ვილჰელმ კაიტელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვილჰელმ კაიტელი
კაიტელი ხელს აწერს ვერმახტის უსიტყვო კაპიტულაციას

ვილჰელმ ბოდევინ იოჰან გუსტავ კაიტელი (გერმ. Wilhelm Bodewin Johann Gustav Keitel) ( * 22 სექტემბერი 1882, ჰელმშეროდე (ქვემო საქსონია), გერმანია; † 16 ოქტომბერი 1946, ნიურნბერგი, გერმანია ) - გერმანელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, ვერმახტის მთავარსარდალი 1938 - 1945 წ.წ.



ბიოგრაფია[რედაქტირება]

კაიტელის საქმის განხილვა ნიურნბერგის პროცესზე ყველაზე მოკლევადიანი იყო. მის მიერ ჩადენილი დანაშაულები იმდენად შემზარავი და სასტიკი იყვნენ და ამ დანაშაულებებს დამამტკიცებელი ფაქტები იმდენად ნათელი, რომ ადვოკატები შიშობდენენ მარტო ამისათვის შეეძლო ტრიბუნალს "ვერმახტი" და "გენერალური შტაბი" დავაშაულებრივ ორგანიზაციებად გამეცხადებინათ.

  • 1946 - 1 ოქტომბერი: სამხედრო ტრიბუნალმა გენერალ-ფელდმარშალი ვილჰელ კაიტელი მის წინააღმდეგ წაყენებული დანაშაულის ყველა ოთხივე პუნქტში დამნაშავედ ცნო და სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით მიუსაჯა. 12 ოქტომბერი: კაიტელმა ტრიბუნალს თხოვა ჩამოხრჩობა დახვრეტით შეეცვალათ, როგორც ეს სამხედრო პირს შეეფერებოდა. მის ამ თხოვნას მხარს უჭერდა ფრანგული მხარეც. თხოვნა გათვალისწინებულ არ იქნა და სასჯელი სისრულეში იქნა მოყვანილი 16 ოქტომბერს 1 საათსა და 20 წუთზე ნიურნბერგის ციხეში.

ვილჰელმ კაიტელის ბოლო სიტყვები იყო: "მე მივმართავ ყოვლისშემძლეს ღმერთს და ვთხოვ მოწყალი იყო გერმანელი ხალხის მიმართ. ჩემამდე ორ მილიონზე მეტი მებრძოლი დაიღუპა სამშობლოსათვის ბრძოლაში. მეც ჩემს "შვილებს" მივყვები. ყველაფერი გერმანიას!" (გერმ. "Ich rufe den Allmächtigen an und bitte ihn, barmherzig mit dem deutschen Volk zu sein. Mehr als zwei Millionen Soldaten sind vor mir für das Vaterland gefallen. Ich folge meinen Söhnen nach. Alles für Deutschland.")

ვილჰელმ კაიტელის ფერფლი ამერიკელმა მფრინავებმა ცაში მიმოაბნიეს.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: