გოტფრიდ ჰაბერლერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოტფრიდ ჰაბერლერი
Gottfried Haberler

დაბადების თარიღი 20 ივლისი, 1900
დაბადების ადგილი პურკერსდორფი, ავსტრია-უნგრეთი
გარდაცვალების თარიღი 6 მაისი, 1995
გარდაცვალების ადგილი ვაშინგტონი, აშშ
სამეცნიერო დაწესებულება ჰარვარდის უნივერსიტეტი
სამეცნიერო სფერო საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი
გავლენა იქონიეს ფრიდრიხ ფონ ვიზერი, ლუდვიგ ფონ მიზესი

გოლტფრიდ ფონ ჰაბერლერი (Gottfried von Haberler) (დ. 20 ივლისი. 1900, პურკერსდორფი, ვენის მახლობლად — გ. 6 მაისი. 1995 ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკელი ეკონომისტი.

დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი (1925). დოცენტი (1928-1936) იქვე, შემდეგ პროფესორი, 1936-იდან ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი შრომები უმთავრესად ციკლის თეორიისა და საერთაშორისო ვაჭრობის პრობლემებს ეძღვნება. ჰაბერლერი ძირითადად კეინზიანელია, მაგრამ კეინზიანელობის საწინააღმდეგო შეხედულებებიც აქვს. მაგ., იგი მიიჩნევს, რომ სარგებლის განაკვეთი უფრო მეტად დამოკიდებულია ფულად კაპიტალზე მოთხოვნასა და მიწოდების თანაფარდობაზე, ვიდრე ფულის ემისიაზე, ინფლაციის მიზეზად თვლის სახელმწიფოს მცდარ ეკონ. პოლიტიკას, ხოლო მასთან ბრძოლის უებარ საშუალებად - ფულად-საკრედიტო ფაქტორების აქტ. გამოყენებას.

ლიტერატურა[რედაქტირება]