მომხმარებლის განხილვა:Arkaitz1974

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

UndDerDie () 23:24, 27 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. იქნებ თქვენთვის მოსახერხებელ პლატფორმაზე დამიკავშირეთ. ყველა კონტაქტები მითითებული მაქვს პირად გვერდზე - მომხმარებელი:UndDerDie. — UndDerDie () 18:18, 28 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ენის თარგები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. რესურსები ინტერნეტში - ამ სექციაში არ უნდა მიუთითოთ ისეთი ენის თარგები, როგორებიცაა {{lang-en|}}. არსებობს {{en}} და ა.შ. — UndDerDie () 18:25, 28 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება[წყაროს რედაქტირება]

გაფრთხილება სექცია რესურსები ინტერნეტში ენის მისათითებლად ვიყენებთ თარგებს {{en}}, {{de}}, {{ru icon}} და არა {{lang-en|}}. გთხოვთ გაითვალისწინეთ!

UndDerDie () 07:54, 29 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება[წყაროს რედაქტირება]

გაფრთხილება რესურსები ინტერნეტში ნუ წაშლით ენის მისათითებელ თარგებს {{en}}, {{de}}, {{ru icon}}. გთხოვთ გაითვალისწინეთ!

—--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:28, 30 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

‎ოსვალდო არდილესი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, Arkaitz1974! მადლობა სტატიის შექმნისთვის. მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ერთი რაღაც. როცა სტატიას ქმნით, აუცილებელია ენათშორისო ბმულების მითითება, რაც საკმაოდ მარტივია. მარცხნივ, სადაც ჩამოთვლილია მთავარი გვერდი, თემატური ძიება და ა.შ. ქვემოთ წერია ენები, იქვეა ბმულების დამატება. დააჭერთ ბმულების დამატებას, ზედა ველში აარჩევთ ერთ-ერთ ვიკიპედიას (მაგ. enwiki) და ქვედა ველში ჩაწერთ როგორაა ეს სტატია იმ ვიკიპედიაში. სულ ესაა.--Jafara777 განხილვაწვლილი 10:21, 2 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

ქართული ბრჭყალები[წყაროს რედაქტირება]

ქართულ სალიტერატურო ენაში დამკვიდრებულია „...“ (ქვევით– ზევით) და არა “...” (ორივე ზევით). გთხოვთ გაითვალისწინოთ. მადლობა.--Zangala განხილვაწვლილი 20:53, 4 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება[წყაროს რედაქტირება]

გაფრთხილება დაანებეთ თავი არალიცენზირებული ფაილების ჩასმას სტატიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით!!!

Mehman 97 10:45, 7 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

ალბერტო ტარანტინი, რადგან ინგლ., გერმანულ, რუსულ ვიკიპედიებში სურათი არ დევს. ავტომატურად ამოაგდებენ სურათს. ამიტომ ვეთანხმები მეჰმანს და გთხოვ სურათებს ნუ დადებ სტატიებში. ხოლო ამ სტატიიდან ამოიღე.--Zangala განხილვაწვლილი 10:04, 12 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

მადლობა.--Zangala განხილვაწვლილი 10:15, 12 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამოტოვებები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. ინფოდაფაში გამოტოვება აუცილებელია, თუმცა ამ შემთხვევაში: [[საპარლამენტო არჩევნები 2008|2008 წლის საპარლამენტო არჩევნები]] — არ არის აუცილებელი. — Mehman 97 20:44, 8 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

სახელებთან დაკავშირებით[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა! ქართულ ვიკიპედიაში ვწერთ ვლადიმრს, ვლადმირს არ ვწერთ. ამიტომ თქვენი ცვლილება თარგში ვლადმირ დავაბრუნე წინა ვერსიაზე. - OTOGI Messages 12:51, 20 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

სანდო მომხმარებელი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა! ამიერიდან მოგენიჭათ სანდო მომხმარებლის სტატუსი. თუმცა ყოველთვის გაითვალისწინეთ არსებული რჩევები! გისურვებთ წარმატებას!. - OTOGI Messages 18:53, 20 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

ასეთ ჩანაწერებს ქართულ ვიკიპედიაში არ ვაკეთებთ: DWS. ანუ ბმულს ინგლისურ ვიკიპედიაზე ნუ აკეთებთ. - OTOGI Messages 17:55, 22 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

შეკითხვა/თხოვნა[წყაროს რედაქტირება]

ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ან ინფოდაფა ფეხბურთელი — ერკვევი? შეგიძლია გაბრიელ ბატისტუტა გაასწორო.-- ცანგალა 09:25, 2 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

პასუხი შეკითხვა/თხოვნაზე[წყაროს რედაქტირება]

გაბრიელ ბატისტუტას ინფოდაფა გასწორებულია. - Arkaitz1974 14:42, 2 თებერვალი 2018 (ადგილობრივი დრო)

მადლობა. მომავალში როდესაც შემთხვევა შეიძლება, რომ გადმოგიგზავნო და შეასწორო?-- ცანგალა 10:50, 2 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

ნებისმიერ დროს. - Arkaitz1974 13:00, 2 თებერვალი 2018 (ადგილობრივი დრო)

გაიხარე: რობინიო, ანდრე შემბრი, მეთიუ აპსონი, ლუკა ანტონინი , მარკო ბორიელო, მასიმო ამბროზინი, ბოიან კრკიჩი, ბოგდან ლობონტი-- ცანგალა 16:05, 2 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფები გასწორებულია. - Arkaitz1974 09:42, 3 თებერვალი 2018 (თბილისის დროით)

გაიხარე და მოგასიო კვლავ?-- ცანგალა 11:44, 3 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფებმა გაგაბრაზეს? - Arkaitz1974 15:53, 3 თებერვალი 2018 (თბილისის დროით)

ვერ ვერკვევი და თანაც ფეხბურთელებში ჯუზეპე ფავალი მასიმო ოდო ტომას ჰიცლშპერგერი დომინიკ ადია სკოტ პარკერი გურამ აჯოევი მარკო ამელია როდნი სტრასერი ბრუნო მონტელოგო ალექსანდრ მერკელი-- ცანგალა 11:55, 3 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა ინფოდაფების გასწორებისთვის.-- ცანგალა 08:41, 13 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

მადლობა შეიფერე? ორივემ ვიცით, რომ არ გაგიკეთებია.-- ცანგალა 08:31, 14 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

