ლუდვიგ ფონ მიზესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლუდვიგ ჰაინრიხ ედლერ ფონ მიზესი
გერმ. Ludwig Heinrich Edler von Mises

ლუდვიგ ჰაინრიხ ედლერ ფონ მიზესი
დაბადების თარიღი 29 სექტემბერი ,1881
დაბადების ადგილი ლემბერგი, გალიციისა და ლოდომერიის სამეფო, ავსტრია-უნგრეთი
გარდაცვალების თარიღი 10 ოქტომბერი, 1973
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
სამეცნიერო დაწესებულება ვენის უნივერსიტეტი (1919–1934), ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობებისა და განვითარების ინსტიტუტი (1934–1940), ნიუ-იორკის უნივერსიტეტი (1945–1969)
სამეცნიერო სფერო ფილოსოფია, ეკონომიკა, სოციოლოგია
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი
გავლენა იქონიეს ოიჰენ ფონ ბიომ-ბავერკი, კარლ მენგერი, ან რობერ ჟაკ ტიურგო
გავლენა იქონია ბენჟამინ ანდერსონი, უოლტერ ბლოკი, ფრიდრიხ ჰაიეკი, ჰენრი ჰეზლიტი, ხესუს უერტა დე სოტო, რონ პოლი, უილიამ პიტერსონი, მიურეი როტბარდი

ლუდვიგ ჰაინრიხ ედლერ ფონ მიზესი (გერმ. Ludwig Heinrich Edler von Mises; დ. 29 სექტემბერი, 1881, ლემბერგი — გ. 10 ოქტომბერი, 1973, ნიუ-იორკი) — ავსტრიელი ეკონომისტი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, სოციოლოგი და კლასიკური ლიბერალიზმის მომხრე. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ეკონომიკის ავსტრიული სკოლის განვითარებაში. ფრიდრიხ ჰაიეკთან ერთად ლიბერტარიანიზმის ფილოსოფიის დამაარსებლად ითვლება.

ოჯახი[რედაქტირება]

ლუდვიგ ფონ მიზესი დაიბადა ქ. ლემბერგში, რომელიც მაშინ ავსტრია–უნგრეთის იმპერიაში შედიოდა. დღეს ეს ქალაქი ლვოვია (უკრაინა). ლუდვიგის მამა მშენებელი ინჟინერი იყო. ლუდვიგს ჰყავდა უმცროსი ძმა, რიჩარდი, რომელიც შემდგომში საკმაოდ ცნობილი ფიზიკოსი გახდა. ძმები ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, როცა ოჯახი ვენაში, საგვარეულო სახლში დაბრუნდა. 1903 წელს მიზესის მამა გარდაიცვალა.

მიზესი გარდაიცვალა ამერიკაში, 92 წლის ასაკში, ნიუ-იორკის წმინდა ვინსენტის ჰოსპიტალში.

პროფესიული წინსვლა[რედაქტირება]

1900 წლიდან ლუდვიგი სწავლობს ვენის უნივერსიტეტში. აქ მასზე დიდი გავლენა იქონია კარლ მენგერის ნაშრომებმა. იგი ესწრება ცნობილი ავსტრიელი ეკონომისტის, ბომ-ბავერკის ლექციებს. 1906 წელს ლუდვიგი იცავს სადოქტორო დისერტაციას. 1913–1934 წლებში იგი ასწავლის ვენის უნივერსიტეტში და ამავე დროს ავსტრიის მთავრობის ეკონომიკური მრჩეველია.

1934 წელს, ებრაული წარმოშობის გამო მისი დევნის შიშით მიზესი გადადის ჟენევაში (შვეიცარია), საერთაშორსო კვლევების უმაღლეს სასწავლებელში პროფესორად. 1940 წელს კი - ნიუ-იორკში, სადაც 1965 წლამდე ვიზიტიორი პროფესორია ნიუ-იორკის უნივერსიტეტში.

წვლილი ეკონომიკაში[რედაქტირება]

მიზესი მიიჩნევა ეკონომიკის ავსტრიული სკოლის ერთ-ერთ ლიდერად და კლასიკური ლიბერალიზმის წარმომადგენლად. თავისი ნაშრომით "ადამიანთა ქცევა" მიზესმა საფუძველი ჩაუყარა პრაქსეოლოგიას. ძირითადად იგი ორ ურთიერთდაკავშირებულ თემაზე მუშაობდა:

1. მონეტარული ეკონომიკა და ინფლაცია;
2. განსხვავება მთავრობის მიერ კონტროლირებად ეკონომიკასა და თავისუფალ ბაზარს შორის.

მიზესი მიიჩნევდა, რომ სოციალიზმი განწირულია ეკონომიკური მარცხისათვის. ამას იგი იმით ასაბუთებდა, რომ თავისუფალი ბაზრის გარეშე არ არსებობს ფუნქციონალური ფასწარმოქმნის სისტემა. ამ უკანასკნელის გარეშე კი შეუძლებელია მოთხოვნის დადგენა და შესაბამისად რესურსების რაციონალური გადანაწილება. ეს არგუმენტები შემდგომ ჰაიეკმა განავრცო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]