პოლოცკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
პოლოცკი
Полацк
პოლოცკის პანორამა. ფოტო პროკუდინ-გორსკი, 1912 წელი
პოლოცკის პანორამა. ფოტო პროკუდინ-გორსკი, 1912 წელი
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ბელარუსის დროშა ბელარუსი
ოლქი ვიტებსკის
რაიონი პოლოცკის რაიონი
კოორდინატები 55°29′ ჩ. გ. 28°48′ ა. გ. / 55.483° ჩ. გ. 28.800° ა. გ. / 55.483; 28.800
შიდა დაყოფა რაიონი
აღმასკომის თავმჯდომარე პოზნიაკი, ალექსანგრე გრიგორის ძე
პირველი ხსენება 862 წელი
ადრეული სახელები პოლოტესკი (Полотеск)
ფართობი 40,13[1] კმ²
მოსახლეობა 82 547[2] კაცი (2009)
სიმჭიდროვე 2 057 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა
ბელარუსები — 80,03 %,
რუსები — 14,75 %,
უკრაინელები — 1,86 %,
სხვები — 3,36 %[2]
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +375 214
საფოსტო ინდექსი 211291, 211400 - 211402,
211404 - 211415, 211422
ოფიციალური საიტი http://polotskgik.by/

პოლოცკი მდებარეობა ბელარუსი

Red pog.svg

პოლოცკი (ბელარ. По́лацк) — ქალაქი ვიტებსკის ოლქში, პოლოცკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ბელარუსის უძველესი ქალაქი და კიევის რუსეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე პოლოტაზე, რომელიც ჩაედინება მდინარე დასავლეთის დვინაში. მოსახლეობა 82,8 ათასი ადამიანი (2010) [3].

სექციების სია

ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : პოლოცკის ისტორია.

პოლოცკის სამთავრო[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : პოლოცკის სამთავრო.

მატიანეში პოლოცკის პირველად მოხსენიებულია 862 წელს. X საუკუნეში წარმოიქმნა პოლოცკის სამთავრო. მას ეჭირა დასავლეთ დვინის ბასეინის, ბერეზინისა და ნემანის ზემო წელის ტერიტორია. პოლოცკის პირველი ცნობილი მთავარი იყო როგვოლოდი (გარდ. მიახლ. 978). 988—1001 წლებში პოლოცკში მთავარი იყო იზიასლავ ვლადიმირის ძე, როგნედა როგვოლოდის ასულის და ვლადიმირ I სვიატოსლავის ძის ვაჟი, პოლოცკის მთავართა იზიასლავიჩების (პოლოცკის იზიასლავის ძეთა დინასტია) დინასიის ფუძემდებელი. 992 წლისათვის არსდება პოლოცკის ეპარქია (ზოგიერთი ძყაროების მიხედვით, 1104 წელი)[4].

1003—1044 წლებში პოლოცკის მთავარი იყო ბრიაჩისლავ იზიასლავის ძე. მან მნიშვნელოვნად გააფართოვა პოლოცკის სამთავროს ტერიტორია, შემოიერთა ქალაქები უსვიატი და ვიტებსკი, ასევე მიწები დასავლეთ დვინასა და დისნას შორის, სადაც დააარსა ქალაქი ბრასლავი (Брячиславль[5].

ვსესლავ ბრიაჩისლავის მმართველობის დროს (1044 - 1101 წლები) აშენებული იქნა სოფიის ტაძარი (1030—1060 წლებში), ერთერთი ყველაზე ადრეული ტაძარი ძველ რუსეთში. ვსესლავ ბრიაჩისლავის ძე — ერთადერთი წარმომადგენელია რიურიკების პოლოცკის შტოსი კიევის დიდი მთავრის ტახტზე (1068—1069). ვსესლავ ბრუაჩესლავის ძის დროს პოლოცკის სამთავრომ მიაღწია თავისი სიძლიერის პიკს.

ეფროსინია პოლოცკელი (ხატი), XIX საუკუნე

ვსესლავ ბრიაჩისლავის შვილიშვილის წმინდა ეფროსინიის (1110—1173), პოლოცკის იღუმენიასთანაა, დაკავშირებული პოლოცკის სპასო-ეფროსინიის მონასტრის დაარსება. მისი შეკვეთით 1161 წელს ოსტატმა ოქრომჭედელმა ლაზარ ბოგშამ შექმნა ჯვარი — ძველ ბელარუსული ოქრომჭედლობის შედევრი.