შეფერებული მადლობა
არაკი
უხსოვარ დროს ბოზავანდში ერთი აშუღი ვინმე იყო უპოვარი ყოვლისაგან ნივთისა.
დაქონდა თავისი საზი და ბაიათებით ატკბობდა ბოზავანდელთა სმენას.
გამოხდა ხანი.
ერთ დღესაც ერთმა „გულისხმიერმა“ ბოზავანდელმა უთხრა აშუღსა მას:
— დია კეთილხმოვანი ხარ, მადლობა, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ მარტო საზზე უკრავ, თარზე კი აქამდე არ დაგიკრავს და რაშია საქმე მადლობა შეიფერეო?
აშუღმა მიუგო — გიპასუხებდი, მაგრამ ვეჭვობ ჩემი პასუხი არ მოგეწონებაო.
მიპასუხეო — ჩაეძია ბოზავანდელი.
აშუღმა მიუგო — „მეფე და ავსიტყვა კაცი“ წაიკითხე და მიხვდებიო.
ბოზავანდელს მისი პასუხი არ მოეწონა, ვანდალიზმად ჩაუთვალა და ადმინისტრაციული ღონისძიებები გაატარებინა მის მიმართ.
რა უნდა ექნა აშუღს, ადგა და ბოზავანდიდან ბოზავენდში გადავიდა, იქიდან ბოზახლარში და ისე მოხდა რომ ბაიათებსა და საზზე დაკვრას თავი დაანება და არაკების თხზვას შეუდგა.
გამოხდა ხანი. აშუღის არც ბაიათები ახსოვდა ვინმეს, არც მისი არაკები, არც თვითონ აშუღი და არც მისი შეფერებული მადლობა.
დრომ ყველაფერი დავიწყებას მისცა. თუმცა, ზოგიერთი ამბობს, რომ ბოზავანდელებს, ბოზავენდელებს და ბოზახლარის მკვიდრთ დღესაც ბუნდოვნად ახსოვთ ეს შორეული ამბავი.
იმ შორეული ამბისგან განსხვავებით ბოზავანდელებს ნამდვილად არ ეცოდინებათ და მითუფრო არც ეხსომებათ, მაგრამ თქვენ ხომ იცით კიდეც და გახსოვთ, რომ თქვენი შეკითხვა/თხოვნის შემდეგ მე გავასწორე გაბრიელ ბატისტუტას, რობინიოს, ანდრე სქემბრის, მეთიუ აპსონის, ლუკა ანტონინის, მარკო ბორიელოს, მასიმო ამბროზინის, ბოიან კრკიჩის, ბოგდან ლობონტის, ჯუზეპე ფავალის და მასიმო ოდოს ინფოდაფები — დანარჩენ სამუშაოს „ბევრად მაღალი კომპეტენცია“ სჭირდება, ასე რომ, ვინც გააკეთებს იმას გადავცემ შენს მადლობას — რომ რომელიმე ამხანაგმა ან მოქალაქე მომხმარებელმა შემთხვევით არ ჩათვალოს რომ შევიფერე (თუმცა ამის გარეშეც ორივემ ვიცით, რომ დაუმსახურებელი კი არა, დამსახურებული შეფერებაც — არავითარ ღირსებას არ მატებს შემფერებელს. უბრალოდ, ძნელად წარმომიდგენია რამდენად სასიამოვნო სანახავი უნდა იყოს იმ ადამიანის სახე ან განცდა, რომელიც რაღაცას იფერებს.
ერთხელ ბაურუელ პელეს კითხეს
— „რას გრძნობთ, როდესაც ფეხბურთის მეფეს გეძახიანო?“
— „ძაან მაგრად ვიფერებო!“ — მიუგო მან, გულისჯიბიდან სარკე ამოიღო და დაამატა:
— „ყოველდღე ამ სარკიდან მეფე მიმზერსო“.
ასე რომ, ჩვენ, უბრალო მომხმარებლებს ნუ დაგვწამებთ დიდი ადამიანებისთვის დამახასიათებელ „უცნაურობებს“. „მრავალმნიშვნელოვან“ და „მახვილგონივრულ“ მითითებებს თუ „შეხსენებებს“, როგორც წინასწარი დასკვნების გაკეთებას და იმას თუ ვინ რა ვიცით — არც რუბრიკა გააჩნია, არც ჟანრი და არც არანაირი კლასიფიკაცია. მას, უბრალოდ, გაღიზიანებული მომხმარებლების ქცევის კლასიკას აკუთვნებენ. თუმცა, როგორც ყველა კლასიკას — რასაკვირველია, მასაც აქვს არსებობის უფლება).
სულხან-საბა ორბელიანის — „ხალიფა და არაბი“ კი ასე მთავრდება:
„— ჰე მეფეო, ეს არაკი ამისთვის მოგახსენე, ბედი ყოველსა კაცსა აქვს, თუცა პატრონი არა რისხავს; თუცა მოგეკალ, ჩემი სვე-ბედი ცუდად იყო.
უბრძანა მეფემან:
— ნაღველი შემომეჭიდა და მან მიყო. ნეტამც უნაღვლო ვიყო, ღმერთს ვევედრები.“
საუკეთესო სურვილებით -- Arkaitz1974 10:53, 14 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

როდესაც „დანარჩენ სამუშაოს ბევრად მაღალი კომპეტენცია სჭირდება“ — ამის შესახებ უნდა თქვა.-- ცანგალა 09:18, 15 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

თქვენს მიერ მოყვანილ წინადადებაში ბრჭყალები უნდა იყოს ასე — დანარჩენ სამუშაოს „ბევრად მაღალი კომპეტენცია“ სჭირდება — (იხ. ზემოთ).
რაც შეეხება უნდა თქვა-ს — აქ აქცენტი უნდა-ზე კეთდება, თქვა-ზე თუ სხვა ქვეტექსტი იგულისხმება — ეს, სურვილის შემთხვევაში, „წვრილმანი კინკლაობის მოყვარულთა საზოგადოების“ წევრებმა განსაჯონ „მნიშვნელოვანი საქმეებისაგან“ მოცლის ჟამს.
თქვენი წვლილის მქონე მომხმარებელს სასურველია შეეძლოს „აკადემიური ზომიერების“ დაცვა, მაგალითად , ასეთი ფორმით — ამის შესახებ შეგეძლოთ გეთქვათ ან მხოლობითში — შეგეძლო გეთქვა, ეს — უნდა თქვა — იმავე კლასიკიდანაა.
იმედი მაქვს — ამ შემთხვევაშიც ორივემ ვიცით, რომ აჯობებს დავასრულოთ ეს არაფრისმომცემი „ფსევდოეპისტოლარული“ აბსურდი და „კაზმულსიტყვაობა“. ერთმანეთის მიმართ სანიმუშო თუ არა ცოტა მეტი ადამიანური დამოკიდებულება, გულისხმიერება და ურთიერთპატივისცემა გამოვიჩინოთ.
მადლობას შემდგომი დაყვედრების მიზნით ნურავის გადავუხდით. ასეთი მადლობა არავისგან გვესიამოვნება — არც უცხოსგან, არც შინაურისგან. ინფოდაფების გასწორება-არგასწორების საბაბით უარყოფით ემოციებს ნუ დავუტოვებთ ნურც ერთმანეთს და ნურც სხვათა სასეიროდ გავიხდით თავს. მითუმეტეს, რომ კომედიანტების დეფიციტს სამყარო არც წარსულში განიცდიდა, არც ახლა განიცდის და როგორც ჩანს, არც მომავალში ემუქრება რაიმე საფრთხე ამ თავისებურ, ვისთვის — მოწოდებას და ვისთვის — პროფესიას.
იმედი მაქვს — ამ შემთხვევაშიც ორივემ ვიცით, რომ ეს არც დამოძღვრაა, არც დიდაქტიკა და არც სხვა რაიმე დამრიგებლობითი შინაარსისა თუ მორალისტური პათოსის გამომხატველი „სააღგდომო ეპისტოლე“. ეს ის რეალობაა, რაც გვაერთიანებს (თუ გვყოფს — ვისთვის როგორ) ყველას, იმის მიუხედავად თუ როგორ ხასიათზე ვართ და დედამიწის რომელ განედში ვიმყოფებით. არაფერი გვაქვს არც ირონიის და არც სარკაზმის საწინააღმდეგო, მაგრამ ვეჭვობ, რომ ლაო-ძის სიბრძნე და ციცერონის შორსმჭვრეტელობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ასეთი რეალობის არათუ უარყოფას, მის ოდნავ კორექტირებასაც კი — ვერც თქვენი ირონიული ღიმილი, ვერც ნიშნის მოგება და ვერც ესა თუ ის კონსტიტუციური, საჯარო-სამართლებრივი, ადმინისტრაციული თუ წარმოსახვითი უფლებამოსილება ვერ შეძლებს. კეთილად ბრძანდებოდეთ. -- Arkaitz1974 განხილვაწვლილი 11:50, 15 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

