კანადელები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კანადელები
Right Livelihood Award 2009-press conference-6.jpg Michaëlle Jean 1 11072007.jpg Céline Dion 2012.jpg TommyDouglas-c1971-crop.jpg
Aatsista-Mahkan-LOC.jpg William Peyton Hubbard portrait.jpg Terry Fox Statue db.jpg Adelard Godbout portrait.jpg
Lucy Maud Montgomery.JPG Oscar Peterson - 1950.JPG Emile Nelligan.JPG Pierre Elliot Trudeau-2.jpg
საერთო მოსახლეობა

35,158,300[1]

რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
აშშ 1,062,640 [2]
ჰონგ-კონგი 300,000 [2]
დიდი ბრიტანეთი 73,000 [2]
ლიბანი 45,000 [2]
ავსტრალია 27,289 [2]
ჩინეთი 19,990 [2]
სამხრეთი კორეა 14,210 [2]
გერმანია 13,390 [2]
საფრანგეთი 11,931 [2]
იაპონია 11,016 [2]
ენები
კანადური ინგლისური
კანადური ფრანგული
რელიგიები
მრავალრიცხოვანი სარწმუნოება

კანადელები (ინგლ. Canadians; ფრანგ. Canadiens) — კანადის თანამედროვე მოსახლეობა. შედგება ორი ერის (კანადელი ფრანგებისა და კანადელი ინგლისელებისაგან), რამდენიმე ეროვნული ჯგუფისა და ინდიელ-ესკიმოსური ეროვნული უმცირესობისაგან. რაოდენობა 35,158,300 ადამიანი. კანადელი ფრანგები შეადგენენ კანადის მთელი მოსახლეობის 22%. კანადელი ერის ბირთვს შეადგენენ ის პირველი ევროპელი მოსახლეები რომლებმაც XVII საუკუნის პირველ ნახევარში კანადაში დააარსეს კოლონია — ახალი საფრანგეთი.

1763 წელს დიდმა ბრიტანეთმა ახალი საფრანგეთი თავის კოლონიად აქცია. ბრიტანული კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში კანადელმა ფრანგებმა დაიცვეს თავისი მშობლიური ენა (ფრანგული), რომელიც 1968 წლიდან კანადის ორენოვანი სახელმწიფოს ერთ-ერთი ოფიციალური ენაა. მათ დღემდე აქვთ შემონახული თავისი ეროვნული კულტურა. კანადელ ფრანგთა უმრავლესობა კათოლიკეა. ბრიტანულ კოლონიად გადაქცევის შემდეგ კანადაში გაძლიერდა ემიგრანტთა გადმოსახლება დიდი ბრიტანეთიდან და მისი ამერიკული კოლონიებიდან, რის შედეგადაც გაბატონებული მდგომარეობა კანადელმა ინგლისელებმა დაიკავეს.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე კანადელი ინგლისელები ერად ჩამოყალიბდა. აქვთ საკუთარი ეროვნული კულტურა. კანადელი ინგლისელების ეთნოგრაფიული კომპონენტები არიან ინგლისელები, შოტლანდიელები, ირლანდიელები, კონტინენტური ევროპული ქვეყნებიდან გადმოსახლებული და ადგილობრივი ასიმილირებული მოსახლეობა. კანადელ ინგლისელთა ენაა ინგლისური; მორწმუნეთა უმრავლესობა სხვადასხვა მიმართულების პროტესტანტია. კათოლიკობას უმთავრესად ირლანდიელები მისდევენ.

2 ძირითადი ერის გარდა კანადელთა შემადგენლობაში შედიან გერმანელები, უკრაინელები, ინდიელები, ებრაელები, პოლონელები, ჰოლანდიელები და სხვა. უმცირესობას განეკუთვნებიან ინდიელები და ესკიმოსები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. კანადის საერთო მოსახლეობის შეფასება, 2013. კანადის სტატისტიკა. წაკითხვის თარიღი: 17 ნოემბერი 2013.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 2.9 კანადელები საზღვარგარეთ. კანადის აზია-წყნარი ოკეანის ფონდი (2011). წაკითხვის თარიღი: 2013-09-23. იხილეთ აგრეთვე კანადის დიასპორა