ტანგე კენძო
ვიკიპედიიდან
ტანგე კენძო ( იაპ. 丹下 健三) (დ. 4 სექტემბერი, 1913, ― გ. 22 მარტი, 2005, ტოკიო), იაპონელი არქიტექტორი. პრიცკერის პრემიის ლაურეატი.
არქიტექტურული განათლება მიიღო ტოკიოს უნივერსიტეტში, რომელიც 1938 დაამთავრა. ააგო ჰიროსიმის მშვიდობის მემორიალური ცენტრი (1949-1956), რომელშიც თავი იჩინა ტანგესთვის დამახასიათებელმა თვისებამ - შუა საუკუნეების იაპონური არქიტექტურის მემკვიდრეობის შემოქმედებითად გააზრებამ. 1950-1960-იან წლებში განიცადა ლე კორბუზიეს "ახალი კლასიციზმისა" და ბრუტალიზმის გავლენა. ნამუშევრები: საკრებულო დარბაზი (კურასიკი, 1960), "გიმნაზიუმი" (ტოკიო, 1963-1964). 1961 გამოაქვეყნა ტოკიოს რეკონსტრუქციის გეგმა, რომლის მიხედვითაც ქალაქი უნდა განაშენიანებულიყო ტოკიოს ყურეზე საგანგებოდ მოწყობილ კონსტრუქციებზე.
|
1979: ფილიპ ჯონსონი | 1980: ლუის ბარაგანი | 1981: სტირლინგი | 1982: კევინ როში | 1983: იუჰ მინ პეი | 1984: რიჩარდ მეიერი | 1985: ჰანს ჰოლაინი | 1986: გოტფრიდ ბიომი | 1987: ტანგე კენძო | 1988: გორდონ ბანშაფტი და ოსკარ ნიმეიერი | 1989: ფრენკ გერი | 1990: ალდო როსი | 1991: რობერტ ვენტური | 1992: ალვარო სიზა ვიეირა | 1993: მაკი ფუმიჰიკო | 1994: კრისტიან დე პორტზამპარკი | 1995: ანდო ტადაო | 1996: რაფაელ მონეო | 1997: სვერე ფენი | 1998: რენცო პიანო | 1999: ნორმან ფოსტერი | 2000: რემ კოოლჰაასი | 2001: ჰერცოგი & დე მერონი | 2002: გლენ მარკატი | 2003: იორ უტცონი | 2004: ზაჰა ჰადიდი | 2005: ტომ მეინი | 2006: პაულუ მენდეს და როშა | 2007: რიჩარდ როჯერსი | 2008: ჟან ნუველი | 2009: პეტერ ზუმთორი |