გარე ბმულები[წყაროს რედაქტირება]

გაუმარჯოს. ვიკიპედიის პრინციპების მიხედვით, სტატიაში ამდენი გარე ბმული დაუშვებელია, სტატია ბმულების საცავი არ არის, სრულად დაირღვა სტრუქტურა. — Mikheil მიწერა 16:59, 2 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია. შენიშვნისთვის დიდი მადლობა. -- Arkaitz1974 განხილვაწვლილი 17:10, 2 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

შესაბამისად, მოხდება ზედმეტი ბმულების ამოღება, დარჩება მხოლოდ აუცილებელი, რამდენიმე, როგორც სხვა ვიკიპედიებშია და როგორც ამას ვიკიპედია ითვალისწინებს. ამჟამად, ისე ჩანს, თითქოს ტექსტი უმნიშვნელოა და სტატიის მთავარი ნაწილი ბმულების ეს სექციებია. — Mikheil მიწერა 17:13, 2 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შენიშვნისთვის. -- Arkaitz1974 განხილვაწვლილი 17:21, 2 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა 2[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით! გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება, გელით შეხვედრაზე. --Mehman 97 14:42, 3 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიების გადატანა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ვნახე თქვენი ცვლილებები კატეგორიები რომ გადაგაქვთ. რა მაინტერესებს იცით? ბარსელონა-ს შემთხვევაშიც ეგრე იქნება? --ჯაბა 1977 15:51, 5 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

დიახ, ეგრე იქნება. მაგას მოგვიანებით გადავიტან, იმიტომ, რომ საჭირო იქნება კატეგორიის ჩასწორება სტატიებში ინდივიდუალურად, რაც სხვა გუნდებისგან განსხვავებით „ბარსელონას“ შემთხვევაში უფრო მეტია. რაც შეეხება უკვე გატანილ კატეგორიებს, დადგენილი წესის მიხედვით, რასაკვირველია, ყველგან ჩავასწორე. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 16:01, 5 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

მაშინ მინდა ეს წაიკითხოთ დახმარება:უცხოური გეოგრაფიული სახელების გადმოცემა ქართულში და ყურადღება მიაქციოთ მესამე მუხლს. --ჯაბა 1977 16:36, 5 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

3. ბრუნებისას იკვეცება ა-ზე დაბოლოებული უცხოური გეოგრაფიული სახელები: ბარსელონა → ბარსელონისა; გოთა → გოთისა; გენუა → გენუისა; ნიკარაგუა → ნიკარაგუისა... თუ ამ პუნქტს გულისხმობთ, საქმეც იმაშია, რომ ამ მესამე მუხლში მოყვანილი მაგალითები არათუ მოძველებული, არამედ — მთლიანად მცდარია — და თუ ადრე აღნიშნული გეოგრაფიული სახელები ამ ფორმით იხმარებოდა — არც მაშინ იყო მართებული, რადგან ბრუნების ამგვარი თვითნებური ფორმა უგულებელყოფს ქართულში საკუთარ სახელთა ბრუნების დამკვიდრებულ წესებს, რომლის მიხედვით (ერთეული გამონაკლისების გარდა) აუცილებელია ფუძისა და ბრუნვის ნიშნის განსხვავება (რომ ვიცოდეთ თანხმოვანფუძიანია სახელი თუ ხმოვანფუძიანი) — ასე რომ, უნდა იყოს არა ბარსელონა → ბარსელონისა; არამედ — ბარსელონა → ბარსელონასი; და ა.შ.
შეგიძლიათ სპეციალისტებთან გადაამოწმოთ. შეთანხმების მიღწევამდე კი დარჩეს ყველა კატეგორია ისე როგორც ახლაა. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 17:05, 5 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ეს თუ ძველია. მოდით მაშინ 2002 წელს შუქრია აფრიდონიძის წიგნიდან ციტატა წაიკითხეთ ამ განხილვის გვერდზე. --ჯაბა 1977 17:10, 5 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

