დროუნ მეტალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროუნ მეტალი
ჟანრობრივი წარმომავლობა: დუმ მეტალი
დროუნ მუსიკა
ნოის მუსიკა
ბლეკ-მეტალი
მინიმალისტური მუსიკა
სლაჯ მეტალი
ემბიენტი[1][2][3]
კულტურული წარმომავლობა: ადრეული 1990-იანები, სიეტლი, ვაშინგტონი და ტოკიო, იაპონია
დამახასიათებელი ინსტრუმენტები: გიტარა - ბასი - სინთეზატორი - დრამები - ვოკალი
მეინსტრიმული პოპულარობა: მიწისქვეშეთი; ინტერესესის ზრდა მედიისგან შუა 2000-იან წლებში[1][2][3]
სხვა თემები
ბლეკ ამბიენტი

დროუნ მეტალი (ცნობილი ასევე როგორც დროუნ დუმი[4] და პაუერ ემბიენტი[5]) — მძიმე მეტალის ექსტრემალური ქვეჟანრი, რომელშიც შეზავებულია დუმ მეტალის ნელი ტემპი და სიმძიმე დროუნ მუსიკის ხანგრძლივ ტონებთან.[1][2] ზოგჯერ დროუნ მეტალი ასოცირდება ხოლმე პოსტ-მეტალთან[6] და ავანგარდულ მეტალთან.[7] დროუნ მეტალის ერთ-ერთ პიონერ ჯგუფად ითვლება Sunn O))).[1]

მახასიათებლები[რედაქტირება]

ჩვეულებრივ, ელექტრო გიტარაზე შესრულება მოიცავს ძლიერ რევებრაციას ან ხმის უკუკავშირს.[1] ვოკალი, თუ სიმღერაში არის საერთოდ, გროულინგით ან სქრიმინგით სრულდება. ამ ჟანრის სიმღერები, როგორც წესი, განიცდიან რიტმისა ან რითმის ნაკლებობას და ძალიან გრძელებია. რომანების ავტორმა ჯონ ურეიმ დროუნ მეტალის მოსმენა შეადარა ინდური რაგის მოსმენას მიწისძვრის ეპიცენტრში. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ძნელი წარმოსადგენია უფრო მძიმე და უფრო ნელი მუსიკის არსებობა.[1] იან ტამლირი დროუნ მეტალის თავისებურებათა აღწერისას მიუთითებს „მდგრადი ინფრაბგერის გრუხუნზე საბ-ბასიდან — ე.წ. წითელ ხმაურზე“.[2]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 John Wray (28 მაისი, 2006). „Heady Metal“. New York Times. წაკითხვის თარიღი: 2008-08-18. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Jan Tumlir. (აპრილი, 2006)Primal dirge. Findarticles.com. წაკითხვის თარიღი: 2008-08-22.
  3. 3.0 3.1 James Parker. (15 ივნისი, 2006)Heavy-metal chill out. The Boston Phoenix. წაკითხვის თარიღი: 2008-08-22.
  4. Brandon Stosuy. (19 აგვისტო, 2005)Heavy Metal: It's Alive and Flourishing. Slate.com. წაკითხვის თარიღი: 2008-08-22.
  5. William York, Sunn O))) Biography, Allmusic, წაკითხვის თარიღი: 23 აგვისტო, 2008.
  6. Jon Caramanica, "The Alchemy of Art World Heavy Metal", International Herald Tribune, 20 სექტემბერი, 2005. წაკითხვის თარიღი: 25 აგვისტო, 2008.
  7. Steve Smith (13 სექტემბერი, 2006). „Where Classic Avant-Garde Gets a Hint of Heavy Metal“. New York Times. წაკითხვის თარიღი: 2008-08-28.