ერიხ ფონ მანშტაინი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან მანშტაინი, ერიხ ფონ)
ფრიც-ერიხ ფონ ლევინსკი (გერმ.: Fritz-Erich von Lewinski) ცნობილია როგორც ერიხ ფონ მანშტაინი (გერმ.: Erich von Manstein) (დ. 24 ნოემბერი 1887, ბერლინი — გ. 10 ივნისი 1973, ირშენჰაუზენი, ბავარია) - გერმანელი სამხედრო მოღვაწე, «ვერმახტის» გენერალ-ფელდმარშალი და არმიათა ჯგუფის მთავარსარდალი მეორე მსოფლიო ომის დროს.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
- 1887 - 24 ნოემბერი: არტილერიის გენერლის ედუარდ ფონ ლევინკის და მის მეუღლეს ჰელენე ფონ შპერლინგს ბერლინში შეეძინათ ვაჟი, რომელსაც დაარქვეს ფრიც-ერიხი.
- 1896 - ედუარდ ფონ ლევინსკი სამხედრო წვრთნის დროს უბედურ შემთხვევას ემსხვეპლა. პატარ ერიხი გეორგ ფონ მანშტაინმა იშვილა და თავისი, ერთ-ერთი უძველესი პრუსიული არისტოკრატული გვარი მისცა.
- 1900 - მანშტაინი პრუსიულ კადეტთა კორპუსში შევიდა ქ. პლიონში (ჰოლშტაინი).
- 1902 - პლიონიდან იგი გადაყვანილ იქნა ლიხტენფელდეს კადეტთა კორპუსში.
- 1906 - კადეტთა სკოლის დამთავრების შემდეგ ერიხ ფონ მანშტაინი ჩიარიცხა ქვეითთა მე-3 გვარდიულ პოლკში.
- 1907 - მას ლეიტენატის სამხედრო წოდება მიენიჭა.
- 1914-1918 - მანშტაინმა მონაწილეობა მიიღო პირველ მსოფლიო ომში. ომის განმავლობაში მას მიენიჭა ობერლეიტენანტის და ჰაუპტმანის წოდებები.
- 1915-1917 - ომის წლებში ის პარალელურად გადიოდა სწავლებებს "პრუსიის სამხედრო აკადემიაში"'
- 1918 - წლის განმავლობაში მანშტაინს სხვადასხვა არმიების შტაბებში ადიუტანტის პოსტი ეკავა. საბოლოოდ დაინიშნა დასავლეთის ფრონტზე დივიზიონის გენშტაბის პირველ ოფიცრად.
- 1919 - მსოფლიო ომის შემდეგ მანშტაინი "რაიხსვერის" შემადგენლობაში სევიდა და დაინიშნა "ჰეერის" საორგანიზაციო კომისიის წევრად.
- 1921-1927 - ამ წლებში მას ეკავა ასმეთაურის და IV ინფანტერიის დივიზიის მეთაურის ადიუტანტის პოსტები დრეზდენში.
- 1927 - მანშტაინს მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.
- 1927-1931 - იგი დაინიშნა გენშტაბის საიდუმლო ოპერაციათა სამმართველოს 1-ლი ჯგუფის ხელმძღვანელად.
- 1932-1933 - ერიხ ფონ მაშტაინი ბატალიონის მეთაურად დაინიშნა და მიენიჭა პოკოვნიკის სამხედრო წოდება.
- 1934 - გადაყვანილ იქნა "III სამხედრო ოლქის სამეთაურო შტაბის" უფროსად ბერლინში.
- 1936 - იგი დაუბრუნდა "ჰეერის" გენშტაბს. თავდაპირველად ეკავა განყოფილების უფროსის თანამდებობა, შემდეგ იყო ობერკვარტერმაისტერი და ბოლოს დაინიშნა გენშტაბის შეფის ლუდვიგ ბეკის პირველ ადიუტანტად.
- 1936-1937 - სამსახურის პარალელურად ლუდვიგ ბეკის დავალებით და მასთან ერთად მანშტაინი მუშაობდა ოპერატიულ გეგმაზე სამხედრო კონფრონტაციის დროს თუ როგორ უნდა გადანაწილებულიყო არმიის პართვის სადავეები მთავრობასა და გენშტაბს შორის.
[რედაქტირება] ჯილდოები
- რკინის ჯვარი (1914) II და I კლასის.
- ჰოენცოლერნთა სამეფო სახლის ორდენის რაინდის ჯვარი ხმლებით.
- ვიურტემბერგის I კლასის ფრიდრიხის ორდენი ხმლებით.
- ერთგული მსახურობის ჯვარი (შაუმბურგ-ლიპე).
- ჰანზას ჯვარი, ჰამბურგი.
- შავი ფერის დაჭრილის ნიშანი (1918).
- ფრონტზე მებრძოლთა საპატიო ჯვარი.
- ვერმახტის სამსახურის ნიშანი, IV, III, II და I კლასის.
- რკინის ჯვარი (1939) II და I კლასის.
- ოქროს ყირიმის ფარი.
- მიხაი მამაცის სამხედრო ორდენი, III და II კლასის.
- რკინის ჯვრის "რაინდის ჯვარი" მუხის ფოთოლით და ხმლებით.
- რაინდის ჯვარი, 19 ივლისი 1940
- მუხის ფოთოლი, 14 მარტი 1943
- ხმლები, 30 მარტი 1944
ვერმახტის გენერალ-ფელდმარშლები
ბლომბერგი · გერინგი · ბრაუხიჩი · კესელრინგი · კაიტელი · კლუგე · ლეები · ბოკი · ლისტი · ვიცლებენი · რაიხენაუ · მილხი · შპერლე · რუნდშტეტი · ბიომ-ერმოლი · რომელი · კიულხერი · მანშტაინი · პაულუსი · კლაისტი · ვაიქსი · ბუში · რიხტჰოფენი · მოდელი · შიორნერი · გრაიმი
სტატიის