როგორც ჩანს, საჭიროა განვასხვავოთ საზოგადო სახელთა ბრუნების წესი და საკუთარ სახელთა ბრუნების წესი, ასევე, გეოგრაფიულ სახელთა ბრუნების წესი, ასევე, ჩვენში დამკვიდრებული ფორმები და ისიც, რომ არსებითი სახელი შეიძლება იყოს მარტივი (ერთი ფუძისაგან შედგენილი) ან რთული (ორი ან მეტი ფუძისაგან შედგენილი) და ა.შ. საზოგადო სახელებია მაგ.: ცა, მიწა, მთა, გზა და ა.შ. საკუთარი სახელებია მაგ.: ზაზა, ილია, ვაჟა, შორენა და ა.შ. თუ პირველ შემთხვევაში ნათესაობითში გვექნება ცის, მიწის, მთის, გზის და ა.შ. მეორე შემთხვევაში ნათესაობითში გვექნება ზაზას, ილიას, ვაჟას, შორენას და ა.შ. და არა ზაზის, ილიის, ვაჟის, შორენის და ა.შ. ამ შემთხვევაში, „ბარსელონა“ არის კონკრეტული კლუბის (როგორც ადამიანის) საკუთარი და არა საზოგადო ან გეოგრაფიული სახელი, რომელიც ხმოვანფუძიანი საკუთარი (და არა საზოგადო) სახელის წესის შესაბამისად უნდა ვაბრუნოთ. სწორედ ეს არის პრინციპული განსხვავება აქ მოყვანილი — ევროპა — ევროპის... ; რაჭა — რაჭის... ; ორთაჭალა — ორთაჭალის — ამ მაგალითებისგან. სხვა შემთხვევაში არ იარსებებდა სახელთა ბრუნების მორფონოლოგიური ტიპები, საზოგადო და საკუთარ სახელთა ბრუნება, ფუძეკუმშვად და ფუძეუკუმშველ, თანხმოვანფუძიან და ხმოვანფუძიან, ფუძეკვეცად, ფუძეუკვეცელ და კუმშვად-კვეცად სახელთა ბრუნება, ასევე, თავისებური საზოგადო სახელების ბრუნება და კიდევ მრავალი ასეთი რამ. თუმცა, საკითხის გართულების თავიდან ასაცილებლად, გარკვეული შეთანხმების მიღწევამდე — იყოს ყველა კატეგორია იმ ფორმით როგორც ახლაა. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 18:43, 5 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ის რაც შეცვალეთ წარმოქმნილია გეოგრაფიული სახელებიდან პარმა, ვიჩენცა, ჩეზენა. გარდა ამისა მინდა იცოდეთ, რომ დაარღვიეთ წესი და განხილვის გარეშე გააკეთეთ სადაო გადატანა. არაფერია შესათანხმებელი. ყველაფერი ცხადია წესების მიხედვით. გთხოვთ დააბრუნოთ ცვლილებები უკან. --ჯაბა 1977 19:45, 5 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ცვლილებები უკან დავაბრუნე. წესის დარღვევისთვის რა თქმა უნდა, ბოდიშს ვიხდი. დაზუსტებისათვის, რაც შეეხება შემდეგ კატეგორიებს: მონცას ფეხბურთელები, რომას ფეხბურთელები‎, პიაჩენცას ფეხბურთელები‎, ნოვარას ფეხბურთელები‎, ჯენოას ფეხბურთელები‎ — როგორც ჩანს უნდა იყოს — მონცის ფეხბურთელები, რომის ფეხბურთელები‎, პიაჩენცის ფეხბურთელები‎, ნოვარის ფეხბურთელები‎, ჯენოის ფეხბურთელები‎, რადგან მათი სახელწოდებებიც წარმოქმნილია გეოგრაფიული სახელებიდან — მონცა, რომი, პიაჩენცა, ნოვარა, გენუა. ამ შემთხვევაში არ ქონია წესის დარღვევას ადგილი, თუ მათი ამ ფორმით წარმოდგენა შეთანხმების საფუძველზე მოხდა? ანდა ამ ფორმით წარმოდგენილ შემდეგ კატეგორიებზე, სადაც კლუბების სახელწოდებები წარმოქმნილია ასევე, გეოგრაფიული სახელებიდან — აროკას ფეხბურთელები (Arouca, Portugal), ბანკა-ბისტრიცის დუკლას ფეხბურთელები (დუკლა)‎, ბასტიას ფეხბურთელები (Bastia), გაბალას ფეხბურთელები (გაბალა)‎, გაგრას ფეხბურთელები (გაგრა),‎ დეპორტივო ლა-კორუნიას ფეხბურთელები (ლა-კორუნია),‎ დორადოს დე სინალოას ფეხბურთელები (სინალოა), ელისტას ურალანის ფეხბურთელები (Элиста), ვალეტას ფეხბურთელები (ვალეტა), ვლადიკავკაზის ალანიას ფეხბურთელები‎ (Алания), კერკირას ფეხბურთელები (კერკირა), კოკოლას კპვ-ს ფეხბურთელები‎ (Kokkola), ლანჩხუთის გურიას ფეხბურთელები‎ (გურია), ლარნაკას აეკის ფეხბურთელები‎ (ლარნაკა), ნაკ ბრედას ფეხბურთელები (ბრედა),‎ ნიჟნი ნოვგოროდის ვოლგას ფეხბურთელები (ვოლგა), ნოვი-სადის ვოივოდინას ფეხბურთელები‎ (ვოევოდინა), რეალ სარაგოსას ფეხბურთელები (სარაგოსა), სარანსკის მორდოვიას ფეხბურთელები (Мордовия)‎, საჩხერის ჩიხურას ფეხბურთელები (ჩიხურა), უელვას რეკრეატივოს ფეხბურთელები (უელვა)‎, უფას ფეხბურთელები (უფა), ხაშურის ივერიას ფეხბურთელები (ივერია)... — ამ შემთხვევებში სხვა წესი მოქმედებს, რაიმე „მომიჯნავე“ ბრუნების წესს ექვემდებარება თუ გამონაკლისებთან გვაქვს საქმე? სასურველი იქნებოდა გარკვეული მითითების, მინიშნების ან რჩევის სახით დაგვხმარებოდით, რომ წარმოდგენილ ნიმუშთა შორის არსებით განსხვავებაზე გაგვემახვილებინა ყურადღება — მომავალში მსგავსი ხარვეზების თავიდან ასაცილებლად. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს როგორც წესის დარღვევისთვის, ასევე, შექმნილი გარკვეული უხერხულობისთვისაც. იმედია, ამჯერადაც გულისხმიერად და კეთილგანწყობით მოეკიდებით გეოგრაფიული სახელებიდან წარმოქმნილ სახელწოდებებში არსებულ ამ და სხვა — ბრუნების წესებთან დაკავშირებულ ერთგვარ შეუსაბამობათა აღმოფხვრისა და შეძლებისდაგვარად მართებულად გადაჭრის საკითხს. ყოველთვის მადლიერებით გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს და განხილვის გარეშე არცერთ არათუ სადაო, არამედ არასადაო გადატანასაც კი არ გავაკეთებ. ამასთან, საყურადღებო და საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსაზრება აქ წარმოდგენილი კატეგორიების ნიმუშებთან დაკავშირებით. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 20:45, 5 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

მადლობა, რომ გაგებით მოეკიდეთ ჩემს თხოვნას. მხოლოდ ერთი გამონაკლისი არსებობს ა რჩება იმ შემთხვევაში თუ სახელწოდება ნაწარმოებია ადამიანის სახელისაგან. ეს არის ქართული სალიტერატურო ენის ნორმა და ერთიანად ვრცელდება ყველა საკითხზე. მადლობა კიდევ ერთხელ. --ჯაბა 1977 05:05, 6 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ფაილისთვის ფაილი:Nugzar Ergemlidze (born 1 May 1955) Member of the 7th Term of the Parliament of Georgia (07.06.2008–21.10.2012).jpg უნდა შეავსოთ

{{არათავისუფალი ფაილი
| აღწერა       = 
| წყარო      = 
| თარიღი = 
| ავტორი         = 
| ნაწილი          = 
}}
{{არათავისუფალი ფაილი/სგდ
|სტატია         = სტატია 1
|მიზანი           = 
| ჩანაცვლებადობა   = 
| სხვა         = 
}}

