სიდნეის ოპერის თეატრი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიდნეის ოპერის თეატრი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლენდმარკად ითვლება. მისი გახსნის დღიდან ის სიდნეის სიმბოლოა.

სიდნეის ოპერის თეატრი სიდნეიში, ახალი საუზ-უელსი, ავსტრალია, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობაა და ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საკონცერტო დარბაზია მსოფლიოში. შენობის პროექტი ეკუთვნის დანიელ არქიტექტორ იორნ უტზონს, რომლემაც ამ შენობისთვის 2003 წელს პრიცკერის პრემია მიიღო. შენობა მდებარეობს ბენელონგის პოინტზე სიდნეის ყურეში უზარმაზარ ხიდთან სიახლოვეს და კომპლექსში განუმეორებელ ესთეტიურ შთაბეჭდილებას ქმნის.

ბევრისთვის შენობის სფერული ნიჟაროვანი სახურავი ახლომდებარე ყურეში მცურავი აფროსან ფლოტილიას ჰგავს. ტურისტები, რომელთა უმრავლესობას ოპერა საერთოდ ან თითქმის არ აინტერესებს, შენობას აწყდება მხოლოდ მისი ახლოდან ნახვის შანსისთვის.

ოპერის თეატრში მდებარეობს ავსტრალიის ეროვნული საოპერო დასი, სიდნეის თეატრალური კომპანია და სიდნეის სიმფონიური ორკესტრი. მისი ადმინისტრაცია ახალი საუზ-უელსის ხელოვნების სამინისტროს მოვალეობაშია.

სექციების სია

[რედაქტირება] აღწერა

[რედაქტირება] ისტორია

[რედაქტირება] გალერეა

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები