ვესტეროსი
ქალაქი
|
ვესტეროსი (შვედ. Västerås) — ქალაქი ცენტრალურ შვედეთში. მდებარეობს ვესტმანლანდის პროვინციაში, სტოკჰოლმიდან 100 კმ-ით დასავლეთით, მელარენის ტბის პირას. ქალაქის მოსახლეობა 110 877 ადამიანს შეადგენს (2010), მთლიანი მუნიციპალიტეტის კი 137,207-ს (2010).
ვესტეროსი ვესტეროსის მუნიცილაპიტეტსი ცენტრი, ვესტმანლანდის ლენის დედაქალაქი და საეპისკოპოსო ცენტრია.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
ვესტეროსი შვედეთისა და მთლიანად ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. სახელი მომდინარეობს ვესტრა აროსიდან, რაც მდინარე სვარტონის შესართავს აღნიშნავს. არეალი დასახლებულია ნორდიკული ვიკინგების ხანიდან, ჯერ კიდევ ახ. წ. 1000 წლიდან. XI საუკუნის დასაწყისში ის შვედეთის მეორე უდიდესი ქალაქი იყო, XII საუკუნიდან კი საეპისკოპოსოს ცენტრი გახდა.
ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ანუნდშოგი, შვედეთის უმსხვილესი სამარხი მიწაყრილი. იგი აგებულია ახ. წ. დაახლოებით 500 წლისთვის, სიგანეში 74 იარდია, სიმაღლეში — 10 იარდი.
მომდევნო საუკუნეებში აიგო კათედრალი და მონასტერი. ქალაქის პირველი ტავდაცვითი ნაგებობები XIII საუკუნის დასასრულს მიეკუთვნება.
შვედეთის მეფე გუსტავ ერიქსონ ვაზამ ვესტეროსში რიქსდაგი მოიწვია, რა დროსაც გადაწყდა შვედეთის პროტესტანტულ სახელმწიფოდ გარდაქმნა და კათოლიკური ეკლესიისთვის ძალაუფლების ჩამორთმევა.
ვესტეროსში მდებარეობს შვედეთის უძველესი საშუალო სკოლა — Rudbeckianska Gymnasiet, რომელიც 1623 წელს იოჰანეს რუდბეკიუსმა ააგო.
XVIII-XIX საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე პოპულარული გახდა კიტრის მოშენება, რის გამოც ქალაქმა ზედმეტსახელი გურკსტადენი მიიღო (Gurkstaden − კიტრის ქალაქი), რაც მას დღემდე შემორჩა.
[რედაქტირება] დაძმობილებული ქალაქები
ლაჰტი, ფინეთი 1940
რანდერსი, დანია 1947
ოლესუნი, ნორვეგია 1947
აკურეირი, Iceland 1953
ჩესკე-ბუდეიოვიცე, ჩეხეთი 1964
ბანია-ლუკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა 1969
კასელი, გრმანია 1972
ფენიქსი, აშშ