ენგელბერტ დოლფუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენგელბერტ დოლფუსი
Engelbert Dollfuss
ენგელბერტ დოლფუსიEngelbert Dollfuss
ავსტრიის ფედერალური კანცლერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1932 წლის 20 მაისი – 1934 წლის 25 ივლისი
პრეზიდენტი   ვილჰელმ მიკლასი
წინამორბედი კარლ ბურეხი
მემკვიდრე კურტ შუშნიგი

დაბადებული 1892 წლის 4 ოქტომბერს
ტექსინგი,ავსტრო-უნგრეთი
გარდაცვლილი 1934 წლის 34 ივლისი (41 წლის ასაკში)
ვენა,ავსტრია
პოლიტიკური პარტია ქრისტიან სოციალიური პარტია შემდგომ სამამულო ფრონტი
რელიგია კათოლიციზმი

ენგელბერტ დოლფუსი (4 ოქტომბერი 189225 ივლისი 1934) - ავსტრიელი პოლიტიკური მოღვაწე, ქრისტიან სოციალური პარტიის ლიდერი. ავსტრიის კანცლერი1932-1934 წლებში. მოკლულია ნაცისტი აგენტების მიერ.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება]

ენგელბერტ დოლფუსი დაიბადა 1892 წელს ქალაქ ტექსინგში ქვემო ავსტრიაში ღრმად რელიგიური დედის იოსეფა დოლფუსის ოჯახში(მისი მამის ვინაობა დღემდე უცნობია),დოლფუსს მიღებული ჰქონდა რომაულ კათოლიკური სასულიერო განათლება სასულიერო სემინარიაში მანამდე კი მან დაამათავრა ვენის სამართლის უნივერსიტეტი.

დოლფუსს ყოველთვის პრობლემები ჰქონდა სიმაღლესთან დაკავშირებით (150სმ),პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მას პრობლემები შეექმნა ავსტრო-უნგრეთის არმიაში ჩარიცხვის დროს თუმცა საბოლოოს ის მაინც მიირეს არმიაში და გაგზავნეს სამხრეთ ფრონტზე. 1918 წელს ის ტყვედ ჩაიგდეს იტალიელებმა თუმცა მანამდე მან მრავალი გმირობით გამოიჩინა თავი რისთვისაც სხვადასხვა ხარისხის ჯილდოებიც დაიმსახურა.ომის შემდგომ ის მუშაობდა აგროკულტურის სამინისტროში ფერმერთა ასოციაციის მდივნად.1930 წელს ის შევიდა კონსერვატიულ ქრისტიანულ სოციალურ პარტიაში,1931 წელს კი გახდა ავსტრიის რკინიგზათა გენერალური დირექტორი

ავსტრიის კანცლერი[რედაქტირება]

1932 წლის 20 მაისს დოლფუსი გახდა კოალიციური მთავრობის ფედერალური კანცლერი,რომელმაც მიზნად დაისახა დიდი დეპრესიისაგან ავსტრიის დახსნა. პოსტ ვერსალის ავსტრიის ეკონომიკა იყო იყო დემორალიზებული დიდი ნაწილი მანუფაქტურული წარმოების დაკარგვის რომელიც განთავსებული იყო ბოჰემიაში.ავსტრო-უნგრეთის ინდუსტრიის დიდი ნაწილი დარჩა იუგოსლავიის და ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიებზე ვერსალის ზავის შედეგად.

დოლფუსი როგორც ავსტრიის დიქტატორი[რედაქტირება]

1933 წლის მარტში ავსტრიაში გავარდა სკანდალი საარჩევნო კანონის უსამართლობასთან დაკავშირებით რასაც მოჰყვა ნაციონალური საბჭოს პრეზიდენტის და ქვეყნის ორი ვიცე პრეზიდენტის გადადგომა,პარლამენტის სესიები გადაიქცნენ უბრალო ფორმალურობებად რაზეც შიგადაშიგ დოლფუსი თავის განცხადებებში აღნიშნავდა. დოლფუსმა დააკმაყოფილა სამივე პრეზიდენტის თხოვნა გადადგომის შეასხებ,როდესაც სხვადასხვა ფორმალობების შემდეგ პარლამენტმა დააპირა შეკრება მან გააკეთა ოფიციალური განცხადება პარლამენტის უუნარობის შესახებ და პოლიციის ძალით გადაკეტა პარლამენტის შესასვლელი,რითაც ეფექტურად მოსპო დემოკრატია ავსტრიაში,ამ მომენტიდან ის მართავდა ქვეყანას როგორც დიქტატორი სპეციალური დეკრეტით აბსოლუტური ძალაუფლების შესახებ.

