მეფისწყარო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მეფისწყარო | |
| სიმაღლე |
2850 მ |
|---|---|
| მდებარეობა |
ვანის მუნიციპალიტეტი, ადიგენის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| ქედი | |
| უმარტივესი მარშრუტი |
სოფელ თავსურებიდან |
მეფისწყარო — მესხეთის ქედის უმაღლესი მწვერვალი. მდებარეობს მესხეთის ქედისა და მისი ჩრდილოეთი განშტოების, ლობოროტის ქედის შესაყართან, მდინარეების სუფსისა და წაბლარისწყლის სათავეებთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მ. პირამიდისებურია. აგებულია შუაეოცენური, ანდეიტურგანფენებიანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-კონგლომერატებით. მეფისწყაროს ძირი და ქვედა კალთები შემოსილია სუბალპური ლიხით, შუა და ზედა — ალპური მდელოებით.
მეფისწყარო სამი მუნიციპალიტეტის – ჩოხატაურის, ადიგენისა და ვანის – საზღვარს წარმოადგენს. მეფისწყაროს სამხრეთით ორი ტბაა: ჯაჯის დიდი და მცირე ტბები. მწვერვალის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს კურორტი საირმე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 623, თბ., 1983 წელი.