ჩეზენა
|
ქალაქი
ჩეზენა
Cesena
|
ჩეზენა (იტალ. Cesena) — ქალაქი და კომუნა ჩრდილოეთ იტალიაში, ემილია-რომანიის რეგიონში, რავენის სამხრეთით და რიმინის დასავლეთით, მდინარე სავიოზე, ფორლი-ჩეზენის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს აპენინების მთისწინეთში, ადრიატიკის ზღვიდან 15 კმ-ში.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
ჩეზენა თავდაპირველად ეტრუსკული ან უმბრიული ქალაქი იყო. III საუკუნეში გალიელების მცირეხნიანი მმართველობის შემდეგ, იგი რომაელთა ხელში გადავიდა.
შუა საუკუნეებში, ჩეზენა ხელიდან ხელში გადადიოდა პაპს, რავენის არქისაეპისკოპოსოსა და რომის იმპერიის ვასალებს შორის. 1183-1198 წლებში წარმოადგენდა დამოუკიდებელ რესპუბლიკას.
ჩეზენაში დაიბადა სამი პაპი — პიუს VI, პიუს VII და პიუს VIII, რის გამოც ხშირად მას სამი პაპის ქალაქს უწოდებენ.
ეკონომიკა [რედაქტირება]
ქალაქის ეკონომიკის მთავარი დარგებია სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა და ტურიზმი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Cesena home page (იტალიური)
- Cesena history and info (ინგლისური)
- Cesena info (ინგლისური)
- Detailed timeline of Cesena's rulers