ქირონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქირონი (მრავალმნიშვნელოვანი).

ქირონი (ძვ. ბერძნ. Χείρων) ძველ ბერძნულ თესალიურ მითოლოგიაში [1]კენტავრი, კრონოსისა და ფილირას შვილი [2], თავიდანვე უკვდავი. ჰესიოდეს მიაკუთვნებდნენ პოემას "ქირონის შეგონებანი" [3]. მისი ცოლი იყო ქარიკლო, ხოლო ქალიშვილი გიპა.

სხვა დანარჩენ კენტავრებთან შედარებით რომლებიც იყვნენ შარიანები, სმის მოყვარულნი და ადამიანისადმი მტრულად მანწყობილნი, ქირონი იყო კეთილი და ბრძენი. ის ცხოვრობდა პელიონის მთაზე. იყო აპოლონისა და არტემოდეს მოსწავლე. თავის მხრივ იყო ბევრი გმირის მასწავლებელი — იასონის (რომლის მოგზაურობისათვის დაამზადა პირველი ზეციური გლობუსი), ასევე დიოსკურების, აქილევსის [4] (რომელიც ითვლებოდა მის შთამომავლად), რომელსაც ლომის ხორცით კვებავდა, შესაძლებელია, ორფეოსის და სხვების. ასკლეპიოსს ასცავლიდა მედიცინის ხელოვნებას [5]. დიონისეს ახლდა ინდოეთში [6]. აჩუქა პელევსს იფანის შუბი [7].

ქირონი ასწავლის აქილევსს ლირაზე დაკვრას

იყო ჰერაკლეს პირადი მეგობარი. სიყვარულით შეპყრობილი, მასთან მივიდა ჰერაკლე და ცხოვრობდა გამოქვაბულში [8]. შემთხვევით იყო სასიკვდილოდ დაჭრილი ჰერაკლეს მიერ მოწამლული ისრით. [9], საშინელი წვალების შემდეგ, უარი სთქვა თავის უკვდავებაზე და გადასცა ის პრომეთეს. მოთავსებულ იქნა ზეცაზე კენტავრის თანავარსკვლავედის სახით [10], ან მშვილდოსანი.

შენიშვნები[რედაქტირება]

  1. მსოფლიო ხალხთა მითები. მ., 1991-92. 2ტ. ტ2. ფ.593; ნახ. ტიტანომაქია, ფრ.11 ბერნაბე; ფსევდო-აპოლოდორი. მითოლოგიური ბიბლიოთეკა I 2, 4; II 5, 4.11; III 4, 4; 10, 3; 13, 3.5-6.8
  2. ფსევდო-აპოლოდორი. მითოლოგიური ბიბლიოთეკა I 2, 4
  3. ფრ.283-285 მ.-უ.
  4. გორაციუსი. ეპოდები 13, 11-18
  5. ჰომეროსი. ილიადა IV 219
  6. ნონ. დიონისეს ქმედებანი XIV 51
  7. ჰომეროსი. ილიადა XVI 143; XIX 390
  8. ფსევდო-ერატოსფენი. კატასტერიზმები 40
  9. დიოდოროს სიცილიელი. ისტორიული ბიბლიოთეკა IV 12, 8
  10. ფსევდო-ერატოსფენი. კატასტერიზმები 40; გიგინ. ასტრონომია II 38, 1
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: