სუდანურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სუდანურა
Sorghum sudanese.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
გვარი: სორგო
ლათინური სახელი
Sorghym sudanense

სუდანურა (Sorghym sudanense) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე სორგოს გვარისა. მისი სიმაღლე 0,5—3 მ აღწევს. აქვს ლანცეტისებრი ფოთოლი, საგველა ზვავილედი. ნაყოფი მარცვალა. გვალვაგამძლეა, ეგუება სუსტად დამლაშებულ ნიადაგსაც. სამშობლოა სუდანი. ფართოდაა გავრცელებული. კარგი საძოვარი კულტურაა. თესვის ვადების რეგულირებით საძოვრად გამოყენება შეიძლება მთელი წლის განმავლობაში. გათიბვისა და გაძოვების შემდეგ სწრაფად წამოიზრდება. შეიძლება დაითესოს სანაწვერალო კულტურად, აგრეთვე შერეული სხვა მცენარეებთან.

ლიტერატურა[რედაქტირება]