სერგო შუდრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგო შუდრა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სერგო პეტრეს ძე შუდრა
დაბადების
თარიღი
1 სექტემბერი, 1913
დაბადების
ადგილი
წინამძღვრიანთკარი,
ტფილისის გუბერნია,
რუსეთის იმპერია
გარდაცვალების
თარიღი
6 იანვარი, 1983 (69 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1928 „მედსანშრომის“ გუნდი
1930–1932 „პრომკოოპერაციის“ გუნდი
1933–1935 კალინინის ქარხნის გუნდი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1935–1940 ლოკომოტივი 39 (0)
1942–1950 დინამო თბ. 45 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1955–1956 35-ე საფეხბურთო სკოლა
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
სერგო შუდრა საფეხბურთო მატჩის დროს.

სერგო შუდრა (დ. 1 სექტემბერი, 1913, წინამძღვრიანთკარი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 6 იანვარი, 1983, თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე. იცავდა თბილისის „ლოკომოტივისა“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1946, 1947, 1950) და საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალისტი (1946). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1948).[1][2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერგო შუდრა დაიბადა ტფილისის გუბერნიის სოფ. წინამძღვრიანთკარში, მაღალი კვალიფიკაციის ზეინკლის, პეტრე სერგოს ძე შუდრასა და ელისაბედ ოქროპირიძის ოჯახში. ბავშვობა წინამძღვრიანთკარში გაატარა, სადაც მამამისი ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსებულ სასოფლო-სამეურნეო სკოლაში შრომის მასწავლებლად მუშაობდა. საწყისი განათლება მიიღო ტფილისის მეორე შრომით სკოლაში.

1934 წელს დაამთავრა ტფილისის ავტოსაგზაო ტექნიკუმი. 1928 წელს თამაშობდა „მედსანშრომის“ გუნდში (მეორე ლიგა), 1930–1932 წლებში „პრომკოოპერაციის“ გუნდში, 1933–1935 წლებში კალინინის სახელობის ქარხნის გუნდში.

1935–1940 წლებში თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“, რომელმაც 1939 წელს საკავშირო პირველობის „ბ“ კლასში მეორე ადგილი დაიკავა და მომდევნო 1940 წლის სეზონზე „ა“ კლასის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მიიღო.[4]

1939 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტი­ტუტი. 1940 წლიდან თბილისის საარტილერიო სასწავლებლის ფიზაღზრდის მასწავ­ლებელია.

1943–1951 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“, რომლის შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების 45 შეხვედრაში, ხოლო საერთაშორისო მატჩების ჩათვლით სულ 70-მდე შეხვედრაში დაიცვა გუნდის ღირსება. 1948 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.

შემდგომი საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1951–1954 წლებში მუშაობდა „დინამოს“ რესპუბლიკურ საბჭოში უფროსი ინსპექტორად. პარალელურად სათავეში ედგა ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის ფეხბურთელთა გუნდს. 1955–1956 წლებში განათლების სამინისტროს თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის მწრთნელია. წლების განმავლობაში ჩართული იყო აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში. მათ შორის იყო თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი და ფედერაციის მწვრთნელთა საბჭოს თავმჯდომარე. 1955 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, სპორტთამაშების კათედრის უფროს მასწავლებლად. გამოქვეყნებული აქვს შრომები.

გარდაიცვალა 1983 წლის 6 იანვარს, 69 წლის ასაკში. თბილისში, მ. წინამძღვრიშვილის (ყოფილი კლარა ცეტკინის) ქუჩაზე მდებარე № 23 სახლის ფასადზე, რომელშიც სერგო შუდრა 1949 წლიდან ცხოვრობდა — გახსნილია მისი სახელობის მემორიალური დაფა. 1984 წლიდან სერგო შუდრას პირადი არქივი საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივსა (ფონდი № 423) და კინოფოტოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში ინახება.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1946, 1947, 1950
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1946 [5]

ჯილდოები და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მედალი „შრომითი მამაცობისთვის“: 1946
  • საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1948

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შუდრა, სერგო (1959). მეკარის ტაქტიკა ფეხბურთში, სსფი შრომები, ტ. II.
  • შუდრა, სერგო (1970). კარში დარტყმის ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემები მსოფლიოს  მე-9 ჩემპიონატზე,  სსფი შრომები, ტ. IV.
  • შუდრა, სერგო (1972). მსოფლიო ჩემპიონატის მიმოხილვა და თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციები. თბ.
  • შუდრა, სერგო (1975). „დინამო“ (თბილისის) მეკარეების სასწავლო-საწვრთნელი მუშაობის ანალიზი. თბ.
  • შუდრა, სერგო (1976). მეკარის წვრთნის ორი პერიოდი, სსფი შრომები, ტ. X. თბ.
  • შუდრა, სერგო (1981). მსოფლიოს  IX, X, XI ჩემპიონატების შედარება, კარში დარტყმის სტატისტიკური მონაცემები. სსფი შრომები, ტ. XIII, გვ. 25. თბ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Винокуров В. И., 1972, გვ. 368
  2. Соскин А. М., 1972, გვ. 368
  3. Lelo, 1983, N6
  4. Торадзе, Г., 2007, გვ. 24
  5. «Спартак» Москва 3–2 «Динамо» Тбилиси / FootballFacts.ru