XII საუკუნეში დაიწყო ბრძოლა ვსესლავ ბრიაჩესლავის ძის მემკვიდრეების ვიტებსკის, მინსკის და დრუცკის შტოებს შორის უზენაესობაზე. ამან შედეგად გამოიღო პოლოცკის მიწების ნაწილის მიტაცება ნოვგოროდის, სმოლენსკის და ჩერნიგოვის სამთავროების მიერ. პოლოცკის სამთავრო განიცდიდა ზეწოლას ლიტველებისა და ჯვაროსნებისაგან. 1201 წელს დასავლეთ დვინასთან გერმანელი რაინდ-ჯვაროსნების მიერ დაარსებული იქნა სამხედრო-სავაჭრო დასახლება რიგა, რაც მნიშვნელოვნად აუარესებდა პოლოცკის ეკონომიკურ პოზიციებს.

1240 წლების დასაწყისში პოლოცკის სამთავროს ტახტზე ხშირად ლიტველები ხდებოდნენ, მაგრამ სახელმწიფო ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას. პოლოცკში მმართველი XIII საუკუნის მეორე ნახევარში ანდრეი ოლგერდის ძე პოლოცკელი (1342—1377, 1381—1387) იყო ერთერთი ყველაზე კარგი პოლიტიკური მოღვაწე პოლოცკის ისტორიაში. ანდრეი პოლოცკელის მიერ მმართველობის დაკარვის შენდეგ ის შეცვალა სკირგაილო ოლგერდის ძემ (1387—1397) — პოლოცკის ბოლო დამოუკიდებელი მთავარი. 1392 წლიდან პოლოცკის სამთავროს მიწები აღმოჩნდა ლიტვის დიდი სამთავროში, და მართავდნენ დანიშნული ნამესტნიკები, ხოლო 1504 წლიდან — ვოევოდები.

პოლოცკი ლიტვის დიდ სამთავროში და რეჩ პოსპოლიტაში[რედაქტირება]

პოლოცკი, XVIII საუკუნე

1432—1436 წლებში ლიტვის დიდი სამთავროს სამოქალაქო ომის დროს პოლოცკი იყო რუსეთის დიდი სამთავროს დედაქალაქი.

1498 წელს ქალაქში შემოღებული იყო მაგდებურგის სამართალი. 1504—1772 წლებში — პოლოცკის სავოევოდოს დედაქალაქი ლდს-ს შემადგენლობაში (1569 წლიდან — რეჩ პოსპოლიტის სავოევოდო).

ივანე მრისხანეს ჯარების მიერ პოლოცკის აღების შემდეგ 1563 წელს ლივონის ომის დროს პოლოცკი 1563—1579 წლებში იმყოფებოდა მოსკოვის დიდი სამთავროს შემადგენლობაში. 1563 წ. ქალაქში მოხდა იუდეველი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები, 300-ამდე ადამიანი იქნა დახრჩობილი დასავლეთ დვინაში იმ მიზეზით რომ უარი სთქვეს ქრისტიანობაზე. შემდგომი დროის განმავლობაში 25 კისლევს იუდეველთა კალენდრით აღინიშნებოდა უდანაშაულო მსხვერპლთა მოხსენიების დღე[6].

რუსეთ-პოლონეთის 1654—1667 წლების ომის დროს პოლოცკი ისევ აღმოჩნდა რუსული სახელმწიფოს შემადგენლობაში.

დიდი ჩრდილოეთის ომის დროს 1705 წელს, როდესაც პეტრე I-ის ჯარი იმყოფებოდა პოლოცკში, მოკლული იქნა ოთხი უნიატი მღვდელი.

რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში[რედაქტირება]

რეჩ პოსპოლიტის პირველი გაყოფის შემდეგ პოლოცკის მარჯვენა სანაპირო 25 ივლისს (5 აგვისტოს) 1772 წელს, შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. პოლოცკის მარცხენა სანაპირო რუსეთის იმპერიაში შევიდა რეჩ პოსპოლიტის მეორე გაყოფის შემდეგ 1792 წელს. 1772—1776 წლებში ქალაქი იყო პსკოვის გუბერნიაში. 24 აგვისტოდან (4 სექტემბრიდან) 1776 წელს პოლოცკი — პოლოცკის გუბერნიის ადმინისტრაციული ცენტრია. 12 მაისიდან (23 მაისიდან) 1778 წელს — პოლოცკის ნამესტნიჩესტვო.