--Melberg განხილვაწვლილი 06:06, 9 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ფაილისთვის ფაილი:Nugzar Ergemlidze (born 1 May 1955) Member of the 7th Term of the Parliament of Georgia (07.06.2008–21.10.2012).jpg შესავსები თქვენს მიერ მოწოდებული თარგი:არათავისუფალი ფაილი შევსებულია. დამატებით რაიმე შესწორება ხომ არ არის კიდევ საჭირო? წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 08:20, 9 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობა, ყველაფერი სწორადაა :) მადლობა!--Melberg განხილვაწვლილი 05:02, 10 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ლიტერატურაში ვუთითებთ იმ წიგნებს, რომელიც გამოვიყენეთ სტატიაში და არა იმათ, რომლებიც ამ სტატიის შესახებ გვაწვდიან ცნობებს, მაგრამ ისინი არ გამოგვიყენებია. ამისათვის შეიძლება ვიხმაროთ ქვეთავი "რეკომენდირებული (ან "რეკომენდებული" ქართულად რომელიცაა სწორი) ლიტერატურა". გიო ოქრო 21:11, 10 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, დიდი მადლობა შენიშვნისთვის. როგორც მივხვდი, თქვენი რეკომენდაციის მიხედვით უმჯობესია მივუთითოთ არა ლიტერატურა არამედ ბიბლიოგრაფია — ანუ რეკომენდებული ლიტერატურა, როგორც რაიმე საგანთა თუ საკითხთა შესახებ არსებული ლიტერატურის სია — ალბათ ამას გულისხმობთ. ვფიქრობ მართებული შენიშვნაა. იმ შემთხვევაში თუ არასწორად გავიგე თქვენი შენიშვნის შინაარსი, გთხოვთ მაცნობოთ შეძლებისდაგვარად, დამატებით რაიმე შესწორება ხომ არ არის კიდევ საჭირო? წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 21:39, 10 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Arkaitz1974: ზუსტად მიხვდით, წარმატებები. გიო ოქრო 06:03, 11 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
მაგრამ მე პირადად რეკომენდებული ლიტერატურა უფრო მისაღებად მიმაჩნია, რათა მომავალში არავის არ შეეშალოს და ბიბლიოგრაფია ლიტერატურად არ გადააკეთოს (ასეთი შეიძლება მოხდეს, რა იგულისხმება ბიბლიოგრაფიაში თუ ვერ მიხვდებიან). გიო ოქრო 06:07, 11 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ გვერდიც მიუთითოთ ნელი სალაძე.--ცანგალა 19:57, 13 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ინდირა განდი მწერალი?[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ინდირა განდი მწერალი იყო (ნამდვილად არ ვიცი, ვკითხულობ) {{ინფოდაფა მწერალი}} რომ ჩაუსვით? --Wiki - ჯაბა 05:04, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ან სონია განდი? --Wiki - ჯაბა 05:13, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]
აღნიშნული წიგნების ავტორად ინდირა განდია მითითებული — Books by Indira Gandhi და Books by Indira Gandhi, ხოლო აღნიშნული წიგნების ავტორად მითითებულია სონია განდიSonia Gandhi’s Books — თუ რაიმე შენიშვნა გაქვთ, მიმანიშნეთ და თარგს ამოვიღებ. წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 05:16, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ვფიქრობ ინდირა განდის უნდა ჩავუსვათ ინფოდაფა ლიდერი, რადგან საზოგადოებისთვის ის პირველ რიგში ცნობილია როგორც პოლიტიკოსი. --Wiki - ჯაბა 05:22, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

მართებული შენიშვნაა ინფოდაფა ლიდერის ჩასმასთან დაკავშირებით — ცხადია, რომ საზოგადოებისთვის ის პირველ რიგში ცნობილია როგორც პოლიტიკოსი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 11:46, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

სონიას მიმიხედე, ინდირას შესახებ მე ვაპირებ სტატიის განვრცობას. --Wiki - ჯაბა 14:32, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

თარგი გასასწორებელია, რამდენიმე მკვდარი ბმულია ხოლმე. --ცანგალა 16:29, 25 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

იხ.ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#თარგი:ავტორიტეტული წყაროები — თარგს აქვს პრობლემა და გადაწყდა, რომ შეწყდეს მისი გამოყენება, სანამ პრობლემა არ აღმოიფხვრება.--ცანგალა 19:03, 26 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

მანუჩარ მაჩაიძე[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, Arkaitz1974. ძალიან დიდი შრომა გაქვთ ჩადებული სტატიაში. კარგი იქნება რჩეულობაზე თუ წარვადგენთ. თქვენ რას ფიქრობთ? Gobrona განხილვაწვლილი 20:30, 1 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]

მე ვეთანხმები გობრონას--M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 20:57, 1 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Gobrona: ვფიქრობდი, გარკვეული ინფორმაციის დამატებას, კერძოდ — ქვეყნის პირველობის, სათასო და საერთაშორისო მატჩებში მისი მონაწილეობის, აგრეთვე სპეციალისტების მხრიდან მისი თამაშის სტილისა და ზოგადად, როგორც ფეხბურთელის შეფასების შესახებ. ორიოდე კვირით რომ მოგვეცადა და შემდეგ ერთად გადაგვეხედა ხომ არ აჯობებდა? --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 21:03, 1 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
თუ შესავსებია სტატია, ეგრე ჯობია. მაშინ დაგელოდებით რამდენიც საჭირო იქნება. Gobrona განხილვაწვლილი 07:26, 2 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Gobrona: მადლობა, მინდა იცოდეთ რომ ძალიან ვაფასებ თქვენს კეთილგანწყობას, ყურადღებას და გულისხმიერებას, რასაც უხვად და ულევად გისურვებთ ასევე თქვენ. მადლობა კიდევ ერთხელ. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 08:10, 2 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
პირიქით მადლობა, რომ ასეთი კარგი და ხარისხიანი სტატიები შემოგაქვთ ვიკიპედიაში. Gobrona განხილვაწვლილი 08:17, 2 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობა, Arkaitz1974. ეს სურათი წაშლის კანდიდატია ვიკისაწყობში.Gobrona განხილვაწვლილი 16:43, 9 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]

დანიელ პასარელა‎[წყაროს რედაქტირება]

დანიელ პასარელა — სტატიებში ენციკლოპედიური ტექსტები უნდა იყოს და არა სპორტული პორტალების მსგავსი. აქ სამწერტილი სრულიად ზედმეტია. გიო ოქრო 08:47, 21 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო: გეთანხმებით, ნამდვილად მართებული შენიშვნაა, ენციკლოპედიური ტექსტისთვის სამწერტილი სრულიად ზედმეტია. მადლობას გიხდით, როგორც ყურადღებისთვის, ასევე ამომწურავი განმარტებისთვის. საუკეთესო სურვილებით--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 09:07, 21 აგვისტო 2019 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, Arkaitz. ვინგერი იგივე გარემარბი არაა? Gobrona განხილვაწვლილი 11:47, 15 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Gobrona: გამარჯობა, Gobron. როგორც ვიცი აქამდე ასე იყო, მაგალითისთვის — გარეთ ბეილი, არიენ რობენი, ედენ აზარი და ანხელ დი მარია სათამაშო პოზიციის მიხედვით ვინგერები (Winger), იგივე გარემარბები არიან.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 08:33, 16 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
მადლობა, გაიხარე. Gobrona განხილვაწვლილი 13:39, 16 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, Arkaitz, როდესაც კატეგორიას სახელს უცვლით, გადამისამართებას აუცილებლად წაშლის თარგი უნდა ჩაუსვათ. Gobrona განხილვაწვლილი 20:54, 26 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Gobrona: გამარჯობა, Gobron. წაშლის თარგის ჩასმასთან დაკავშირებით ნამდვილად არ ვიცოდი. მადლობა რომ მითხარი ამის შესახებ, გაიხარე.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 02:21, 27 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ბიძინა მახარობლიძე[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, Arkaitz. იქნებ გადახედო სტატიას, ეროვნული ლიგის საიტზე ვნახე მისი პროფილი და იქ საერთოდ არ წერია „ცხინვალში“ რო თამაშობდა. Gobrona განხილვაწვლილი 18:26, 27 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Gobrona: გამარჯობა, Gobron. გადავხედე სტატიას ბიძინა მახარობლიძე, რომლის ინტერნეტ რესურსებში მითითებულია საიტი Soccerway — როგორც ჩანს ამ საიტიდან უნდა იყოს აღებული მისი პროფესიონალური კარიერის შესახებ სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია. რაც შეეხება ეროვნული ლიგის საიტს — აქ ბიძინა მახარობლიძის პროფესიონალური კარიერის სრული მონაცემები არ არის წარმოდგენილი.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 18:41, 27 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

