ტომას ჰიცლშპერგერი
|
||||
| პირადი მონაცემები | ||||
| სრული სახელი | ტომას ჰიცლშპერგერი | |||
| დაბ. თარიღი | 5 აპრილი, 1982 | |||
| დაბ. ადგილი | მიუნხენი, გერმანია | |||
| სიმაღლე | 184 სმ. | |||
| წონა | 82 კგ. | |||
| პოზიცია | ნახევარმცველიი | |||
| ინფორმაცია კლუბის შესახებ | ||||
| კლუბი | ვესტ ჰემ იუნაიტედი | |||
| ნომერი | 11 | |||
| კარიერა | ||||
| კლუბები | 2000–2005 ასტონ ვილა 99 (8) 2001–2002 → ჩესტერფილდი 5 (0) 2005–2010 შტუტგარტი 125 (20) 2010 ლაციო 6 (1) 2010– ვესტ ჰემ იუნაიტედი 0 (0) |
|||
ტომას ჰიცლშპერგერი (გერმ. Thomas Hitzlsperger; დ. 5 აპრილი, 1982, მიუნხენი) — გერმანელი ფეხბურთელი, ინგლისური „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ნახევარმცველი. ტომასი ბავარიელი ფერმერის შვილია. მას ჰყავს 1 და და 5 ძმა.
კარიერა [რედაქტირება]
ჰიცლშპერგერი იყო გერმანიის 19 წლამდე ნაკრების კაპიტანი. ასევე გამოდიოდა გერმანიის 21 წლამდე ნაკრებშიც, სადაც 20 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ტომასმა პირველი მატჩი 2004 წლის 9 ოქტომბერს ჩაატარა ირანის ნაკრების წინააღმდეგ. პირველი გოლი კი 2006 წლის 6 სექტემბერს სან-მარინოს წინააღმდეგ გაიტანა.
2008 წლის ივლისიდან 2009 წლამდე ტომასი „შტუტგარტის“ კაპიტანი იყო, ამ პოსტზე მან პორტუგალიელი ფერნანდო მეირა ჩაანაცვლა. 2009 წლის 1 დეკემბრიდან კი კაპიტანი ფრანგი მატიე დელპიერი გახდა. 2010 წლის იანვრის ბოლო დღეს ჰიცლშპერგერმა იტალიური „ლაციოს“ მაისური მოირგო, სადაც 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
2010 წლის 5 ივნისს ტომასი ინგლისური „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდა. მან კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
მიღწევები [რედაქტირება]
- ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი
- მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
- გერმანიის ჩემპიონი 2006/07 წლებში
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ტომას ჰიცლშპერგერის ოფიციალური საიტი (გერმანული)
- სტატისტიკა Soccerbase.com-ზე (ინგლისური)
- სტატისტიკა Fussballdaten.de-ზე (გერმანული)
|
|||||