პოლოცკის ოცი წლის განმავლობაში საგუბერნიო ქალაქად ყოფნამ გამოიწვია მისი ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელოვანი ზრდა. ამ დროს გაიზარდა ქალაქის ტერიტორია, შენდებოდა ახალი ადმინისტრაციული შენობები, იზრდებოდა მოსახლეობა. პოლოცკმა დაიბრუნა ადგილობრივი და ტრანზიტული ვაჭრობის ცენტრის სტატუსი[7].

1796 წლის 23 დეკემბრიდან (12 დეკემბერი) პოლოცკი — ბელარუსის გუბერნიის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრია, ხოლო 1802 წლიდან — ვიტებსკის გუბერნია.

1812 წელს პოლოცკთან მოხდა ორი ბრძოლა რუსებსა და ფრანგებს შორის (იხ. პოლოცკთან პირველი ბრძოლა (1812) და პოლოცკთან მეორე ბრძოლა).

1891 წელს ქალაქში მოქმედებდა 23 სინაგოგა და ებრაული სამლოცველო სახლი, 8 მართლმადიდებლური, კათოლიკური, ლუთერანული ეკლესია, რასკოლნიკების სამლოცველო, მამათა და დედათა მონასტრები[8].

1910 წლის 23 მაისს, ეფროსინია პოლოცკელის (წმინდა ეფროცინია) ხსენებოს დღეს, მოხდა წმინდა ეფროსინიას წმინდა ნაწილების დაბრუნება პოლოცკში, განათავსეს სპასო-პრეობრაჟენიის ტაძარში. 1910 წლამდე წმინდა ნაწილები კიევო-პეჩორის ლავრაში იყო.

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება]

1924 წლიდან პოლოცკი ბელარუსიის სსრ-ს შემადგენლობაშია.

დიდი სამამულო ომის დროს პოლოცკი 1941 წლის 16 ივლისს ოკუპირებული იქნა გერმანიის არმიის მიერ. საბჭოთა 22-ე არმიამ 20 დღით შეძლეს გერმანელების შეჩერება. პოლოცკი განთავისუფლებულ იქნა 1944 წლის 4 ივლისს 1 პრიბალტიის ფრონტის ჯარებმა.

1944 წლის 20 სექტემბიდან 1954 წლის 8 იანვრამდე პოლოცკი იყო პოლოცკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი ბსსრ-ის შემადგენლობაში.

ბელარუსის რესპუბლიკაში[რედაქტირება]

1991 წლიდან — პოლოცკი მდებარეობს დამოუკიდებელი ბელარუსის რესპუბლიკაში.

ქალაქის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 2002 წლის 6—8 სექტემბერს ჩატარებული რესპუბლიკური ფესტივალ-ბაზრობა მოსავლის ზეიმი «Дожинки». ზეიმის დროს პოლოცკი მოინახულა 8 000-მდე სტუმარმა.[9].

ეკონომიკა[რედაქტირება]

პოლოცკში ფუნქციონირებს მთელი რიგი საწარმოებისა, მათ შორის:

  • შპს «პოლოცკის მინის ბოჭკო» «Полоцк Стекловолокно» — მინისა და მინის ბოჭკოს ნაწარმის ნაკეთობები
  • შპს «პოლოცკის რძის კომბინატი» — ვიტებსკის ოლქის ერთერთი უდიდესი რძის გადამამუშავებელი საწარმო
  • შპს «პოლოცკის პურკომბინატი»
  • შპს «პოლოცკტყე» — მრგვალი ტყის მასალა, ხის მასალის სახერხი, კორპუსის ავეჯის დამზადება
  • შპს «ტეხნოლიტ-პოლოცკი» — ფერადი მხატვრული ჩამოსხმა, თუჯის ნაკეთობების წარმოება, ლითონის პროდუქცია
  • შპს «მონა» — ტანსაცმლის წარმოება
  • «ფ. სკორინის მემკვიდროება» — ოფსეტური ბეჭდვა, რეპროგრაფია და ფოტოცინკოგრაფია
  • სს «პოლოცკის მეღვინეობის ქარხანა» — ხილ-კენკროვანი ღვინოების დამზადება
  • შპს "პოლოცკის ქარხანა «პრომმაშრემონტი» — ავტომანქნების ძრავების შეკეთება

