მიშლენის მეგზური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიშლენის მეგზური (ფრანგ. Guide Michelin, ასევე მიშლენის წითელი მეგზური, ან უბრალოდ „წითელი მეგზური“), ყოველწლიური რესტორნების გიდების სერია, რომელსაც მიშლენი უშვებს ათეულზე მეტი ქვეყნისთვის. მეგზური ყველაზე ძველი და კარგად ცნობილი ევროპული სასტუმროებისა და რესტორნების გიდს წარმოადგენს, რომელიც მიშლენის ვარსკვლავებს ანიჭებს მათ (სამვარსკვლავიანი სისტემით). მიშლენი ასევე უშვებს მწვანე გიდს მოგზაურობისა და ტურიზმისთვის, ისევე როგორც რამდენიმე ახალ პუბლიკაციას, მაგ. Guide Voyageur Pratique (მოგზაურის პრაქტიკული გიდი), Guide Gourmand (საკვები ობიექტები), Guide Escapade (მოკლე დასვენება) და Guide Coup de Cœur (რჩეული სასტუმროები).