ლუდვიგ ბეკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუდვიგ ბეკი

ლუდვიგ აუგუსტ თეოდორ ბეკი (გერმ.: Ludwig August Theodor Beck) (დ. 29 ივნისი 1880, ვისბადენი — გ. 20 ივლისი 1944, ბერლინი) - გერმანელი სამხედრო მოღვაწე, „ვერმახტის“ გენერალ-პოლკოვნიკი, „ვიდერშტანდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი.


ბიოგრაფია[რედაქტირება]

29 ივნისი: გერმანელ მრეწველ ლუდვიგ ბეკსა და მის მეუღლეს ბერთა დრაუტს (გერმ. Bertha Draudt) შეეძინათ ვაჟი ლუდვიგი.
სკოლის დამთავრების შემდგომ ლუდვიგ ბეკი პრუსიის არმიაში შევიდა ეფრეიტორის სამხედრო წოდებით.
მას მიენიჭა ლეიტენანტის წოდება.
სწავლობდა ბერლინის სამხედრო აკადემიაში.
ბეკს მიენიჭა კაპიტნის წოდება და გადაყვანილ იქნა დიდ გენერალურ შტაბში სამუშაოდ.
პირველი მსოფლიო ომის დროს იგი დასავლეთის ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებზე გენშტაბის ოფიცრად მსახურობდა.
ლუდვიგ ბეკმა იქორწინა ამალი პაგენშტეხერზე (გერმ. Amalie Pagenstecher), რომელიც ქორწინებიდან ერთი წლის შემდგომ მოულოდნელად გარდაიცვალა.
მიენიჭა მაიოორის სამხედრო წოდება.
ლუდვიგ ბეკი შევიდა «რაიხსვერში», რომელშიც გენერლის წოდებამდე იმსახურა.
დანიშნულ იქნა რაიხსვერის სამინისტროს ჯარების განყოფილების უფროსად.
დაწინაურებულ იქნა ახლადჩამოყალიბებულ «ვერმახტში» »ჰეერის» გენშტაბის შეფის თანამდებობაზე.
იმავე წელს მიენიჭა არტილერიის გენერლის სამხედრო წოდება.
თავის მემორანდუმში გააკრიტიკა ჰიტლერის ჩეხოსლოვაკიაზე თავდასხმის გეგმა. იგი ქვეყნის დაპყრობას არ გამორიცხავდა, მაგრამ ამას 1940 წლამდე მიზანშეუწონლად მიიჩნევდა.
თებერვალი: ფრიჩ-ბლომბერგის სკანდალის შემდგომ მან ჰიტლერის დაპყრობითი გეგმების ჩაშლის მიზნით გენშტაბის გენერლების მობილიზირებას მოახდიანა.
აგვისტო: ჩეხოსლოვაკიის დაპყრობის გეგმის ჩაშლისა და ომის დაწყების შემთხვევაში ბეკის გეგმა ითვალისწინებდა ჰიტლერის ძალაუფლებიდან ჩამოშორებას. მიუნხენის შეთანხმებამ პუტჩის გეგმა ჩაშალა. ლუდვიგ ბეკი თანამდებობიდან გადადგა და პენსიაზე გავიდა.
ბეკი ძირითადად დაკავებული იყო ჰიტლერის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ელემენტების კონსოლიდაციის საქმით. კარლ ფრიდრიხ გიორდელერთან ერთად იგი «ვიდერშტანდის» მეთაური გახდა და ჰიტლერზე პუტჩის რამდენიმე გეგმა შეიმუშავა.
20 ივლისი: პიტლერზე მოწყობილი წარუმატებელი პუტჩის შემდგომ ბოკის მიერ ორგანიზირებული სახლემწიფო გადატრიალების მცდელობა ასევე წარუმატებლად დასრულდა. იგი დაპატიმრებულ იქნა «ვერმახტის» ჯარისკეცების მიერ.
თვითკვლელობის ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ლუდვიგ ბეკი «ვერმახტის» ერთ-ერთი ფელდვებელის მიერ იქნა მოკლული.