გამოხატეთ თქვენი აზრი თუ გსურთ[წყაროს რედაქტირება]

https://ka.wikipedia.org/wiki/ვიკიპედია:შემოწმება/მოთხოვნა#კენჭისყრა_2 --M.I.K.H.E.I.L.=ჯეო განხილვაწვლილი 16:42, 2 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

მოგესალმებით. როგორც ვატყობ ფეხბურთის თემით დაინტერესებული ხართ. შეგიძლიათ ამ სტატიას ცოტა ხელი შეავლოთ? მადლობა. გიო ოქრო 10:08, 3 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Eliso Virsaladze (born 14 September 1942) — Georgian Pianist. 2017.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის (სურათი, ვიდეო და ა.შ.) ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არ არის, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ საიტის ბმული საიდანაც აიღეთ და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ ფაილი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდან არის წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს დედანის ავტორის სახელი და ლიცენზია.

ფაილს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა ერთდროულად რამდენიმე ლიცენზიით გამოაქვეყნოთ ფაილი: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე ფაილი წაიშლება! გმადლობთ. Melberg მიწერა 07:13, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Eliso Virsaladze (born 14 September 1942) — Georgian Pianist.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის (სურათი, ვიდეო და ა.შ.) ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არ არის, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ საიტის ბმული საიდანაც აიღეთ და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ ფაილი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდან არის წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს დედანის ავტორის სახელი და ლიცენზია.

ფაილს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა ერთდროულად რამდენიმე ლიცენზიით გამოაქვეყნოთ ფაილი: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე ფაილი წაიშლება! გმადლობთ. Melberg მიწერა 07:14, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Eliso Virsaladze (born 14 September 1942) — Georgian Pianist. 2018.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის (სურათი, ვიდეო და ა.შ.) ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არ არის, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ საიტის ბმული საიდანაც აიღეთ და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ ფაილი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდან არის წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს დედანის ავტორის სახელი და ლიცენზია.

ფაილს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა ერთდროულად რამდენიმე ლიცენზიით გამოაქვეყნოთ ფაილი: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე ფაილი წაიშლება! გმადლობთ. Melberg მიწერა 07:14, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Eliso Virsaladze (born 14 September 1942) — Georgian Pianist. 2012.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის (სურათი, ვიდეო და ა.შ.) ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არ არის, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ საიტის ბმული საიდანაც აიღეთ და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ ფაილი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდან არის წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს დედანის ავტორის სახელი და ლიცენზია.

ფაილს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა ერთდროულად რამდენიმე ლიცენზიით გამოაქვეყნოთ ფაილი: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე ფაილი წაიშლება! გმადლობთ. Melberg მიწერა 07:15, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Eliso Virsaladze (born 14 September 1942) — Georgian Pianist. Early Years.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის (სურათი, ვიდეო და ა.შ.) ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არ არის, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ საიტის ბმული საიდანაც აიღეთ და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ ფაილი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდან არის წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს დედანის ავტორის სახელი და ლიცენზია.

ფაილს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა ერთდროულად რამდენიმე ლიცენზიით გამოაქვეყნოთ ფაილი: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე ფაილი წაიშლება! გმადლობთ. Melberg მიწერა 07:15, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

შეტყობინება[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, საავტორო უფლებების შესახებ განზრახულად მცდარი ინფორმაციის განთავსება აკრძალულია ვიკიპედიის წესებით და საქართველოს კანონმდებლობით. --Melberg მიწერა 14:38, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Melberg: გამარჯობა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შეტყობინებისა და ყურადღებისთვის, ხომ ვერ მიმითითებდით განზრახულად მცდარ ინფორმაციაში კონკრეტულად რას გულისხმობთ? წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 14:44, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
დავიწყოთ ფაილი:Eliso Virsaladze (born 14 September 1942) — Georgian Pianist. Early Years.jpg ამ ფოტოთი. თქვენს მიერ გამოყენებულ თარგში წერია: „საავტორო უფლებების მფლობელი ამ სურათის გამოყენების უფლებას იძლევა, იმ პირობით, რომ მასალის გამოყენებისას მითითებული იქნება საიტის მისამართი“. საავტორო უფლებების ფლობის ორი ვარიანტია - ერთი, ფოტოგრაფმა გადაიღო კონკრეტული ადამიანის თხოვნით და არსებობს საავტორო უფლებების გადაცემის დამადასტურებელი საბუთი, ან მეორე - თავად ფოტოგრაფი გამოხატავს თანხმობას, რომ აღნიშნული მედია ფაილი გამოყენებული იქნას ვიკიპედიაში (რაც იგივეა, რომ CC-BY-SA ლიცენზიით გავრცელდეს). რომელი შემთხვევაა ამ ფაილთან დაკავშირებით? --Melberg მიწერა 15:01, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Melberg: დიდი მადლობა პასუხისთვის, თქვენი მოსაზრება სავსებით გასაგებია. თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით გარკვეული რჩევის სახით ხომ ვერ დამაკვალიანებდით კონკრეტულად ამ ფოტოს გამოყენება ვიკიპედიაში რომელი თარგის გამოყენებით იქნებოდა მართებული. კიდევ ერთხელ წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 15:17, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Arkaitz1974:: მკაცრი მიდგომით, არცერთით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ ვიკიპედიაში საქართველოში საავტორო უფლებებისადმი არსებული განვითარებადი და პოსტსაბჭოთა გარდამავალი დამოკიდებულება გათვალისწინებულია და შედარებით ლმობიერი დამოკიდებულებაა ინგლისურ ან სხვაენოვან ვიკიპედიასთან შედარებით, ამ ფაილის (და სხვა ფაილების) არსებობა დასაშვებია მხოლოდ {{არათავისუფალი ფაილი}} სრულად შევსების შემთხვევაში.--Melberg მიწერა 15:39, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Melberg: სავსებით გასაგებია. თუ შეიძლება, რომ მომავალში მსგავს ან სხვა, მათ შორის საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებთან რომ მოგმართოთ ხოლმე თქვენგან ერთგვარი კონსულტაციისა თუ რჩევების მიღების მიზნით? P.S. რაც შეეხება აღნიშნულ ფოტოებს, რასაკვირველია ბოდიშს ვიხდი თქვენ მიერ მითითებული წესების დარღვევის გამო, გარწმუნებთ ეს განზრახ არ გამიკეთებია. --Arkaitz1974 განხილვაწვლილი 15:52, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
რა თქმა უნდა, რა პრობლემაა - პირიქით.--Melberg მიწერა 18:32, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
ფაილი:Olaf Thon with Euro 88 Mascot Rabbit Berni.jpg ეს ფაილის არათავისუფალია.--Melberg მიწერა 18:58, 3 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Melberg: გამარჯობა, ფაილისთვის ფაილი:Olaf Thon with Euro 88 Mascot Rabbit Berni.jpg თარგი:არათავისუფალი ფაილი შევსებულია. დამატებით რაიმე შესწორება ხომ არ არის კიდევ საჭირო? წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 19:05, 3 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით გწერთ, ადრე მახსოვს პრობლემა გქონდათ გვერდების დამოწმებასთან დაკავშირებით (გვერდები შეუმოწმებლად ინიშნებოდა), ახლა ისევ ფიქსირდება მსგავსი პრობლემა ?. - OTOGI Messages 14:14, 13 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: გამარჯობა! გვერდების დამოწმებასთან დაკავშირებით ნამდვილად არსებობდა პრობლემა 2019 წლის სექტემბრიდან, რის შესახებაც პირველად 2019 წლის 1 ოქტომბერს შეგატყობინეთ. 2020 წლის 8 იანვარს ამ პრობლემასთან დაკავშირებით კვლავ შეგეხმიანეთ. როგორც მახსოვს, პრობლემა კვლავ რჩებოდა ივლისის შუა რიცხვებამდე, რის შემდეგაც, როგორც ჩანს მოგვარდა. ყოველშემთხვევაში, ამ დროისთვის, ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა. აქვე მინდა მოგმართოთ სხვა ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკვე თვენახევარზე მეტია, რაც ფიქსირდება. როდესაც სტატიაში ლიტერატურის წყაროდ მოყვანის დროს ვიყენებთ თარგს — {{sfn|Kelly|2005|p=96}}, {{sfn|ვაგნერი|2000|p=267}} და ა.შ. — სტატიის კატეგორიებში ჩნდება — კატეგორია: Harv and Sfn no-target errors. მაგალითისთვის იხ. სტატია აშშ-ის სენატის არჩევნები კალიფორნიაში (1950). სასურველი იქნებოდა აღნიშნული ხარვეზის მოგვარება. წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 02:26, 14 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ძალიან კარგი. კატეგორიას რაც შეეხება წმინდა ტექნიკური ხასიათისაა და მიდევნების სახისაა. ამჟამად იგი დამალულია. - OTOGI Messages 15:48, 14 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

