უილიამ IV

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეფე უილიამ IV
King William IV
King William IV by William Salter.jpg
გაერთიანებული სამეფოსა და ჰანოვერის მეფე
კორონაცია: 8 სექტემბერი, 1831
მმართ. დასაწყისი: 26 ივნისი, 1830
მმართ. დასასრული: 20 ივნისი , 1837
წინამორბედი: ჯორჯ IV
მემკვიდრე: ვიქტორია
დაბ. თარიღი: 21 აგვისტო, 1765
დაბ. ადგილი: ბაკინგემის სასახლე
გარდ. თარიღი: 20 ივნისი , 1837
გარდ. ადგილი: ვინძორთა სასახლე
მეუღლე: ადელაიდა საქსენ–მაინინგენი
დინასტია: ჰანოვერების დინასტია
მამა: ჯორჯ III
დედა: შარლოტა მეკლენბურგ–სტრელიცკაია

უილიამ IV (ინგლ. William IV; დ. 21 აგვისტო, 1765 — გ. 20 ივნისი, 1837) — დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და ჰანოვერის მეფე ჰანოვერის დინასტიიდან 1830-1837 წლებში. ჯორჯ III-სა და შარლოტა მეკლენბურგელის ვაჟი. იქორწინა 1818 წელს ადელაიდაზე, საქსენ-მენინგენის ჰერცოგის, ჯორჯის ასულზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ბავშვობიდან უილიამს ნავიგაცია იზიდავდა, ამიტომ მშობლებმა იგი საზღვაო განხრით გაუშვეს. მსახურობა უილიამმა 14 წლის ასაკში დაიწყო როგორც მიჩმანმა გემზე „პრინცი ჯორჯი“, ბევრ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და სიმამაცე გამოიჩინა. 1785 წელს ლეინტენანტი გახდა, 1786-ში კაპიტანი, ხოლო 1790 წელს კონტრ-ადმირალი. ამით დასრულდა მისი კარიერა ფლოტში. 1789 წელს, როგორც კლარნესის ჰერცოგმა, მან ადგილი დაიკავა ლორდთა პალატაში, მაგრამ მანერებით და ხასიათით იგი მთელი ცხოვრების მანძილზე მეზღვაურად დარჩა.

მეფე ჯორჯი შეშფოთებული იყო შვილის მანერებით და რაღაც პერიოდი გაგზავნილი ყავდა ჰანოვერში. თუმცა ამ გადასახლებამ არ გამოასწორა მისი მანერები, მისი თავისუფალი ქცევა და იმის თქვა რასაც ფიქრობდა შოკის მომღვრელი იყო გერმანელი დიდებულებისთვის. პრინცი არც კი ცდილობდა მხარი აება ადგილობრივი საზოგადოებისთვის. ბორდელში მან ვენერიული დაავადება აიკიდა.

ინგლისში 1790 წელს დაბრუნების შემდეგ იგი დაუახლოვდა მსახიობს დოროთი ჯოანს, რომელიც მრავალი წლის მანძილზ მისი უკანონო ცოლი იყო. 1797 წელს მან მამისგან მიიღო მამული ბუშიპარკსი და ენთუზიაზმით შეუდგა ფერმერობას. ამ დროისთვის დოროთის მისგან ორი შვილი ეყოლა. 1807 წელს მათ უკვე 10 შვილი ყავდათ. მიუხედავად ამისა, როდესაც დინასიის ინტერესებიდან გამომდინარე უილიამი უნდა დაქორწინებულიყო, დოროთიმ მას თავი დაანება და ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილდა.

მალე უილიამმა ცოლად 24 წლის ადელაიდა საქსენ-მეინენეინელი მოიყვანა. იგი გამგები და კეთილი ქალი იყო, არ ეჭვიანობდა ქმრის პირველ ოჯახთან, წესრიგში მოიყვანა მისი საქმეები, თავს აკავებინებდა ალკოჰოლის უზომოდ გამოყენებისგან და საერთოდ ცდილობდა მეტი კეთილშობილება შემატებინა მისთვის. იმის გამოკლებით, რომ მათ არ ჰყავდათ შვილები, მათი ქორწინება ბედნიერი იყო.

1827 წელს მისმა ძმამ, ჯორჯ IV-მ უილიამს ლორდ-ადმირალის წოდება უბოძა. მაგრამ ამ პოსტზე უილიამმა იჩხუბა პრემიერ-მინისტრთან არტურ ველინგტონთან და მოუწია გადადგომა.

გამეფების შემდეგ, მას არ შეუცვლია ცხოვრების სტილი. იგი ისეთივე უშუალო დარჩა, მიღებებზე ლამაზ ქალებს აქცევდა ყურადღებას, დილაობით ბრაიტონის სანაპიროზე სეირნობდა და გამვლელებს ესაუბრებოდა, ეტლიდან თავს ყოფდა გადასაფურთხებლად. თუმცა უილიამი გამეფდა საკმაოდ რთულ დროს. მთელს ქვეყანაში დაიწყო არჩევნების სისტემის რეფორმის მოთხოვნები, რომელიც უკვე რამდენიმე საუკუნე არ შეცვლილა. ამის შედეგად თემთა პალატის დიდი ნაწილი ირჩეოდა მიყრუებულ ადგილებში, როდესაც დიდ ინდუსტრიულ ცენტრებს არ ყავდათ თავისი წარმომადგენლები პარლამენტში. მეფემ მხარი ვიგებს დაუჭირა, რომლებიც რეფორმის მომხრე იყვნენ. 1832 წლის რეფორმის შედეგად 56 „მიყრუებულ ადგილს“ აღარ ყავდა დეპუტატი, ხოლო განთავისუფლებული 143 ადგილი ახალმა ოლქებმა დაიკავეს. ეს იყო უილიამის მეფობის უმნიშვნელოვანესი მომენტი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X


წინამორბედი:
ჯორჯ IV
გაერთიანებული სამეფოს მეფე
18301837
შემდეგი:
ვიქტორია
წინამორბედი:
ჯორჯ IV
ჰანოვერის მეფე
18301837
შემდეგი:
ერნესტ აუგუსტუსი