ესკიმოსები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ესკიმოსები ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირის, ჩრდილო ალასკის და კანადის აბორიგენი მოსახლეობა.

ესკიმოსები ორ დიდ ჯგუფად იყოფიან — იუპიკები და ინუიტები. ამ ჯგუფებთან ახლო კავშირშია უნანგამის კულტურის მატარებელი ხალხი - ალეუტები. იუპიკები ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში და ალიასკაში არიან გავრცელებულნი, ხოლო ინუიტები კანადაში და გრენლანდიაში. ანტროპოლოგიურად ესკიმოსები არქტიკულ მონგოლოიდებს მიეკუთვნებიან.

ენა[რედაქტირება]

ესკიმოსურ-ალეუტური ენები ორ შტოდ იყოფა, უნანგამური (ალეუტური) ენა და ესკიმოსური. ესკიმოსურ ენებში შედის ინუიტური და იუპიკური ქვეჯგუფები. ინუიტური ენა იყოფა რიგ დიალექტებზე, რომლებიც გავრცელებულია ალასკაში, კანადაში და გრენლანდფიაში. სხვადასხვა დიალექტებზე მოსაუბრეებს ადვილად შეუძლიათ ერთმანეთის გაგება.

იუპიკურ ენებში ოთხი ენა შედის: ალუტიიკური ენა, ცენტრალურ ალასკური იუპიკური ენა, ნაუკანი და ციმბირული იუპიკური ენა. იუპიკური ენები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რაც მათზე მოსაუბრეების გეოგრაფიული სიმჭირდოვით არის განპირობებული.

მოსახლეობა[რედაქტირება]

კანადაში და გრენლანდიაში ტერმინი ესკიმოსი არ გამოიყენება, მის ნაცვლად იქაური ესკიმოსების თვითდასახელება - ინუიტი გამოიყენება. ხოლო ალასკაში იუპიკებისთვის დასახელება ესკიმოსი საყოველთაოდ გამოიყენება. გრენლანდიელი ესკიმოსები კი უფრო ხშირად თავს უბრალოდ გრენლანდიელებს უწოდებენ, ხოლო საკუთარ ენას კალაალისუტს.

ინუიტი კაცი 1906

ინუიტები[რედაქტირება]

ინუიტები ცხოვრობენ ალასკაში ბერინგის ზღვის ჩრდილო სანაპიროებზე, კანადის ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიების, ნუნავიტის, კვებეკის, ლაბლადორის და გრენლანდიის სანაპიროებზე. მიუხედავად ფართო არეალისა, მათი ყოფითი კულტურა ჰომოგენურია.

ტრანსპორტისთვის ინუიტები იყენებდნენ ერთადგილიან ნავებს - კაიაკებს, რომელიც გადაჭიმული ტყავისგან მზადდება. კაიაკები ძირითადად სათევზაოდ გამოიყენებოდა. ხალხის გადასაადგილებლად კი მოზრდილი ნავები - უმიაკები გამოიყენებოდა. უმიაკი ხის ჩარჩოზე გადაჭიმული ტყავით მზადდება. ხმელეთზე გადასაადგილებლად კი ძაღლებით შებმული მარხილები გამოიყენება. ვინაიდან არქტიკაში ორიენტირების მოძებნა ჭირს, ინუიტები საორიენტაციოთ აშენებდნენ ქვის ინუკშუკებს. ინუიტები ტანსაცმელს ცხოველების ტყავისგან კერავდნენ. გრძელი ზამთრის მანძილზე ინუიტები ცხოვრობდნენ თოვლისგან აშენებულ თავშესაფარებში - იგლუებში, ხოლო ზაფხულში - ტყავებისგან გაკეთებულ კარვებში.

სქესთა შორის სამუშაოს განაწილება ინუიტებსი ტრადიციული იყო, კაცები ნადირობდნენ და თევზაობდნენ, ხოლო ქალები ბავსვებს ზრდიდნენ და ბანაკს უვლიდნენ. ქორწინება ყოველთვის მონოგამიური არ იყო. როგორც წესი სექსუალურად ღის ქორწინებები ჰქოდათ. პოლიგამიაც მიღებული იყო. მამაკაცები ქორწინებისთვის მზად იყვნენ იმ ასაკიდან, როდესაც მათ საკუთარი თავის გამოკვება შეეძლოთ. როგორც წესი ქორწინების საკითხებს მთელი ტომი წყვიტავდა.

ინუიტებს მდიდარი ფოლკლორი აქვთ, რომელიც საუკუნეების მანძილზე ზეპირად გადაეცემოდა თაობებიდან თაობებში. ინუიტების მითოლოგია და რელიგია შამანიზმს და ანიმალიზმს ეფუძნება.

ალასკელი ინუპიატები[რედაქტირება]

ინუპიატი ნიშნავს ”ნამდვილ ხალხს”. ისინი ცხოვრობენ ალასკის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ინუპიატებით არის დასახლებული აშშს ყველაზე ჩრდილო ქალაქი - ბაროუ. ინუპიატების ენა ცნობილია როგორც ინუპიატური. ისინი ძირითადად ვეშაპებზე და სხვა ზღვის ძუძუმწოვრებზე ნადირობით ირჩენენ თავს.