სატრანსპორტო სისტემა[რედაქტირება]

საავტომობილო ტრანსპორტი[რედაქტირება]

პოლოცკი — ვიტებსკის ოლქის მსხვილი სატრანსპორტო კვანძია. პოლოცკზე გადის რესპუბლიკური გზები თარგი:Табличка-by (პოლოცკ — ბრასლავი), თარგი:Табличка-by (ვიტებსკ — პოლოცკი — ლატვიის საზღვარი), თარგი:Табличка-by (პოლოცკი — როსონი), თარგი:Табличка-by (პოლოცკი — გლუბოკოე — ლიტვის საზღვარი) და თარგი:Табличка-by (ლეპელი — პოლოცკი — იუხნოვიჩი).

არის რეგულარული საავტობუსო მიმოსვლა რიგასთან, სანქტ-პეტერბურგთან, მინსკთან, ვიტებსკთან, ლეპელთან, ბრასლავთან და სხვა ბელარუსის ქალაქებთან.

სარკინიგზო ტრანსპორტი[რედაქტირება]

პოლოცკი — სარკინიგზო კვანძია ვიტებსკის, რიგის, ნეველის მიმართულებით. სამგზავრო მატარებლებით დაკავშირებულია გომელთან, მოსკოვთან, მინსკთან, ვილნიუსთან, მოლოდეჩნოსთან, პოსტავასთან.

სამდინარო ტრანსპორტი[რედაქტირება]

საბჭოთა პერიოდში ჩრდილოეთ დვინაზე სამგზავრო კატერები კურსირებდნენ. ახლა სამდინარო სამგზავრო გადაზიდვები არ წარმოებს.

ხიდები[რედაქტირება]

პირველი სატრანსპორტო ხიდი მდინარე დასავლეთ დვინაზე პოლოცკში აშენებული იქნა რუსეთის იმპერიის სამხედრო სამინისტროს მიერ 1915—1916 წლებში ახლა არსებული იუბილეინი ქუჩის ხიდის ახლოს. 1919 წლის აგვისტოში ის ხიდი გადამწვარ იქნა. 1924 წელს აშენდა ხიდი ინტერნაციონალის ქუჩის რაიონში, ახლა არ არსებობს. კიდევ ერთი ხიდი აშენდა მოგვიანებით (ეხლა მის ადგილზე არის თანამედროვე ხიდი). 1932 წლამდე სვერდლოვის ქუჩის რაიონში არსებობდა კიდევ ერთი ხიდი. 1932 დან 1941 წლამდე დასავლეთ დვინაზე იყო ხის ხიდი ლენინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე [10].

განათლება[რედაქტირება]

1580 წელს სტეფან ბატორის ბრძანებით, პოლოცკში დაარსდა პოლეცკის იეზუიტების კოლეგიუმი.

XVII საუკუნეში პოლოცკის ბოგოიავლენსკის მონასტერთან არსებობდა მართლმადიდებლური პოლოცკის საძმო სკოლა, სადაც 1656 წლიდან ასწავლიდა ცნობილი ბელარუსი პედაგოგი, პუბლიცისტი, პოეტი, დრამატურგი და საეკლესიო მოღვაწე სიმეონ პოლოცკი.

1812 წლის 12 იანვარს იმპერატორ ალექსანდრე I-ის ბრძანებით პოლოცკის იეზუიტების კოლეგიუმი გარდაქმნილ იქნა პოლოცკის იეზუიტურ აკადემიად უნივერსიტეტის უფლებებით. იეზუიტების აკადემია 8 წელი ფუნქციონირებდა 1820 წლამდე და იყო პირველი უმაღლესი სასწავლებელი ბელარუსის ტერიტორიაზე.

იეზუიტების აკადემიის საფუძველზე 1822 წლიდან ფუნქციონირებდა პოლოცკის უმაღლესი პიარის სასწავლებელი. 1830 წლის 21 იანვრს ის ლიკვიდირებული იყო.

1835 წლის 25 ივნისს ყოფილ იეზუიტების აკადემიის შენობაში გაიხსნა პოლოცკის საკადეტო კორპუსი. 1865 წელს მილიუტინის რეფორმის დროს მას გადაარქვეს სახელი პოლოცკის სამხედრო გიმნაზიად. 1882 წელს ისევ დაუბრუნდა პოლოცკის საკადეტო კოსპუსის სახელი. 1914 წლის სექტემბერში პოლოცკის საკადეტო კორპუსი ევაკუირებული იქნა პოლოცკიდან.

