რემ კოოლჰაასი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
CCTV-ს შტაბ-ბინა, პეკინი, ჩინეთი
კასა და მუსიკა, პორტო, პორტუგალია

რემენტ კოოლჰაასი (Remment Koolhaas) (დ. 17 ნოემბერი, 1944, როტერდამი, ნიდერლანდი) — ჰოლანდიელი არქიტექტორი, ყოფილი ჟურნალისტი და სცენარისტი, ლონდონის არქიტექტურული ასოციაციის არქიტექტურის სკოლის კურსდამთავრებული. ჰარვარდის უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის არქიტექტურისა და ურბანული დიზაინის პროფესორი.

კოლჰაასი შესაძლოა უკეთ ცნობილია საკუთარი წიგნებით ვიდრე შენობებით—მის ხელს ეკუთვნის არქიტექტურის თეორიის რამდენიმე სახელმძღვანელო ნაშრომი, მათ შორის გრაფიკულ დიზაინერ ბრიუს მაუსთან თანამშრომლობით 1995 წელს გამოცემული „S,M,L,XL“.

საკუთარ ნამუშევრებში კოოლჰაასი მობილიზებას უკეთებს ურბანიზმის ყოვლისშემძლე ძალებს და გარდაქმნის მათ არნახულ ფორმებში, ჰარმონიულად უხამებს რა მათ თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებისეულ რიტმსა და მოთხოვნებს.

2000 წელს დაჯილდოვდა პრიცკერის არქიტექტურული პრემიით, 2003-ში საიმპერატორო პრემიით (Praemium Imperiale), ხოლო 2004 წელს კი RIBA-ს ოქროს მედლით.