კვაკერები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვაკერები (ინგლ. Quakers,— "მოკანკალენი") — პროტესტანტული სექტის "მეგობართა საზოგადოების" წევრები. საზოგადოება ინგლისელმა ხელოსანმა ჯორჯ ფოქსმა (1624-91) დაახლოებით 1650 წელს დააარსა. კვაკერები გამოდიოდნენ ანგლიკანური ეკლესიის წინააღმდეგ, უარყოფდნენ სამღვდელოებას, საეკლესიო საიდუმლოს (მათი მოძღვრებით ადამიანს შეუძლია უშუალოდ დაუკავშირდეს ღმერთს), ქადაგებდნენ პაციფიზმს და ქველმოქმედებას. ანგლიკანური ეკლესიისა და ინგლისის მთავრობის მიერ დევნილი კვაკერების მრავალი თემი XVII ს. 60-აინ წლებში ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდა. 1689 წ. ინგლისისა და ამერიკის კვაკერების მდგომარეობა ლეგალიზებულ იქნა "შემწყნარებლობის აქტით". თუ ადრე კვაკერების სოციალური შემადგენლობა წვრილბურჟუაზიული იყო, მოგვიანებით მათ შორის მსხვილი კაპიტალის მფლობელებიც გამოჩნდნენ. XX ს. 60-იანი წწ. დასაწყისში კვაკერების თემები 200 ათას წევრს აერთიანებდა (უმთავრესაც აშშ-ში, ბრიტანეთში და აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში).

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 482-483, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე