გლემ მეტალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გლემ მეტალი | |
|---|---|
| ჟანრობრივი წარმომავლობა: | მძიმე მეტალი, გლემ როკი, მძიმე როკი, პოპ როკი |
| კულტურული წარმომავლობა: | გვიანი 1970-იანები, ადრეული 1980-იანები, ლოს-ანჟელესი |
| დამახასიათებელი ინსტრუმენტები: | ელექტრო გიტარა - ბას გიტარა - დრამები - კლავიშებიანი ინსტრუმენტები |
| მეინსტრიმული პოპულარობა: | 1983 - 1991 |
გლემ მეტალი (შინაარსით მსუბუქი მეტალი) მძიმე მეტალის ქვეჟანრია, რომელიც ჩამოყალიბდა გვიანი 70-იანებისა და ადრეული 80-იანების მიჯნაზე აშშ-ში, კერძოდ კი ლოს-ანჟელესში. თავის თავში მოიცავს გლემ როკისა და მძიმე მეტალის ნაზავ მუსიკას. განსაკუთრებით პოპულარული იყო 1980-იან და ადრეულ 1990-იან წლებში.