შარლ-ნიკოლა უდინო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარლ-ნიკოლა უდინო

შარლ-ნიკოლა უდინო (ფრანგ.: Charles-Nicolas Oudinot) (* 25 აპრილი, 1767, ბარ-ლე-დიუკი; † 13 სექტემბერი, 1847, პარიზი) — ფრანგი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, რეჯიოს ჰერცოგი, საფრანგეთის მარშალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

უდინო დაიბადა 1767 წელს ვაჭრის ოჯახში და 1784 წელს სამხედრო სამსახურში შევიდა. 1794 წელს იგი ინფანტერიის ბრიგადის გენერალი, ხოლო 1799 წელს დივიზიის გენერალი გახდა. 1809 წელს მე-5 კოალიციური ომის შემდეგ მას საფრანგეთის მარშლის წოდება და რეჯიოს ჰერცოგის ტიტული მიენიჭა. 1810 წელს იგი ბერლინის გუბერნატორად დაინიშნა.

1813 წელს იგი “ბერლინის არმიის” მთავარსარდლად დაინიშნა და დაევალა ბერლინის უკან დაბრუნება. გროსბეერენთან დამარცხების შემდეგ “ბერლინის არმიის” სარდლობა მან მიშელ ნეის გადასცა. ლაიპციგთან ხალხთა ბრძოლაში იგი ნაპოლეონის ძველ გვარდიას მეთაურობდა და ბრძოლაში დაიჭრა კიდეც. უდინო ტიპიური საშუალო დონის ფრონტის გენერალი იყო. მამაცი და ერთგული და მხოლოდ თავისი მრავალი ჭრილობის გამო ცნობილი.

ნაპოლეონის გადადგომის შემდეგ 1815 წელს იგი სამეფო გვარდიის გენერალ-მაიორი გახდა და 1842 წელს დაინიშნა პარიზის ინვალიდების სახლის გებერნატორად. 1847 წელს შარლ-ნიკოლა უდინო პარიზში გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Chandler, David (editor). Napoleon's Marshals. London: Macmillan Publishing Company, 1987. ISBN 0-297-79124-9

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]