Hello Arkaitz1974,

Really sorry for the inconvenience. This is a gentle note to request that you check your email. We sent you a message titled "The Community Insights survey is coming!". If you have questions, email surveys@wikimedia.org.

You can see my explanation here.

MediaWiki message delivery განხილვაწვლილი 18:52, 25 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

დააფიქსირეთ თქვენი აზრი--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 14:22, 20 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ციფრების ჩანაცვლება[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. მაინტერესებს, რატომ ცვლით? როგორც წერია, შეცდომა არ არის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ზოგან დეფისი აკლია. პირადი მოწონების ამბავია? — Mikheil მიწერა 19:21, 27 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@MIKHEIL: გამარჯობა! დეფისი საკმაოდ ბევრგან აკლია, თუ არ ჩავთვლით თქვენ მიერ მოყვანილ მაგალითს (და კიდევ რამდენიმე ათეულს). რაც შეეხება პირადი მოწონების ამბავს, მიმაჩნია, რომ მხოლოდ „პირადი მოწონებით“ რედაქტირება შინაარსობრივად არამიზანშეწონილი იქნებოდა. კომპეტენტური რეკომენდაციებისა და მითითების, შენიშვნებისა და რჩევების მიღების თვალსაზრისით, ყოველთვის მოხარული ვიქნებოდი თქვენგან (ასევე სხვა გამოცდილი რედაქტორებისგან) მსგავსი ყურადღების გამოჩენისას ნებისმიერ კონკრეტულ რედაქტირებასთან დაკავშირებით. ასევე, თუ მიგაჩნიათ, რომ რომელიმე მათგანი აზიანებს სტატიას ან შეუსაბამოა სტატიის ფორმალურ ან შინაარსობრივ მხარესთან, მზად ვარ უკან დავაბრუნო ნებისმიერი ცვლილება თქვენი შენიშვნების, რჩევებისა და არგუმენტების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში თუ არასწორად გავიგე თქვენი შეკითხვის შინაარსი, გთხოვთ მაცნობოთ შეძლებისდაგვარად, დამატებით რაიმე შესწორება ხომ არ არის კიდევ საჭირო? წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 20:21, 27 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

განხილვის გვერდის დანიშნულება[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით, საკმაოდ აქტიურად მუშაობთ და გვიხარია კიდეც თქვენი აქტიურობა. რაღაც მინდა გთხოვოთ: განხილვის გვერდის დანიშნულება არაა საკუთარი გეგმების განხილვის გვერდზე წერა, ან სტატიის მომზადება ამ გვერდზე ამისათვის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მოსალმების თარგში დიდი წითელი ასოებით დაწერილი თქვენი სავარჯიშო (აქვე დაგილინკავთ საკუთარი სავარჯიშო). დამერწმუნეთ თქვენთვის გაცილებით მოსახერხებელი გახდება ამის შემდეგ ვიკიპედიაში მუშაობა. --Wiki - ჯაბა 14:19, 8 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Jaba1977: მოგესალმებით, თქვენი რჩევისამებრ, განხილვის გვერდიდან სავარჯიშო გვერდზე გადავიტანე ტექსტის ის ნაწილი, რომელიც სტატიების მომზადებასა და გაუმჯობესებას უკავშირდება და არა განხილვის გვერდს. გეთანხმებით, ნამდვილად გაცილებით მოსახერხებელი გახდება ამის შემდეგ მუშაობა. დამატებით რაიმე შესწორება ხომ არ არის კიდევ საჭირო? წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისა და დახმარებისთვის.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 20:32, 8 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