ინუიტური ენების არეალი

კანადელი ინუიტები[რედაქტირება]

კანადელი ინუიტები ძირითადად ცხოვრობენ ნუნავუტში, ნუნავიკში და ნუნაციავუტში. ინუპიატების მსგავსაც, ინუიტებიც მონადირეები და მეთევზეები არიან. დღესდღეობით ინუიტები კანადაში ფართო ავტონომიით სარგებლობენ.

ინუვიალუიტები[რედაქტირება]

ინუვიალუტები ცხოვრობენ კანადის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროებზე, ალასკის საზღვრიდან ამუნდსენის ყურემდე და მიმდებარე კუნძულებზე. მათი ცხოვრების წესი სხვა ესკიმოსების ცხოვრების წესის მსგავსია.

კალაალიტები[რედაქტირება]

კალაალიტები გრენლანდიის ნაპირებზე ცხოვრობენ. მათი ენა და ყოფაცხოვრება ინუიტების მსგავსია.

იუპიკები[რედაქტირება]

Edward S. Curtis Collection People 008.jpg

იუპიკები არიან დასავლეთ ალასკის მკვიდრი მოსახლეობა. ისინი ძირითადად ცხოვრობენ ალასკის დასავლეთ სანაპიროზე, იუკონ-კუსკოკვიმის დელტაში, მდინარე კუსკოკვიმის ბასეინში, ალასკის სამხრეთ სანაპიროზე, წმ. ლოურენსის კუნძულზე და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში. იუპიკებიც სხვადასხვა ტომებად იყოფიან.

ალუტიიკები[რედაქტირება]

ალუტიიკები, ანუ წყნარი ოკეანისპირელი იუპიკები, მათ ასევე სუგპიაკებს უწოდებენ. ისინი ტრადიციულად მეთევზეები იყვნენ და ზღვის ძუძუმწოვრებზე ნადირობდნენ. მათი რაოდენობა 3 000 აღწევს, ხოლო ალუტიიკურ ენაზე ასამდე ადამიანი საუბრობს. დღესდღეობით ისინი ცდილობენ საკუთარი ენის აღდგენას.

ცენტრალური ალასკელი იუპიკები[რედაქტირება]

ცენტრალური ალასკელი იუპიკები ცხოვრობენ დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ალასკაში. მათ სასაუბრო ენასაც ცენტრალურ ალასკური იუპიკური ეწოდება. დღესდღეობით ეს არის იუპიკების უდიდესი ჯგუფი, მათი რაოდენობა 10 000ს უახლოვდება.

ზაფხულობით ცენტრალურ ალასკელი იუპიკები მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან, ხოლო ზამთარში ერთ ადგილზე სახლდებიან. მათ სოფლებში გამოყოფილი იყო კაცების სახლი კასგიკი, სადაც სხვადასხვა რიტუალები სრულდებოდა, აქვე ცხოვროდნენ ბიჭები 5 წლის შემდეგ. მამაკაცები იკრიბებოდნენ და ასწავლიდნენ ბიჭებს ნადირობას და არქტიკის პირობებში გადარჩენას. არსებობდა ასევე ქალების სახლი ენა როგორც წესი კაცების სახლის გვერდზე მდებარეობდა. ხშირად ეს სახლები გვირაბით იყო დაკავშირებული. ენაში ქალები გოგოებს კერვას და მზარეულობას ასწავლიდნენ. წელიწადში რამდენიმე კვირით ხდებოდა ”გაცვლა” კაცები გოგოებს ასწავლიდნენ ნადირობას და გადარჩენას, ხოლო ქალები ბიჭებს მზარეულობას და კერვას. ამ სახლებში რელიგიური რიტუალებიც ტარდებოდა, რომლებსაც შამანი ხელმძღვანელობდა.

იუპიკურ ტომებში მიღებული იყო ახალშობილისთვის ტომში უკანასკნელი გარდაცვლილის სახელის დარქმევა.

ციმბირელი იუპიკები[რედაქტირება]

ციმბირელი იუპიკები ცხოვრობენ ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე, ბერინგის ზღვის სანაპიროზე და წმ. ლოურენსის კუნძულზე სოფლებში გამბელი და სავოონგაში. ალასკაზე 1100 ადამიანი საუბრობს ცენტრალურ ციმბირულ იუპიკურზე. ხოლო ციმბირში 900 იუპიკიდან მხოლოდ 300 საუბრობს იუპიკურად. ციმბირში მათ ასევე იუიტებს უწოდებენ.

ნაუკანები[რედაქტირება]

ნაუკანები ჩუკოტკაზე ცხოვრობენ. მათი რაოდენობა 400 არ აღემატება. მათში მხოლოდ 70 საუბრობს ნაუკანურად.

რესურსები[რედაქტირება]