სამუელ კოლტი ესეც გადასატანია.

ლიროი ხომ არაა, ისე? --Henry McClean განხილვაწვლილი 10:17, 8 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში აქ წერია, რომ Exeter → ექსტერია, სინამდვილეში ექსტერია, Beresford → ბერსფორდ-ი, სინამდვილეში ბერსფორდია. ლეროი უნდა იყოს. ხოლო იმ დახმარების გვერდს შევცვლი, შეცდომებია. - ოთოჯი განხილვა 10:32, 8 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
მე ლეროის ვარიანტს არ ვეთანხმები და დარწმუნებული ვარ, რომ სემიუელ ლ. ჯექსონი უნდა იყოს სტატიის სახელი. და ზოგადად პიროვნებებზე ყველა სტატიის სახელი უნდა იყოს წარმოდგენილი მისი საზოგადოებაში ცნობილი ფორმით და არა პასპორტული სახელებით. ამ კაცმა დაირქვა სემიუელ ლ. ჯექსონი და იმ ლ-ში ლეროის ამოკლებს ლევანს თუ ლაშას ეგ ჩვენ არ ვიცით და არ გვაინტერესებს. ეს არის მისი სტეიჯ ნეიმი და დავანებოთ ამ პასპორტებში ქექვას თავი, ეგ არ არის არანაირ კავშირში ვიკიპედიის წესებთან. --GagaVaa 13:55, 16 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]