1968 წლის 14 ივლისს იქმნება ბელარუსის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნოვოპოლოცკის ფილიალი. 1974 წლის 1 იანვრიდან ამ ფილიალის საფუძველზე იხსნება ნოვოპოლოცკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1993 წლის 14 იანვარს მიენიჭა პოლოცკის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პოლოცკში მოქმედებს 15 საშუალო სკოლა, 2 გიმნაზია, პოლოცკის საკადეტო სასწავლებელი, 2 სპორტული სკოლა, მათ შორის ოლიმპიური რეზერვების, ხელოვნებისა და სამხატვრო სკოლა, პოლოცკის სახელმწიფო აგრარულ-ეკონომილური კოლეჯი, ბელკოოპკავშირის პოლოცკის სავაჭრო-ტექნოლოგიური კოლეჯი, პოლოცკის სახელმწიფო სატყეო კოლეჯი, მაშეროვის სახ. პოლოცკის კოლეჯი, პოლოცკის სახელმწიფო პროფესიულ-ტექნოლოგიური კოლეჯი, პოლოცკის სახელმწიფო მშენებელთა პროფესიული ლიცეუმი, პოლოცკის სახელმწიფო ქიმიკოსების პროფესიული ლიცეუმი.

კულტურა[რედაქტირება]

ბიბლიოთეკები[რედაქტირება]

ბიბლიოთეკის შესახებ ცნობები ეკუთვნის ჯერ კიდევ წმინდა ეფროსინიის მოღვაწეობის პერიოდს. XII საუკუნეში სოფიის ტაძარში შეგროვებული იყო პირველი პოლოცკის ბიბლიოთეკა. უფრო გვიან არსებობდა უდიდესი იეზუიტური კოლეგიუმის ბიბლიოთეკა (50 000 ტომზე მეტი), არის ინფორმაცია ბოგოიავლენსკი მონასტრის ბიბლიოთეკის შესახებ[11].

1912 წელს შეიქმნა პოლოცკის საზოგადოებრივი ბიბლიოთეკა. გერმანიის ოკუპაციის დროს ბევრი წიგნი იქნა დაკარგული. 1919 წლის იანვარში ნაციონალიზებული იქნა ყველა წიგნი და გაიხსნა ცენტრალური საქალაქო ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა ფასიანი იყო. 1940 წლისათვის პოლოცკში იყო 9 ბიბლიოთეკა. მეორე ომის დროს განადგურებულ იქნა პოლოცკის ბიბლიოთეკები. 1945 წელს გაიხსნა პოლოცკის საოლქო ბიბლიოთეკა. 1954 წლისათვის მისი ფონდი 100 ათასი ეგზემპლარი იყო.

ფიზკულტურა და სპორტი[რედაქტირება]

პოლოცკში განვითარებულია მოყვარულთა და პროფესიონალური სპორტი. ქალაქში ფუნქციონირებს შემდეგი დაწესებულებები:

  • პოლოცკის სახელმწიფო საბავშვო-საყმაწვილო სპორტული სკოლა.
  • პოლოცკის სახელმწიფო საბავშვო-საყმაწვილო სპორტული ოლიმპიური რეზერვების სკოლა.
  • სპორტული კომპლექსი «ქიმიკოსი».
  • ორთაბრძოლათა სპორტული კომპლექსი «ოლიმპიელი».
  • კულტურულ-სპორტული კომპლექსი.
  • «საფეხბურთო კლუბი «პოლოცკი».

ინფორმაციიც საშუალებები[რედაქტირება]

ტელევიზია[რედაქტირება]

  • ტელეარხი «სკიფ-პოლოცკი»

რადიოსადგურები[რედაქტირება]

ბეჭდვითი საშუალება[რედაქტირება]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

არქიტექტურა[რედაქტირება]

დაკარგული მემკვიდრეობა[რედაქტირება]

  • წმინდა ბორისისა და გლების ეკლესია ბორისოგლების მონასტერი (XII ს.).
  • წმ. პარასკევას პარასკევის ეკლესია, ბორისოგლების მონასტერი (XII ს.).
  • წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, 1830 წლამდე წმ. სტეფანეს კასტიოლი იეზუიტური კოლეგიუმი (პოლოცკი) (1738, აფეთქებულ იქნა 1964 წელს).
  • წმინდა ანტონის კასტიოლი ფრანცისკანელების მონასტერი (პოლოცკი), 1838 წლის შემდეგ ნოვოპოკროვის ეკლესია (1763—1775, დაშალეს 1860 წელს).
  • ეფროსინია პოლოცკელის ჯვარი, დამზადებული იყო 1161 წელს არქიტექტორ ლაზარის მიერ ეფროსინიის შეკვეთით. გაიტანეს ბელარუსიდან დიდი სამამულო ომის დროს.

