ეერო საარინენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყაყაჩო-სკამი

ეერო საარინენი (Eero Saarinen; დ. 20 აგვისტო, 1910 — გ. 1 სექტემბერი, 1961) — ფინელი-ამერიკელი არქიტექტორი და პროდუქციის დიზაინერი ცნობილი მისი მარტივი, თაღოვანი ნაგებობებით.

ელიელ საარინენის შვილი, რომელიც ასევე განთქმული ინჟინერი და არქიტექტორი იყო, მამასთან სწავლობდა კრენბრუკის ხელოვნების აკადემიაში მიჩიგანში ჩარლს და რეი იმსებთან ერთად. არქ. ბაკალავრის ხარისხი მიიღო იელის უნივერსიტეტში 1934 წელს, ხოლო 1040 წელს აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქე გახდა.

საარინენის პირველი გახმაურებული პროექტი გახდა 1948 წლის ჯეფერსონის ეროვნული მემორიალის საკონკურსო ნამუშევარი, რომელიც 1960-იან წლებში განხორციელდა (კონკურსის ჯილდო შეცდომით მამამისს გაუგზავნეს). მისი პროექტით შესრულებული ჯენერალ მოტორსის ტექნიკური ცენტრი, ნოიეს სდუტქალაქი ვასარში და სხვანი გამოირჩევა მორკალული, თეატრალური, ფუტურისტული სტილით. ის იყო სიდნეის ოპერის თეატრის საკონკურსო კომისიის წევრი და გადამწყვეტი როლი მიუძღვის ამ შენობისთვის ამჟამად უკვე საყოველთაოდ ცნობილი იორნ უტცონის პროექტის შერჩევაში.