იგდირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან იგდირი (ქალაქი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
იგდირი
თარგი:Iğdır
Igdir.jpg
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია იგდირი
კოორდინატები 39°55′ ჩ. გ. 44°02′ ა. გ. / 39.917° ჩ. გ. 44.033° ა. გ. / 39.917; 44.033
ფართობი 1,479 კმ2 კმ²
სიმაღლე 850
მოსახლეობა 119,432 კაცი (2007)
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +76000
საფოსტო ინდექსი 0476
ოფიციალური საიტი http://www.igdir.bel.tr/

იგდირი მდებარეობა თურქეთი

Red pog.svg

იგდირი (თურქ. Iğdır) - ქალაქი აღმოსავლეთ თურქეთში, იგდირის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ისტორია[რედაქტირება]

ისტორიკოსები იუწყებიან, რომ იგდირი ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში არსებობდა და ცნობილი იყო სომხური სახელით – ცოლაკერტი (Tsolakert). 1555 წელს იგდირი შევიდა სეფიანთა დინასტიის სპარსეთში და ასე დარჩა რუსეთ–სპარსეთის ომამდე (1826–1828). ომის შემდეგ იგდირი გადავიდა რუსეთის მფლობელობაში. რუსებმა გახსნეს სკოლები, ჩამოასახლეს 100 სომხური ოჯახი. შესაბამისად ქალაქის მოსახლეობა 1914 წელს უკვე 10,000 ადამიანს აღწევდა. იგდირი პროვინციის კულტურული და ეკონომიური ცენტი გახდა. 1917 წელს რუსეთის იმპერია დაიშალა, იგდირი კი ახლადდაარსებული სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. 1920 წლის სექტემბერში თურქულმა ჯარმა მუსტაფა ქემალ ათათურქის თაოსნობით იგდირი დაიპყრო. მალევე სომხეთი შევიდა საბჭოთა კავშირში და 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების თანახმად იგდირი თურქეთს დარჩა.