პეტერ ზუმთორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალსის თერმული აბანოები (შვეიცარია)
წმინდა ბენედიქტეს კაპელა (შვეიცარია)

პეტერ ზუმთორი (Peter Zumthor; დ. 26 აპრილი, 1943, ბაზელი) — შვეიცარიელი არქიტექტორი, 2009 წლის პრიცკერის პრემიის ლაურეატი.

ზუმთორი დაიბადა ბაზელში, ავეჯის ხელოსნის ოჯახში. 1958 წლიდან ხელოსნის შეგირდად მუშაობდა, ხოლო 1963 წელს მშობლიურ ქალაქში ხელოსნობის სკოლაში (Kunstgewerbeschule) შევიდა სასწავლებლად.

შემდგომში ის ნიუ-იორკის პრატის ინსტიტუტში სწავლობდა არქიტექტურას. 1968 წელს ის გრაუბიუნდენის კანტონის ძეგლთა დაცვის სამსახურის არქიტექტორი გახდა. ამ სამსახურში ყოფნისას ისტორიულ ძეგლთა აღდგენით პროექტებში შეძლო მან უფრო ღრმად გარკვეულიყო სხვადასხვა დაძველებული სამშენებლო მასალის თვისებებში. შემდგომში, მან ეს ცოდნა საკუთარ მოდერნისტულ კონსტრუქციებში და დეტალებში გამოიყენა. მისი შენობები მინიმალისტურია, თუმცა მაქსიმალურად იყენებს სივრცისა და მასალის აღქმის თვისებებს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წელს ზუთმორმა კარლსბერგის არქიტექტურის პრემია მიიღო ბრეგენცის მუზეუმის პროექტისთვის (ბრეგენცი, ავსტრია) და თერმული აბანოების პროექტისთვის ვალსში, შვეიცარია.

ზუთმორი სხვადასხვა დროს ასწავლიდა სამხრეთ კალიფორნიის არქიტექტურის ინსტიტუტში ლოს-ანჯელესში, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მენდრისიოს არქიტექტურის აკადემიაში და ჰარვარდის დიზაინის უმაღლეს სკოლაში.

1994 წელს ის ბერლინის ხელოვნებათა აკადემიის არჩეული წევრი გახდა. 1996 წელს ის ბუნდ დოიჩე არქიტექტენის საპატიო წევრი გახდა. 1999 წელს ის მის ვან დერ როეს ევროპული არქიტექტურის პრემიის ლაურეატი გახდა.

ზუმთორის ნამუშევრები მეტწილად გამოუქვეყნებელია, ვინაიდან, მისი აზრით, არქიტექტურა ადგილზე უნდა შეიცნო. მისი გამოქვეყნებული ნამუშევრები ძირითადად აღწერითი ხასიათისაა.

ამჟამად ზუმთორი საკუთარ მცირე სტუდიაში მუშაობს, რომელიც მან 1979 წელს დააარსა, ქალაქ ჰალდენშტაინში, შვეიცარია. მისი ჰობია ჩოგბურთი, კარგი სიგარა, მარგარიტები (კოქტეილი) და ჯაზი.

რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: