ვიკინგური მეტალი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიკინგური მეტალი
ჟანრობრივი წარმომავლობა: ბლეკ-მეტალი, ფოლკ მეტალი
კულტურული წარმომავლობა: გვიანი 1980-იანები, სკანდინავია
დამახასიათებელი ინსტრუმენტები: ელექტრო გიტარა - ბას გიტარა - დრამები - კლავიშებიანი ინსტრუმენტები
მეინსტრიმული პოპულარობა: დაბალი
სხვა თემები
ფოლკ მეტალი - ჯგუფები - სკანდინავიური მითოლოგია - სკანდინავიური კერპთაყვანისმცემლობა

ვიკინგური მეტალი (ასევე ვიკინგ მეტალი) — მძიმე მეტალის ექსტრემალური ქვეჟანრი, რომლიც ხასიათდება დიდი სისწრაფით, კლავიშების მდიდარი ჰიმნისებური ხმით, მდიდარი და დრამატული ინტერესით სკანდინავიური მითოლოგიისადმი, სკანდინავიური კერპთაყვანისმცემლობისა და ვიკინგთა ეპოქისადმი.

[რედაქტირება] მახასიათებლები

ვიკინგური მეტალი „ხმაურიანია, ქაოსური და ხშირად დატვირთული კლავიშების დარდიანი მელოდიებით“.[1] მსგავსად ფოლკ მეტალ შემსრულებლებისა, ზოგადად, ვიკინგური მეტალ-ჯგუფებიც „ტრადიციულ მეტალ ინსტრუმენტებთან ერთად ხშირად იყენებენ ზოგიერთ აკუსტიკურ და სხვა უჩვეულო საკრავებს“.[2] ვოკალი შეიძლება შესრულებული იყოს როგორც სუფთად, ასევე ტიპიური ბლეკ-მეტალისთვის დამახასიათებელი სქრიმინგინთა და გროულინგით.[3] თემატურად, ვიკინგური მეტალი ორიენტირებულია ბლეკ-მეტალის ელემენტებზე, მაგრამ ნაცვლად მისი ანტი-ქრისტიანული და სატანისტური ბუნებისა, იყენებს წარმართულ და ძველ სკანდინავიურ წარმოდგენებს.[3]

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Scandinavian Metal. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2008-06-16.
  2. Bowar, Chad. Folk Metal Artists. About.com. წაკითხვის თარიღი: 2008-06-16.
  3. 3.0 3.1 Freeborn, Robert (ივნისი 2010). A Selective Discography Of Scandinavian Heavy Metal Music. Sound Recording Reviews. წაკითხვის თარიღი: 2011-09-30.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე