მარატის სიკვდილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარატის სიკვდილი

მარატის სიკვდილი (ფრანგ. La Mort de Marat). 1793 წელს შეიქმნა ჟაკ-ლუი დავიდის სურათი "მარატის სიკვდილი". “მარატის სიკვდილში” ასახულია ფრანგი რევოლუციონერის მარატის სიკვდილი სცენა. რევოლუციის მოწინააღმდეგეებმა ავადმყოფ მარატთან შეაგზავნეს მკვლელი, რომელმაც სამკურნალო აბაზანაში მყოფი იაკობინთა ბელადი სიცოცხლეს გამოასალმა. მარატის ვერაგულმა მკვლელობამ შეაძრწუნა დავიდი. იგი მაშინვე თავის მეგობრის ბინაში გაეშურა. ნახევრად ჩაბნელებულ სააბაზანოში გადახატა მიცვალებულის სახე, სამი თვის დაძაბული მუშაობის შემდეგ კი შექმნა სურათი “მარატის სიკვდილი”, ეს სურათი დავიდმა ეროვნულ კონვენტს გადასცა საჩუქრად.

მუქ ფონზე გამოსახული მარატის სხეული, ქანდაკებას მოგვაგონებს, დაჭრილს თავი უკან აქვს გადაგდებული ჭრილობიდან კი სისხლი ჟონავს. მარცხენა ხელში უჭირავს ბარათი, რომელიც მკვლელს მის სახლში შესაღწევად დაეხმარა, მარცხენა ხელი უღონოდ აქვს დაშვებული იატაკისკენ თუმცა ხელში კალამი უჭირავს. იატაკზე გდია მკვლელის დანა. ამით დავიდი უსვამს იმ გარემოებას რომ მკვლელმა მარატი სასიკვდილოდ სწორედ მისი კალმის გამო გაიმეტა, მაგრამ ამით მკვლელმა მას მხოლოდ სიცოცხლე წაართვა, ხოლო მის აზრები უკვდავად დარჩა.