ჟან ბატისტ ჟურდანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ჟან ბატისტ ჟურდანი (29 აპრილი 1762 – 23 ნოემბერი 1833), საფრანგეთის მარშალი პირველი იმპერიის პერიოდში, გრაფი (1816). მონაწილეობდა აშშ-ის დამოუკიდებლობისათვის ომში. საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს, 1791 წლიდან, ვოლონტიერების ბატალიონს მეთაურობდა. 1793 წლიდან სარდლობდა მთელ რიგ არმიებს, დაამარცხა ინტერვენტები ფლერიუსთან ბრძოლაში. 1797 წლიდან – ხუთასთა საბჭოს წევრი. 18 ბრიუმერის გადატრიალების დროს ჯერ ნაპოლეონის წინააღმდეგ გამოვიდა, შემდეგ ისევ მას მიემხრო. 1804-05 წლებში სარდლობდა იტალიის არმიას, 1806-09 და 1812-13 წლებში ესპანეთის მეფის ჟოზეფ ბონაპარტის სამხედრო მრჩეველი და შტაბის უფროსი გახდა. 1814 წელს ბურბონების მხარეზე გადავიდა. 1819 წლიდან პერთა პალატის წევრი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 259, თბ., 1984 წელი.
