Manowar

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Manowar

Manowar ჰამბურგში, 2007 წლის ტურნე
ბიოგრაფია
წარმოშობა აუბერნი, ნიუ იორკი, შეერთებული შტატები
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი, პაუერ მეტალი
აქტიური 1980-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Magic Circle, Atco, Atlantic, Geffen
წევრები ერიკ ადამსი
ჯოუი დიმაიო
კარლ ლოგანი
დონი ჰამზიკი
ყოფილი წევრები როს ფრიდმენი
სკოტ კოლამბუსი
მიხაელ დევიდ შენკელი
კარლ კენედი
კენი ერლ ედუარდსი
საიტი manowar.com
Manowar ვიკისაწყობში

Manowar — ამერიკული ჯგუფი, უკრავს მძიმე მეტალის ჟანრში.

ჯგუფი ცნობილია თავისი სიმღერების საომარი თემატიკით. ის ასევე დიდ ყურადღებას აქცევს სკანდინავიურ მითოლოგიას. დღესდღეობით ჯგუფის შემოქმედება მოიცავს 10 სტუდიურ ალბომს, 15 სინგლს, ასევე 8 ვიდეოალბომს. უკანასკნელი მონაცემებით, Manowar-ი გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ”ყველაზე ხმამაღალი ჯგუფი”.

ჯგუფის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Manowar-ი შეიქმნა 1980 წლის აპრილში, როდესაც ნიუკასლში, Black Sabbath-ის კონცერტზე ერთმანეთს შეხვდნენ ჯგუფის უკვე ყოფილი გიტარისტი როს ფრიდმენი და ბასისტი ჯოუი დიმაიო. ჯგუფის ვოკალისტი გახდა დიმაიოს სკოლის მეგობარი ერიკ ადამსი, ხოლო დრამერი - კარლ კენედი.

ჯგუფის წევრები დიდხანს არჩევდნენ თავისთვის შესაფერის სახელწოდებას და ბოლოსდაბოლოს manowar-ზე შეჩერდნენ. ერთი მხრივ, ეს სიტყვა პირდაპირ თარგმანში აღნიშნავს ”მეომარს”, მეორე მხრივ - ასე ინგლისურად ერქვა ფლოტის ყველაზე მსხვილ გემს, მოგვიანებით კი ამ სახელით ხშირად მოიხსენიებდნენ სახაზო გემს (XVI საუკუნიდან XIX საუკუნემდე, man-of-war, ან man of war, ან manowar, ან man). ამ შემადგენლობით ჯგუფმა 1980 წელს დემო ჩაწერა, ამის შემდეგ კი კარლ კენედი ჯგუფიდან წავიდა, ხოლო მის ადგილზე პოლონური წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსი - დონი ჰამზიკი მოვიდა.

ჯგუფის შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის ყოფილი წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონცერტო ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაკრებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Manowar&oldid=3533639“-დან