ზაჰა ჰადიდი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

,

ზაჰა ჰადიდი
Zaha Hadid.jpg
პირადი ინფორმაცია
მშობ. სახელი არაბ. زها حديد‎‎
ეროვნება არაბი
დაიბადა 21 ოქტომბერი, 1950 (1950-10-21) (ასაკი 61), ბაღდათი, ერაყი
ნაშრომები
მნიშვნელოვანი შენობები ვიტრას სახანძრო სადგური,
როზენთალის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი და ა.შ.
ჯილდოები და პრემიები პრიცკერის პრემიის ლაურეატი

ზაჰა ჰადიდი (Zaha Hadid, არაბ. زها حديد‎‎, დ. 21 ოქტომბერი, 1950 (1950-10-21) (ასაკი 61)) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი წარმოშობით ერაყელი, ბრიტანელი დეკონსტრუქტივისტი არქიტექტორი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა ბაღდადში, ერაყი; ხარისხი მათემატიკის განხრით მიიღო ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში, შემდეგ კი ლონდონის არქიტექტურის სკოლის არქიტექტურის ასოციაციაში გადადის სასწავლებლად. სწავლის დასრულების შემდეგ ”მეტროპოლიტენ-არქიტექჩა გრუპის” ოფისში იწყებს მუშაობას ყოფილ მასწავლებელთან, ჰოლანდიელ არქიტექტორ რემ კოოლჰაასთან პარტნიორად. 1979 წელს ლონდონში ის საკუთარ პრაქტიკას იწყებს. 1980-იან წლებში ის ასევე არქიტექტურის ასოციაციაში ასწავლიდა.

[რედაქტირება] ნამუშევრები

ჰადიდის ნამუშევართა უმრავლესობა კონცეპტუალურია; მის მნიშვნელოვან პროექტებს მიეკუთვნება:

ზაჰა ჰადიდს ეკუთვნის ასევე უმაღლესი პროფილის საინტერიერო ნამუშევრები, მათ შორის, ლონდონის ათასწლეულის თაღის ”მაინდ-ზონა”. ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია ლონდონის აქვა-ცენტრის 20.000 მაყურებლიანი დარბაზი, 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის პროექტის ერთ-ერთი დანამატი.

მრავალ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ჰადიდის საუკეთესო პროექტები არასდროს აშენებულა. მათ შორის აღსანიშნავია ჰონგ-კონგის პიკ-კლუბი და კარდიფის ”ბეი-ოპერა ჰაუზი” უელსში (1994). 2002 წელს მან გაიმარჯვა სინგაპურის უან-ნორზ გენერალური გეგმის პროექტის საერთაშორისო კონკურსში. 2005 წელს მისმა პროექტმა გაიმარჯვა ბაზელის ახალი საქალაქო კაზინოს შენობის კონკურში. 2004 წელს ჰადიდი პირველი ქალი გახდა, რომელსაც პრიცკერის არქიტექტურის პრემია მიენიჭა. ბრიტანეთში მას სამეფო ორდენის წევრობა მიენიჭა არქიტექტურის სფეროში მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის. ჰადიდი ბრიტანიკის ენციკლოპედიის სარედაქტორო საბჭოს წევრია.

[რედაქტირება] გალერეა

[რედაქტირება] რესურსები იტნერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე