ორლებნიანნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორლებნიანნი
მაგნოლიის ყვავილი
მაგნოლიის ყვავილი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ლათინური სახელი
Dicotyledoneae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ორლებნიანნი (Dicotyledoneae, Dicotyledones ან Magnolitae) — ფარულთესლოვან მცენარეთა კლასი. ახასიათებს ორი მოპირისპირელებნიანი ჩანასახი, რგოლურად განლაგებული ჭურჭელბოჭკოვანი კონები, მთლიანი ან განკვეთილი ფოთლის ფირფიტა ბადისებრი დაძარღვით, 5- ან 4-წევრიანი ყვავილი, მერქანსა (ქსილემა) და ლაფანს (ფლოემა) შორის მოთავსებული წარმომქმნელი ქსოვილი — კამბიუმი, რომელიც განაპირობებს ღეროს ზრდას სისქეში. ორლებნიანნი ყვავილოვან მცენარეთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი კლასია, აერთიანებს 175 000 სახეობას (350—360 ოჯახი).

საქართველოში გავრცელებულია 108 ოჯახის 726 გვარის 3000-მდე სახეობა. ორლებნიანთა ვეგეტატიური და რეპროდუქციული ორგანოების მრავალგვარობა ართულებს ნათესაური კავშირის დადგენას ამ კლასის რიგებსა და ოჯახებს შორის. ორლებნიანთა წინაპრები, მათი წარმოშობის დრო და ადგილი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი. კლასს ხშირად ყოფდნენ ორ ან სამ ქვეკლასად. უკანასკნელ ხანს უფრო ბუნებრივად მიაჩნიათ ამ კლასის დაყოფა 6 ქვეკლასად. ორლებნიანთა კლასში ერთიანდება წიფლისებრთა, თხილისებრთა, ბაიასებრთა, მაგნოლიასებრთა, ვარდისებრთა, პარკოსანთა და ბევრი სხვა ოჯახი, რომელთაც განეკუთვნება კულტურული მცენარეთა უმრავლესობა, ადამიანისა და საქონლის საკვები, სამკურნალო, ტექნიკური, ეთერზეთოვანი, მთრიმლავი, საღებავი და დეკორატიული მცენარეები.

ლიტერატურა[რედაქტირება]