წარმატებებს გისურვებთ. ამჯერად მხოლოდ იმას დავამატებდი თუ დაგჭირდეთ მეორე სავარჯიშოს გაკეთებაც შეგიძლიათ და ისე განლაგება, როგორც ეს ჩემ მთავარ გვერდზეა.--Wiki - ჯაბა 21:54, 8 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Arkaitz1974!. იძულებული გავხდი გამეუქმებინა თქვენი რედაქტირებები სტატიაში გრძელი ტბა. პირველ ყოვლისა, ასეთი პატარა მოცულობის სტატიაში 16 მედიაფაილის გაწყობა დაუშვებელია, უნდა გვახსოვდეს, რომ ვიკიპედია არ არის გალერეა, მეორეც, სტატიაში არსებული სქოლიოს მითითების ამგვარი ტიპი არ გვაქვს პრაქტიკაში, ვინაიდან სქოლიოს დედააზრი წარმოადგენს „მიგზავნას წყაროზე“ და არა ტექსტის გადმოქაჩვას სქოლიოში. თხოვნა მექნება, რომ ყოველივე ეს სამომავლოდ გაითვალისწინოთ. - OTOGI Messages 11:54, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: თქვენს რჩევას სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 13:50, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Arkaitz. ამას გწერთ იმიტომ, რომ ფეხბურთის თემით ხართ დაკავებული და ჩემზე მეტი გაგეგებათ. როგორც ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა (სულ ბოლოში), რუსთავის საფეხბურთო კლუბებზე, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლები იყვნენ, ინფორმაცია არეულია ერთ სტატიად (რუსთავი (საფეხბურთო კლუბი)). ამავე მომხმარებელმა შექმნა ცალკე გვერდი რუსთავის საფეხბურთო კლუბები, რომელიც დასატოვი არ არის, თუმცა იქ არსებული ინფორმაცია შეიძლება ცალ-ცალკე სტატიებში გადანაწილდეს. საბოლოოდ რომ ვთქვა, ხომ არ შეგიძლიათ ამ გაურკვევლობის მოგვარება? თუკი ვერ/არ, მაშინ მე შევეცდები. მადლობა წინასწარ. გიო ოქრო 20:03, 31 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო: გეთანხმებით, იქ არსებული ინფორმაცია შეიძლება ცალ-ცალკე სტატიებში გადანაწილდეს. აგრეთვე, არსებობს ასეთი სტატია — ფეხბურთი საქართველოში, რომელიც მნიშვნელოვან გავრცობას საჭიროებს, — შესაძლოა სტატია რუსთავის საფეხბურთო კლუბები აღნიშნული სტატიის ერთ-ერთ ქვეთავადაც გამოდგეს, თუკი სტატიაში საუბარი იქნება საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ან რეგიონების საფეხბურთო კლუბების შესახებ (მაგალითად ასეთი სახით: რუსთავის საფეხბურთო კლუბები, თბილისის საფეხბურთო კლუბები, ფოთის საფეხბურთო კლუბები, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბები და ა.შ.). რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ სტატიაში არსებულ არეულ ინფორმაციას, — გეთანხმებით, რომ გაურკვევლობა ნამდვილად მოსაგვარებელია, თუმცა სამწუხაროდ დაკავებულობის გამო (უახლოესი ორი-სამი თვე) ვერ შევძლებ სტატიისთვის დროის გამონახვას, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. იმედია, აპრილისთვის უფრო აქტიურად დავუბრუნდები რედაქტირებას. საუკეთესო სურვილებით--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 15:58, 1 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

Hello.

Can you translate and upload the article en:List of political parties in Azerbaijan in Georgian Wikipedia?

Yours sincerely, Multituberculata განხილვაწვლილი 17:54, 24 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

Hello.
If you have time, can you translate and upload the article en:List of political parties in Azerbaijan?
Yours sincerely, Multituberculata განხილვაწვლილი 08:46, 15 აპრილი 2022 (UTC)[უპასუხე]
განსაკუთრებული წვლილისათვის ფეხბურთის სტატიებში
ფეხბურთთან დაკავშირებულ სტატიებში შეტანილი წვლილისათვის და სტატიების გაუმჯობესებისთვის სიმბოლურად გაჯილდოებ ამ ვიკიორდენით. --M. განხილვაწვლილი 15:38, 4 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
@M.: უღრმესი მადლობა ასეთი მაღალი შეფასებისთვის! საუკეთესო სურვილებით--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 18:31, 4 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. თქვენ მიერ შექმნილ სტატიაში თუ შეგიძლიათ, რომ შეუმოწმებელ ცვლილებებს გადაავლოთ თვალი? ინტერნეტში საირბიელის საიტზე დაბადების ადგილად რუსთავი უწერიათ, ერთ-ერთი მომხმარებელი კი თბილისს იძახის. გიო ოქრო 18:44, 7 თებერვალი 2022 (UTC)[უპასუხე]

სპორტის ვიკი-ორდენი
ვიკიპედიაში ყველაფერი ჩანს და შესაბამისად, ჩანს თქვენი წვლილიც. ეს ორდენი თქვენ!. წარმატებას გისურვებთ!. - OTOGI Messages 11:23, 29 მარტი 2022 (UTC)[უპასუხე]
@Otogi: უღრმესი მადლობა ასეთი მაღალი შეფასებისთვის! საუკეთესო სურვილებით--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 11:42, 29 მარტი 2022 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ფშაველებზე შენ არ გაქვს უფლება ინგლისურად თარგმნო? მე ვერ ვთარგმნი, უფლებას არ მაძლევს. Colchians (განხილვა/წვლილი) 10:11, 19 ივლისი 2022 (UTC)[უპასუხე]

ვინ არ გაძლევს თარგმნის უფლებას? Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 10:22, 19 ივლისი 2022 (UTC)[უპასუხე]

ხვიჩა კვარაცხელია[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, Arkaitz1974. სამწუხაროდ, თქვენი სახელი არ ვიცი და ასე მოგმართავთ. ჩემ მიერ შემოტანილ წყაროში დაარქივებული ბმული გავასწორე და ახლა ყველაფერი რიგზეა. ახლა მეორე საკითხი: თუ სურვილი და დრო გექნებათ, კარგს იზამთ, თუ სტატიის შესავალს განავრცობთ. თქვენ იმიტომ მოგმართავთ, რომ აქტიურად არედაქტირებთ სტატიას, გარდა ამისა, ჩემზე გაცილებით კვალიფიციური ხართ ამ საკითხში. Gobrona (განხილვა/წვლილი) 22:24, 30 ნოემბერი 2022 (UTC)[უპასუხე]

@Arkaitz1974 გამარჯობა, გთხოვთ შექმნათ გვერდი Toyota-სთვის ქართულ ვიკიპედიაში, რადგან არის გვერდები Toyota Prius-ისა და Toyota Supra-სთვის, მაგრამ არა მთავარი ავტომობილების მწარმოებლის. მადლობა HELGAPRV (განხილვა/წვლილი) 16:39, 21 იანვარი 2023 (UTC)[უპასუხე]

გლენდა ჯექსონი[წყაროს რედაქტირება]

Hello.

Can you update the article გლენდა ჯექსონი? She died on 15 June 2023. Please visit the other Wikipedia articles about her and see the news sources.

Kindest regards, 31.200.8.190 06:33, 18 ივნისი 2023 (UTC)[უპასუხე]

Thank you very much for the updates. 31.200.18.97 13:05, 18 ივნისი 2023 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს წლის ფეხბურთელი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. საქართველოს წლის ფეხბურთელი-ში თქვენ მიერ მითითებულ წყაროში (2023 წ.) ლაპარაკი იყო „სარბიელის“ მიერ ორგანიზებულ დაჯილდოებაზე და შევცვალე ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოების წყაროთი. როგორც მივხვდი, ორი სხვადასხვა დაჯილდოებაა, ხოლო სტატია ეხება ფედერაციის ჯილდოს, არა? გიო ოქრო 12:16, 29 დეკემბერი 2023 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო: კი, ნამდვილად ასეა. დიდი მადლობა გიო, ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებ!--Arkaitz1974 (განხილვა/წვლილი) 13:59, 29 დეკემბერი 2023 (UTC)[უპასუხე]