იუჰ მინ პეი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იუჰ მინ პეი

იუჰ მინ პეი (Ieoh Ming Pei, ჩინ.: 貝聿銘; *26 აპრილი, 1917), საყოველთაოდ ცნობილი ინიციალებით ი. მ. პეი, პრიცკერის პრემიის ლაურეატი არქიტექტორი, მაღალი მოდერნიზმის არქიტექტურის ბოლო ხელოვანი. მუშაობს აბსტრაქტული ფორმით, ქვის, ბეტონის, მინისა და ფოლადის გამოყენებით. პეი საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც XX საუნუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არქიტექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

პეი დაიბადა ჟუჟუში, ჩინეთის იუნანის პროვინციაში შეძლებული სუჟუს ოჯახში. მამამისი, მდიდარი ბანკირი, მოგვიანებით ჩინეთის ბანკის დირექტორი გახდა. ოჯახის რეზიდენცია ამჟამად მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია სუჟუს კლასიკური ბაღების სახელით.

თავდაპირველი განათლება სენტ-ჯონის უნივერსიტეტში, შანხაი, გაიარა, შემდეგ კი სენტ-პოლის კოლეჯში, ჰონკონგი. 18 წლის ასაკში აშშ-ში მემგზავრება არქიტექტურის შესასწავლად. აქ პენსილვანიის უნივერსიტეტში იწყებს, შემდეგ კი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში გადადის, სადაც ბაკალავრის ხარისხს იღებს 1940 წელს. იმავე წელს მიტის სამოგზაურო სტიპენდიით, ალფა-რო-ჩი მედალითა და AIA ოქროს მედლით ჯილდოვდება. ორის წლის შემდეგ ჰარვარდის დიზაინის სკოლაში ირიცხება; მცირე ხნის შემდეგ მსახურობდა ეროვნულ თავდაცვის კვლევის კომიტეტში პრინსტონში, ნიუ-ჯერსი.

1944 წელს ჰარვარდში ბრუნდება, სადაც 1946 წელს არქიტექტურის მაგისტრის ხარისხს იღებს და რჩება იქვე პროფესორის ასისტენტის თანამდებობაზე. 1951 წელს უილვრაიტის სამოგზაურო სტიპენდიას იღებს, ხოლო 1954 წელს აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქე ხდება.

1955 წელს საკუთარ არქიტექტურულ ფიმას ი. მ. პეი და პარტნიორები აფუძნებს, რომელსაც 1989 წელს დაერქვა პეი კობ ფრიდი და პარტნიორები (ჯეიმზ ინგო ფრიდი და ჰენრი კობი პატრნიორები ხდებიან).

პეის სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავს. ორი ვაჟი მის კვალს გაჰყვა და ჰარვარდის დიზაინის სკოლაში სწავლობდნენ. ჩიენ ჩუნ პეი 1989-93 წლებში მამამისს ეხმარებოდა ლუვრის დამატების დიზაინში. მეორე ვაჟი ლი ჩუნ პეი კი 1989 წელს ჰონკონგში ჩინეთის ბანკის ტაუერის დიზაინში დაეხმარა. ორივე ვაჟს საკუთარი ერთობლივი პრაქტიკა აქვთ სახ. "პეი პარტიონები".

პროექტების სია[რედაქტირება]

რჩეული ნამუშევრები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]