ახალი საფრანგეთი
|
ახალი საფრანგეთი |
|||||||||
|
|||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
|||||||||
| დედაქალაქი | კვებეკი | ||||||||
| ენა | ფრანგული | ||||||||
| ფულის ერთეული | ახალი ფრანგული ლივრი | ||||||||
| მართველობის ფორმა | მონარქია | ||||||||
| - 1612-1619 | ლუი XIV | ||||||||
| - 1715-1763 | ლუი XV | ||||||||
ახალი საფრანგეთი (ფრანგ. Nouvelle-France) იყო საფრანგეთის მიერ კოლონიზირებული ტერიტორია ჩრდილოეთ ამერიკაში. ტერიტორიის საფრანგეთის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდი დაიწყო 1534 წელს ჟაკ კარტიერის მიერ წმ. ლოურენსის მდინარის გამოკვლევით და დასრულდა ახალი საფრანგეთის ესპანეთისა და ბრიტანეთისთვის გადაცემით.
ფრანგული კოლონიური მმართველობის ზომამ ჩრდილოეთ ამერიკაში პიკს 1712 წელს (უტრეხტის ზავის გაფორმებამდე) მიაღწია. ამ პერიოდში ახალი საფრანგეთი გადაჭიმული იყო ნიუფაუნდლენდიდან კლდოვან მთებამდე და ჰუდზონის ყურიდან მექსიკის ყურემდე. ტერიტორია იყო გაყოფილი ხუთ კოლონიად: კანადა, აქადია, ჰუდზონის ყურე, ნიუფაუნდლენდი და ლუიზიანა, ყოველ მათგანს საკუთარი მმართველობა ჰყავდა.[1]
1713 წლის გაფორმებული უტრეხტის ზავით, რომელითაც დასრულდა ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის, საფრანგეთმა უარი განაცხადა საკუთარ უფლებებზე კონტინენტური აქადიის, ჰუდზონის ყურისა და ნიუფაუნდლენდის კოლონიებზე და ისინი დიდ ბრიტანეთასა და ესპანეთს გადასცა. საფრანგეთს წარსული ტერიტორიიდან მხოლოდ ბრეტონის კუნძული დარჩა.[2]
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ ფრანგული კოლონიური ლუისბურგის კონტროლი და მმართველობა, 1713-1758, ენდრიუ ჯონი ბეილი ჯონსონი, 2001, MSU Press გვ. 8-9
- ↑ http://www.fortressoflouisbourg.ca/ArchaeologyE/SiteInformation.html#HistoryFortress