გამაგრებანი[რედაქტირება]

სტეფან ბატორის თანამედროვეს გეიდენშტეინის გადმოცემით, XVI საუკუნეში პოლოცკი შედგებოდა ორი ციხე-სიმაგრისაგან: ზემო და ქვემო და ქალაქი ზაპოლოტიესაგან და ყველა მხრიდან ერტყა ღრმა თხრილი, მაღალი ქვებით და ხის კედლებით. ზემო ციხე-სიმაგრეს 1655 წელს ჰქონდა 9 კოშკი, ხოლო ქვედას 7 კოშკი. ქალაქი კარგად იყო მოხერხებული თავდცვისათვის. ახლა ამ ციხე-სიმაგრეების ნაშთებიც არ შემორჩენილა.

ძეგლები და მემორიალური კომპლექსები[რედაქტირება]

პოლოცკი — ევროპის გეოგრაფიული ცენტრი[რედაქტირება]

2008 წლის გაზაფხულზე "ბელაეროკოსმოგეოდეზიის" სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ევროპის გეოგრაფიული ცენტრი მდებარეობს პოლოცკში. მოგვიანებით ეს გამოთვლები დადასტურებულ იქნა რუსი გეოდეზიის სპეციალისტების მიერაც. 2008 წლის 31 მაისს დადგმულ იქნა ნიშანი «ევროპის გეოგრაფიული ცენტრი»[12].

მუზეუმები[რედაქტირება]

პოლოცკში მდებარეობს თერთმეტი მუზეუმი. პოლოცკის მუზეუმები შედიან პოლოცკის ეროვნულ ისტორიკო-კულტურულ ნაკრძალში. ზოგიერთი მუზეუმი განთავსებულია არქიტექტურის ძეგლებში: სოფიის ტაძარში (XI — შუა ხანები. XVIII სს.), იეზუიტების კოლეგიუმის კორპუსში (XVIII ს.), ლუთერანულ კირხაში (XX ს. დასაწყ.), პოლოცკის საძმო სკოლაში (XVIII ს. ბოლო), საცხოვრებელ სახლებში ვოიკოვოს ქ., 1 და ნიჟე-პოკროვსკის ქ., 46 (XIX — XX სს.), პეტრე I-ის სახლში (1692 წ.), წყლის მაღალი წნევის კოშკში (1956 წ.). სამუზეუმო ფონდი შეადგენს 80 000 ექსპონატს.

თეატრები[რედაქტირება]

  • საჩვენებელ საყმაწვილო თეატრ-სტუდია «ჰარმონია»
  • სახალხო ახალგაზრდული თეატრი «პილიგრიმი»

ფესტივალები[რედაქტირება]

  • ფესტივალი ზვანი სოფიი «Званы Сафіі» — ორღანული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
  • ძველი და თანამედროვე კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
  • რუბონის ფესტივალი — შუასაუკუნეების კულტურის ფესტივალი
  • ფესტივალი ევროპა პლუს პოლოცკი — ესტრადის ახალგაზრდა მომღერალთა ფესტივალ-კონკურსი

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]

პოლოცკი — ბელარუსი-2010-ის კულტურული დედაქალაქი[რედაქტირება]

ბელარუსის კულტურის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს აქცია «ბელარუსის კულტურული დედაქალაქი».

გადაწვეტილ იქნა პირველი საპატიო წოდება ეტარებინა - უძველეს პოლოცკს, როგორც ბელარუსის სასულიერო ცენტრს[13].

მოსახლეობა[რედაქტირება]

პოლოცკელები, პოლოვცელები.

რაოდენობა და დინამიკა[რედაქტირება]

1780 წელს პოლოცკში იყო 360 ხის სახლი, 437 მდიდარი-ქრისტიანი, 478 ებრაელი, თავად-აზნაურები და ჩინოვნიკების მცირე რაოდენობა. ქალაქის მოსახლეობის შემცირებას და მის დაკნინებას ხელი შეუწყო ომებმა, მრავარიცხოვანმა ხანძრებმა, 1566 წლის ჭირმა, 1600 და 1741—1746 წლების შიმშილობამ.

