მოკალი ბილი, ტომი 1

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოკალი ბილი ტომი 1
Kill Bill: Vol. 1
რეჟისორი კვენტინ ტარანტინო
პროდიუსერი ლოურენს ბენდერი
სცენარისტი ლოურენს ბენდერი
როლებში უმა თურმანი
ლუსი ლიუ
კომპოზიტორი RZA
ხანგრძლივობა 111 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 55 მლნ
შემდეგი: მოკალი ბილი, ტომი 2
IMDb პროფილი

მოკალი ბილი, ტომი 1 (ინგლ. Kill Bill: Vol. 1) — კვენტინ ტარანტინოს 2003 წლის თრილერი. მთავარ როლს ასრულებს უმა თურმანი, რომელმაც შესრულებული როლისთვის მიიღო ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ნომინაციები საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ფილმის მთავარ გმირს, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრს, მეტსახელად შავ მამბას (უმა თურმანი) ჯგუფის წევრები სასიკვდილოდ გასწირავენ. მას ქორწილის დღეს ცერემონიისას დაესხმიან თავს, მოუკლავენ საქმროს და მძიმე დაზიანებას მიაყენებენ. შავი მამბა ოთხ წელიწადს კომაში გაატარებს. შვილი, რომელზე ფეხმიძმედაც პატარძალი იყო, დაღუპულია. პატარძალი გადაწყვეტს შური იძიოს ბილზე, დაჯგუფების ხელმძღვანელზე და მისი გუნდის წევრებზე. პატარძალი კლავს ორენ იშისა (ლუსი ლიუ) და ვერნიტა გრინს.

როლებში[რედაქტირება]

გადაღება[რედაქტირება]

ტარანტინომ პატარძლის პერსონაჟი სპეციალურად თურმანისთვის შექმნა. ამ პერსონაჟის შექმნის იდეა ორთავეს ერთად მოუვიდათ „მაკულატურის“ გადაღების დროს. ფილმის გადაღება თურმანის ფეხმძიმობამ გაახანგრძლივა.გადაღება 155 დღეს გაგრძელდა და 5 ქვეყანაში მიმდინარეობდა. თურმანმა ამ როლისთვის შეისწავლა საბრძოლო ხელოვნება და იაპონური ენა. სტუდია „მირამაქსი“ აჩქარებდა ტარანტინოს მონტაჟის დროს, რადგან ფილმის გამოშვება სწრაფად სურდათ. საბოლოოდ ისინი ფილმის ორად გაყოფაზე შეთანხმდნენ.

შეფასება და ჯილდოები[რედაქტირება]

„მოკალი ბილი“ საკულტო კლასიკად იქცა, კრიტიკოსებმა ის დადებითად შეაფასეს, თურმანმა კი პატარძლის როლისთვის მიიღო ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ნომინაციები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]