ტოიო იტო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტოიო იტო

ტოიო იტო (იაპონ. 伊東豊雄, Itō Toyo'o; დ. 1941) — იაპონელი არქიტექტორი, განთქმული თავისი უკიდურესად კონცეპტუალური პროექტებით, რომლებშიც ის ცდილობს ფიზიკური და ვირტუალური სამყაროების შერწყმას. ის ერთ-ერთი წამყვანი ექსპონენტია არქიტექტურაში, რომელიც ცდილობს თანამედროვე გაგებით „სიმულირებული“ ქალაქის საკითხების გადაჭრას.

იტო დაიბადა სეულში, სამხრეთი კორეა (იმჟამად იაპონიის კოლონია). 1965 წელს დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1965-1969 წლებში კიიონორი კიკუტაკეს სტუდიაში მუშაობის შემდეგ ის ტოკიოში აფუძნებს საკუთარ სტუდიას „Urban Robot“ (urobot) 1971 წელს. 1979 წელს სტუდიამ სახელი შეიცვალა „Toyo Ito & Associates, Architects“-ით.