მისი ასეთი ქმედების პირველი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ადოლფ ჰიტლერის გაკანცლერება და ნაცისტების გამარჯვება გერმანიაში 1933 წელს რაც შესაძლებელი იყო განმეორებულიყო ავსტრიაში.მეორე მიზეზი შეიძლება ყოფილიყო საბჭოთა კავშირის გავლენის გაძლიერება ევროპაში.დოლფუსმა 1933 წლის ივნისში კანონ გარეშედ გამოაცხადა ავსტრიის ნაციონალ-სოციალისტური პარტია,ოდნავ მოგვიანებით კი ავსტრიის კომუნისტური პარტია.ქრისტიან-სოციალური იდეოლოგიის დროშის ქვეშ მან გადმოიღო ქვეყნის იტალიურ ფაშისტური მოდელი.

ავსტრო ფაშიზმი[რედაქტირება]

ავსტრო ფაშიზმის მოდელირება მოდის იტალიური ფაშიზმისგან,დოლფუსი იყურებოდა იტალიისკენ მხარდაჭერის მისაღებად,ნაცისტური გერმანიისგან თავის დასაცავად. 1933 წლის აგვისტოს ენგელბერტ დოლფუსმა და ბენიტო მუსოლინიმ მოაწერეს ხელი ავსტრიის დამოუკიდებლობის გარანტიების მიცემას იტალიისგან.მუსოლინი დაინტერესებული იყო ავსტრიის ბუფერულ ზონად გადაქცევით ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ. დოლფუსს ყოველთვის აღიზიანებდა მისი შედარებები ჰიტლერთან და სტალინთან და დარწმუნებული იყო რომ ავსტრო ფაშიზმს მისი მმართველობის ქვეშ და იტალო ფაშიზმს მუსოლინის მმართველობის ქვეშ ერთად შეეძლოთ დაპირისპირებოდნენ ნაციონალ-სოციალიზმს და კომუნიზმს ევროპაში. 1933 წლის სექტემბერში დოლფუსმა შთანთქა ქრისტიან სოციალური პარტია და დააარსა სამამულო ფრონტი რომლის ბირთვსაც წარმოადგენდა ნაციონალისტური პარამილიტარული Heimwehr და ნაციონალისტურ კონსერვატიული ჯგუფებისგან.

ავსტრიის სამოქალაქო ომი და ახალი კონსტიტუცია[რედაქტირება]

მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა 1929-1933 წლებში ავსტრიასაც მიაღწია,დეფლაციურმა ღონისძიებებმა რომელსაც ატარებდა ლუდვიგ ფონ მიზესი იყო არაპოპულარული განსაკუთრებით მემარცხენეებში.ზოგიერთ ქალაქში მოხდა მოსახლეობის რადიკალიზაცია.1934 წლის 12 თებერვალს ანარქისტებმა და სოციალისტებმა მოაწყვეს შეიარაღებული ბუნტი დინცში,ამავე დღეს ბუნტი მოედო ვენას და სხვა დიდი ქალაქებს (არსებობს ვერსია რომ მთავრობასა და ოპოზიციის დაპირისპირება იყო გერმანელი ნაცისტი აგენტების ინსპირირებული).

1934 წლის 12 თებერვალს ავსტრიის შეიარაღებულმა ძალებმა და ჰეიმვერმა გამოიყენა არტილერია ვენის მუშათა კვარტალების წინააღმდეგ, რამაც გატეხა ამბოხებულთა წინააღმდეგობა,საბოლოო ჯამში სამოქალაქო ომში დაიღუპა 1000 ზე მეტი ადამიანი.1934 წლის მაისში მემარცხენეების დამარცხების შემდეგომ მიღებ იქნა ახალი კონსტიტუცია რომელიც ეფუძნებოდა კათოლიკურ სოციალურ პრინციპებს,ახალმა კონსტიტუციამ საბოლოოდ და სრულიად განდევნა ყველანაირი დემოკრატიული ფასეულობები ავსტრიაში.

მკვლელობა[რედაქტირება]

ენგელბერტ დოლფუსი მოკლულ იქნა 1934 წლის 25 ივლისს 5 ავსტრიელი ნაცისტის მიერ(პოლ ჰადლი,ფენც ჰოლზვებერი,იდო პლანეტა და სხვა) რომლებმაც შეაღწიეს კანცელარიის შენობაში და ესროლეს მას რითაც უნდა დაწებულიყო ივლისის პუტჩი,გეგმა ჩაიშალა ჰეიმვერის შეუპოვრობით რომელმაც ლოკალური ბრძოლების შემდეგ გაანადგურა ნაცისტური ფორმირებები და იტალიის ინტერვენციის მუქარით,მუსოლინის ბრძანებით იტალიის არმიამ ავსტრიის საზღვრებისკენ დაიძრა იტალიური არმია,დუჩემ ჰიტლერი დაადანაშაულა იტალისთან ომის წარმოებაში ავსტრიის წინააღმდეგ გატარებული ფარული ოპერაციების გამო რადგან იტალიას ავსტრიისთვის მიცემული ჰქონდა სუვერენიტეტის დაცვის გარანტია.საბოლოო ჯამში ავსტრიაში დააპატიმრეს ყველა ავსტრიელი ნაცისტი რამაც დროებით გადადო ავსტრიის ანშლუსი. ენგელბერტ დოლფუსი დაკრძალულია ვენის ჰიდზინგის სასაფლაოზე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]