ერთწლოვანი მცენარეები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბარდა - ერთწლოვანი მცენარე

ერთწლოვანი მცენარეებიმცენარეები, რომლებიც თავიანთ სასიცოცლო ციკლს ამთავრებენ ერთ სავეგეტაციო პერიოდში (ჩვეულებრივ 2-5 თვე). ასეთია მაგ. სელი, გეტვი, წიწაბურა, საგაზაფხულო ხორბალი, შერიუკა, ჭიოტა. ერთწლოვანი მცენარეებს, რომლებსაც განსაკუთრებით მოკლე სავეგეტაციო პერიოდი აქვთ, ეფემერები ეწოდებათ. ერთწლოვანი მცენარეები ხშირია უდაბნოში და ნახევრად უდაბნოში. ისინი ძირითადად იზრდება იქ, სადაც შეკრული მცენარეული საფარი არ არის. შეკრულ მცენარეულ დაჯგუფებაში კი მაგ., მდელოზე, ხშირად გვხვდება ისეთი ერთწლოვანი მცენარეები, რომლებსაც პარაზიტიზმის ან სიმბიოზის შედეგად შეუძლიათ დამატებითი საკვების მიღება. ზოგი ერთწლოვანი მცენარეები მკაცრ პირობებში წლის მანძილზე ვერ ამთავრებს თავის სასიცოცხლო ციკლს და გადაიქცევა მრავალწლოვნად (მრავალწლოვანი მცენარეები). ასეთია, მაგალითად ერთწლოვანი თივაქასრა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 189, თბ., 1979