იორნ უტზონი
ვიკიპედიიდან
იორნ უტზონი (Jørn Utzon; დ. 9 აპრილი, 1918, კოპენჰაგენი) — დანიელი არქიტექტორი, ყველაზე უკეთ ცნობილი სიდნეის ოპერის თეატრის ორიგინალური დიზაინით.
სწავლობდა კოპენჰაგენის არქიტექტურის სკოლაში (1937-42), გაირა ექვსთვიანი სტაჟირება ალვარ აალტოსთან (1946), სწავლობდა შვედი ერიკ გუნარ ასპლუნდის ნამუშევრებს. სიდნეის საოპერო თეატრისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში (1957) იმ დროისთვის უკვე სახელოვანმა ეერო საარინენის დაჟინებით ნაკლებად ცნობილი უტზონის ექსპრესიული პროექტი გამოცხადდა.
ოპერის თეატრის მშენებლობის პერიოდში მრავალი საინჟინრო სირთულე წარმოქმნა, რამაც მშენებლები უტზონის თავდაპირველი გეგმიდან გადახვევა აიძულა. პროტესტის ნიშნად 1966 წელს უტზონი პროექტიდან წავიდა, რის შემდეგაც ინტერიერით ადგილობრივი, ავსტრალიელი სპეციალისტები დაკავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უტზონს მომდევნო წლებში ბევრი არ უშენებია, სიდნეის თეატრისთვის მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული (მათ შორის პრიცკერის პრემია 2003 წ.), ხოლო 2007 წელს პირველი არქიტექტორი გახდა, რომლის პროექტი ავტორის სიცოცხლეშივე მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.
|
1979: ფილიპ ჯონსონი | 1980: ლუის ბარაგანი | 1981: სტირლინგი | 1982: კევინ როში | 1983: იუჰ მინ პეი | 1984: რიჩარდ მეიერი | 1985: ჰანს ჰოლაინი | 1986: გოტფრიდ ბიომი | 1987: ტანგე კენძო | 1988: გორდონ ბანშაფტი და ოსკარ ნიმეიერი | 1989: ფრენკ გერი | 1990: ალდო როსი | 1991: რობერტ ვენტური | 1992: ალვარო სიზა ვიეირა | 1993: მაკი ფუმიჰიკო | 1994: კრისტიან დე პორტზამპარკი | 1995: ანდო ტადაო | 1996: რაფაელ მონეო | 1997: სვერე ფენი | 1998: რენცო პიანო | 1999: ნორმან ფოსტერი | 2000: რემ კოოლჰაასი | 2001: ჰერცოგი & დე მერონი | 2002: გლენ მარკატი | 2003: იორ უტცონი | 2004: ზაჰა ჰადიდი | 2005: ტომ მეინი | 2006: პაულუ მენდეს და როშა | 2007: რიჩარდ როჯერსი | 2008: ჟან ნუველი | 2009: პეტერ ზუმთორი |

