კახა ბენდუქიძე

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კახა ბენდუქიძე
კახა ბენდუქიძე

კახა ბენდუქიძე (დ. 1956, თბილისი) - ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

კახა ბენდუქიძე – დაიბადა 1956 წელს 20 აპრილს ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა; 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. ამავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1981 წლიდან კახა ბენდუქიძე მუშაობდა ჯერ მეცნიერებათა აკადემიის მიკროორგანიზმთა ბიოქიმიისა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგედ. მისი კვლევები ძირითადად ფოკუსირებული იყო გენური ინჟინერიის ტექნოლოგიების და რეკომბინანტული ვაქცინების შექმნაზე 1990 წლიდან დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო 1993 წლიდან აქტიურად ჩაერთო რუსეთის ინდუსტრიის რესტრუქტურიზაციისა და კონსოლიდაციის პროცესში. 1996 წელს შექმნა მძიმე ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია – „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები’’. მისი შექმნის დღიდან 2004 წლამდე კახა ბენდუქიძე იყო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი. მისი ხელმძღვანელობის წლებში „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები’’ გადაიქცნენ საერთაშორისო კომპანიად, რომელიც თავის საწარმოო საქმიანობას წარმართავდა რუსეთში, უკრაინაში, რუმინეთში, ჩეხეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. კომპანიამ გაიარა ლისტინგი ლონდონის საფონდო ბირჟაზე. 2004 წლის დასაწყისში იგი ჩამოშორდა აქტიურ ბიზნესსაქმიანობას. 2004 წლის მაისამდე იყო რუსეთის მეწარმეთა და მრეწველთა კავშირის ვიცე–პრეზიდენტი და ხელმძღვანელობდა საგადასახადო–საბიუჯეტო კომიტეტს. 2004 წლის ივნისიდან გახდა საქართველოს მთავრობის წევრი – ეკონომიკის მინისტრი, შემდგომ ეკონომიკური განვითარების მინისტრი. 2004 წლის ბოლოს იგი დაინიშნა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად. მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა ჯანმრთელობის დაცვის, საფინანსო სექტორის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, სანებართვო-სალიცენზიო სისტემის, ენერგეტიკისა და საჯარო სამსახურისა მნიშვნელოვანი რეფორმირება, შრომის ბაზრისა და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია. განახლდა პრივატიზაციის პროცესი. მასვე ეკუთვნის გახმაურებული ფრაზა – „იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდა“. 2008 წლის 1 თებერვალს დაინიშნა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსად. 2002 წლიდან არის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (მოსკოვი) ინსტიტუციური ეკონომიკის კათედრის პროფესორი.


[რედაქტირება] ქრონოლოგია

[რედაქტირება] განათლება და სამეცნიერო მოღვაწეობა

  • 1977 - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.
  • 1977 - ჩაირიცხა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ასპირანტურაში.
  • 1980 - მუშაობა დაიწყო პუშჩინოში განლაგებულ მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიისა და მიკროორგანიზმების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად.
  • 1985 - სათავეში ჩაუდგა მოსკოვის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1990 წლამდე.
  • 2002 - გახდა ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (მოსკოვი) პროფესორი

[რედაქტირება] ბიზნეს-საქმიანობა

  • 1988 - შექმნა გაერთიანება „ბიოპროცესი“.
  • 1991-დან - ხელმძღვანელობდა ნავთობის სახალხო საინვესტიციო-სამრეწველო გაერთიანება „ნიპეკს“.
  • 1992 - სათავეში ჩაუდგა „პრომტორგბანკის“ დირექტორთა საბჭოს.
  • 1994 - 1998 - გემთმშენებელი გაერთიანება „ალმასის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
  • 1996 – შექმნა „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები“
  • 1996 - 2000 - იყო „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები“–ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი.
  • 1996 - 2000 - ხელმძღვანელობდა „ურალმაშის“ დირექტორთა საბჭოს.
  • 2000 - დაინიშნა „ურალმაშის“ გენერალურ დირექტორად.
  • 2004 – დაასრულა ბიზნესსაქმიანობა

[რედაქტირება] საჯარო სამსახური

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე