სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება
ShackletonStatue.JPG
სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება
აბრევიატურა

RGS

დაარსების თარიღი

1830 წელი

პრეზიდენტი

ჯუდით რიზი

სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება (ინგლ. Royal Geographical Society; RGS) — გეოგრაფიული საზოგადოება დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში. თავდაპირველად ეწოდებოდა „ლონდონის გეოგრაფიული საზოგადოება“. დააარსეს ჯონ ბაროუმ, ჯონ ფრანკლინმა და ფრენსის ბოფორტმა 1830 წელს. საზოგადოება შეიქმნა მეფე უილიამ IV-ის მფარველობით. ლონდონის გეოგრაფიული საზოგადოების შემადგენლობაში თავიდანვე შევიდა აფრიკის ასოციაცია, როლი კლუბი და პალესტინის ასოციაცია. საზოგადოებამ არაერთი გამოჩენილი მეცნიერისა თუ მოგზაურის საქმიანობას შეუწყო ხელი, მათ შორის იყვნენ ჩარლზ დარვინი, დეივიდ ლივინგსტონი, ჰენრი მორგან სტენლი, რობერტ ფალკონ სკოტი, ერნესტ ჰენრი შეკლტონი, ედმუნდ ჰილარი და სხვა. 1859 წელს საზოგადოებამ დედოფალ ვიქტორიისაგან მიიღო პრივილეგიები. საზოგადოების ძირითადი მიზანია „გეოგრაფიული მეცნიერების განვითარება“, თუმცა საზოგადოების თავდაპირველი ისტორია მჭიროდ იყო დაკავშირებული აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, პოლარულ მხარეებში და ცენტრალურ აზიაში განხორციელებულ კოლონიურ აღმოჩენებთან.

XIX საუკუნის შუა წლებიდან 1916 წლამდე სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მიერ დაფინანსებული ექსპედიციები შუქდებოდა წამყვანი გაზეთების ფურცლებზე. სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება ტრადიციულად დიდ ყურადღებას უთმობდა გეოგრაფიის შესწავლის საქმეს.

სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება ამჟამად ევროპის უმსხვილესი გეოგრაფიული და სწავლული საზოგადოებაა. მოქმედებს საერთაშორისო, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. გააჩნია მნიშვნელოვანი პროფესიული პოტენციალი. შეიცავს დაახლოებით 30-მდე სპეციალიზებულ სამეცნიერო-კვლევით ჯგუფს, სამასწავლებლო და საველე საკონსულტაციო ჯგუფებს. აქვს 9 რეგიონული განყოფილება დიდ ბრიტანეთში და 2 საზღვარგარეთ — ჰონგკონგსა და სინგაპურში.

გამოსცემს ჟურნალს — The Geographical Journal. 2009-2012 წლებში სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი იყო ცნობილი ინგლისელი მსახიობი და მწერალი მაიკლ პეილინი. ამჟამინდელი პრეზიდენტია ჯუდით რიზი.

კვლევითი ჯგუფები[რედაქტირება]

საზოგადოების კვლევით ჯგუფებში გაწევრიანებულები არიან აქტიური მკვლევარები და პროფესიონალი გეოგრაფები.

კვლევითი ჯგუფები
ბიოგეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი ბრიტანული გეომორფოლოგიის კვლევითი ჯგუფი
გლობალური დათბობის კვლევითი ჯგუფი სახელშეკრულებო კვლევა და სწავლების ფორუმი
განვითარებადი ადგილების კვლევითი ჯგუფი ეკონომიკური გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი
გეოინფორმაციული სისტემის კვლევითი ჯგუფი სამედიცინო გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი
ტურიზმისა და დასვენების გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი უმაღლესი განათლების კვლევითი ჯგუფი
ისტორიული გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი გეოგრაფიის ისტორიისა და ფილოსოფიის კვლევითი ჯგუფი
სამთო კვლევითი ჯგუფი ზოგადი გეოგრაფიის სამუშაო კვლევითი ჯგუფი
დაგეგმისა და ბუნებრივი გარემოს კვლევითი ჯგუფი პოლიტიკური გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი
მოსახლეობის გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი საასპირანტო ფორუმი
პოსტ-სოციალისტური გეოგრაფიული რეგიონების კვლევითი ჯგუფი რაოდენობრივი მეთოდების კვლევითი ჯგუფი
სოფლის მეურნეობის გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი სოციალური და კულტურული გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი
სექსუალობისა და სივრცის და უცნაური კვლევითი ჯგუფი ტრანსპორტის გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი
ურბანული გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი ქალთა კვლევითი ჯგუფი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]