1811 წელს პოლოცკში იყო 1300 სახლი და 6320 მცხოვრები[14].

პოლოცკის მოსახლეობა 1891 წელს — 20 321 მოსახლე, აქედან იუდეველები — 10 797 (53,1 %), მართლმადიდებლები — 6989 (34,4 %), კათოლიკები — 1534 (7,6 %), რასკოლნიკები — 407, ლუთერანები — 299, ერთმორწმუნენი — 204, 1 მუსლიმები.

1897 წლის აღწერით ქალაქში ცხოვრობდა 20 751 მოსახლე, მათ შორის 12 481 ებრაელი.

  • 2006 — 82 400 ად.
  • 2007 — 81 700 ად.
  • 2008 — 83 400 ად.
  • 2009 — 83 700 ად.
  • 2010 — 82 800 ად.[3]

ცნობილი პოლოცკელები[რედაქტირება]

ცნობილი მცხოვრებლები[რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

  1. რუსეთის დროშა ელექტროსტალი, რუსეთი
  2. რუსეთის დროშა ტოსნო, ლენინგრადის ოლქი, რუსეთი
  3. რუსეთის დროშა დიდი ნოვგოროდი, რუსეთი
  4. რუსეთის დროშა დიდი ლუკი, ფსკოვის ოლქი, რუსეთი
  5. რუსეთის დროშა სუოიარვსკის რაიონი, კარელია, რუსეთი
  6. ლიტვის დროშა იონავა, ლიტვა
  7. ლიტვის დროშა ტრაკაი, ლიტვა
  8. ლატვიის დროშა ვენტსპილსი, ლატვია
  9. უკრაინის დროშა კამენეც-პოდოლსკი, უკრაინა
  10. უკრაინის დროშა ობუხოვი, უკრაინა
  11. მოლდოვის დროშა ბელცი, მოლდოვა
  12. პოლონეთის დროშა იაროსლავი, პოლონეთი
  13. პოლონეთის დროშა გდანსკი, პოლონეთი
  14. შვედეთის დროშა გოტლანდი, შვედეთი
  15. გერმანიის დროშა ფრიდრიხსხაფენი, გერმანია

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. «ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო მიწის კადასტრი» (2010 წ. 1 იანვრის მდგომარეობით)
  2. 2.0 2.1 2009 წლის აღწერის შედეგები
  3. 3.0 3.1 http://web.archive.org/web/20090711005306/http://belstat.gov.by/homep/ru/publications/population.pdf
  4. ა.პ. საპუნოვი, პოლოცკის ეპარქიის ისტორიული ბედი უძველესი დროიდან XIX ს-ის. შუა ხანებამდე — ვიტებსკი, 1889.
  5. Памяць : Гіст.-дакум. хроніка Полацка / Пад рэд. Г. П. Пашкова. — Мн.: БелЭн, 2002. — С. 90.
  6. პოლოცკი // მოკლე ებრაული ენციკლოპედია
  7. ა.ვ. ეროშევიჩი, 1812 წლის ომის დროს პოლოცკი / ა.ვ. ეროშევიჩი // ბრძოლა პოლოცკთან. 1812 წელი. — პოლოცკი : წგ. გამომც., 2010. — ფ. 7—8
  8. პოლოცკი // ბროკგაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი, ЭСБЕ
  9. პოლოცკში სტარტი აიღო «Дожинки-2002»
  10. А я иду, шагаю по… мосту. Через Западную Двину
  11. პოლოცკის ბიბლიოთეკათა ცენტრალიზებული სისტემა
  12. TUT.BY | ახალი ამბები — პოლოცკში დაყენებული იქნა ნიშანი «ევროპის გეოგრაფიული ცენტრი» — საზოგადოება — 31.05.2008, 13:21
  13. ბელტა | პოლოცკი ოფიციალურად გახდა ბელარუსი 2010-ის კულტურული დედაქალაქი 21.01.2010 12:06
  14. ჩეპკო, ვ. ვ. ბელარუსის ქალაქები XIX საუკუნის მეორე ნახევარში (ეკონომიკური განვითარება) / ვ. ვ. ჩეპკო. — მნ.: გამომც ბსუ, 1981. — ფ. 119