რენცო პიანო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რენცო პიანო (* 14 სექტემბერი, 1937, გენუა, იტალია) - იტალიელი არქიტექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა გენუაში, იტალია და დღემდე აქვე აქვს სახლიც და სახელოსნო. განათლება მიიღო და შემდგომში ასწავლიდა მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1965-1970 წლებში მუშაობდა ლუის კანთან. 1971-1977 წლებში კი რიჩარდ როჯერსთან, მათი ყველაზე ცნობილი ერთობლივი ნამუშევარია ჟორჟ პომპიდუს ცენტრი პარიზში (1977).

მისი პროექტით აშენდა მენილის კოლექციის მუზეუმი ჰიუსტონში (1986), მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საინჟინრო გადაწყვეტა კანსაის საერთაშორისო აეროპორტისა, ოსაკა (1988), და პოტსდამერ პლატცის დაიმლერ-ბენცის ნაწილის რეკონსტრუქცია ბერლინში. 2002 წელს დასრულდა ხელოვნების ნიმუშად აღიარებული სამუსიკო აუდიტორიუმი პარკო დელა მუსიკა (3 ჰოლით რომელშიც 2800, 1200 და 700 მაყურებელი თავსდება ღია ამფითეატრითა და გარშემო პარკით) რომში, რომელიც ევროპაში ამ ტიპის უდიდესი სამუსიკო დარბაზი გახდა. 2003 წელს სან ჯიოვანი ტორონდოში დასრულდა მისი პროექტით პადრე პიოს პილგრიმაჟის ეკლესიის მშენებლობა. მისი დიზაინით აიგო ბერნში, შვეიცარია, ადგილობრივი მხატვრის პოლ კლეესთვის მიძღვნილი მუზეუმი. მასვე ეკუთვნის ფეხბურთის სტადიონების, ხიდების, ლაინერებისა და ავტომობილების პროექტები.

მისი ერთ-ერთი ბოლო პროექტია ლონდონ-ბრიჯ-ტაუერის ცათამბჯენი ლონდონში.

რენცო პიანოს 1998 წელს მიღებული აქვს პრიცკერის არქიტექტურული პრიზი და არის იუნესკოს კეთილი ნების ელჩი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]