მელოდიური დეზ მეტალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მელოდიური დეზ მეტალი
ჟანრობრივი წარმომავლობა: დეზ მეტალი
ბმმატ
კულტურული წარმომავლობა: ადრეული 1990-იანები, გეტებორგი, შვედეთი
დამახასიათებელი ინსტრუმენტები: გიტარა • ბას გიტარა • დრამები • ვოკალი • კლავიშები
მეინსტრიმული პოპულარობა: მიწისქვეშეთში ადრეულ-შუა 1990-იანებში,
პოპულარობის ზრდა 2000-იანებში
რეგიონული განშტოებები
სკანდინავია

მელოდიური დეზ მეტალი (ხშირად უბრალოდ მელოდეზი) — დეზ მეტალის ქვეჟანრი, რომელიც აერთიანებს ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღის მელოდიურობას დეზ მეტალის ინტენსიურობასთან. ჟანრი ცნობილია ასევე გეტებორგის მეტალის სახელითაც, იმ შვედური ქალაქის მიხედვით, სადაც წარმოიშვა იგი. ჟანრის განვითარებაში მნიშვნელოვანი მომენტია კლავიშების დამატება, რომელიც ადრეულ სიმღერებში არ გვხვდება. მელოდიურ დეზ მეტალს ახასიათებს უფრო მელოდიური გიტარის რიფები, მელოდიური სოლოები და მეტი ყურადღება აკუსტიკურ გიტარაზე, ვიდრე ტრადიციულ დეზ მეტალს.

მელოდიური დეზ მეტალის პიონერები/დამაარსებლები არიან ჯგუფები: Dark Tranquillity, In Flames, At the Gates.[1]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. დენ მარსიკანო. What is Melodic Death Metal. About.com. წაკითხვის თარიღი: 2011-02-26.