ჯეკი ბრაუნი (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეკი ბრაუნი
ჟანრი კრიმინალური
დამდგმელი რეჟისორი კვენტინ ტარანტინო
პროდიუსერი ლოურენს ბენდერი
სცენარის ავტორი კვენტინ ტარანტინო
ნაწარმოები ელმორ ლეონარდის „რომის პუნში“
როლებში პემ გრიერი
რობერტ ფორსტერი
სამუელ ლ. ჯექსონი
ოპერატორი გილერმო ნავარო
მონტაჟი სალი მენკე
კინოსტუდია A Band Apart
დისტრიბუტორი Miramax Films
გამოსვლის თარიღი 25 დეკემბერი, 1997
ხანგრძლივობა 154 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $12 მლნ
შემოსავალი $72 673 162
IMDb პროფილი

ჯეკი ბრაუნი (ინგლ. Jackie Brown) — კვენტინ ტარანტინოს 1997 წლის კრიმინალური ფილმი. ეს იყო ტარანტინოს მესამე ფილმი „ცოფიანი ძაღლებისა“ და „მაკულატურის“ შემდეგ. მთავარი როლის შემსრულებლები, პემ გრიერი და რობერტ ფორსტერი ხანგრძლივი კარიერის მქონე მსახიობები იყვნენ, თუმცა ამ ფილმამდე არც ერთი მთავარი როლი არ ჰქონდათ შესრულებული.

სიუჟეტი[რედაქტირება]

სტიუარდესა ჯეკი ბრაუნი (პემ გრიერი) კონტრაბანდისტია და იარაღით მოვაჭრეებს ეხმარება. მისი საქმე ცუდად წავა, როცა ფედერალური აგენტები მას ჩანთაში დიდი ოდენობით ფულს აღმოუჩენენ. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია თავისუფლების შენარჩუნება, თუ გამოძიებასთან ითანამშრომლებს და პოლიციას იარაღით მოვაჭრის, ორდელ რობის (სამუელ ლ. ჯექსონი) დაჭერაში დაეხმარება. ბრაუნი გადაწყვეტს, ითანამშრომლოს პოლიციასთან და ამასთანავე, მოიპაროს ნახევარი მილიონი დოლარი, რაშიც მას მეგობარი მაქსი (რობერტ ფორსტერი) დაეხმარება.

როლებში[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]