ვაფენ-სს

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაფენ-სს
Waffen SS
ვაფენ-სს რუსეთში
„ვაფენ-სს“-ის ჯარისკაცები საბჭოთა კავშირში, 1941 წელი.
აქტიური 1933–1945
ქვეყანა ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
ერთგულება ადოლფ ჰიტლერი
ტიპი პანცერდივიზია
პანცერგრენადერები
საკავალერიო ბრიგადა
სამთო ქვედანაყოფი
რაოდენობა 900,000 უცხოელი მოხალისეებისა და ახალწვეულების ჩათვლით
ნაწილი შუცშტაფელი
გარნიზონი სს-ის შტაბ-ბინა, ბერლინი
დევიზი Meine Ehre heißt Treue
„ჩემი ღირსება ერთგულებაა“
ბრძოლები მეორე მსოფლიო ომი
მეთაურები
ცერემონიული მეთაური ჰაინრიხ ჰიმლერი
ცნობილი მეთაურები იოზეფ დიტრიხი
პაულ ჰაუსერი
ფელიქს შტაინერი

„ვაფენ-სს“ (გერმ. Waffen-SS) — „სს“-ის სამხედრო ფრთა. იგი პოლიტიკური ვითარების შესაბამისად და მანამდე არსებული „სს“-ის სპეცრაზმების გაერთიანებით წარმოიშვა. თავდაპირველად ორგანიზაციის სახელი იყო „სს-ის სარეზერვო რაზმი“. სახელწოდება „ვაფენ-სს“ პირველად 1939—1940 წლის ზამთარში იხმარეს. ომის მომდევნო წლებში „ვაფენ-სს“ „სს“-ის რაიხსფიურერის ჰაინრიხ ჰიმლერის ერთგვარ „ელიტარულ არმიად“ გადაიქცა და გერმანიის შეიარაღებულ ფორმირებათა იერარქიულ კიბეზე ყველაზე მაღალი ადგილი ეკავა. „ვაფენ-სს“-მა თავი გამოიჩინა ბევრ ბრძოლაში, რის გამოც 1943 წლიდან საუკეთესო და თანამედროვე იარაღით აღიჭურვა.

„ვაფენ-სს“ იყო გერმანიის მთავარი დამრტყმელი ძალა ორივე ფრონტზე. ვეფენ სს-ის ზოგიერთი რაზმი დაუნდობლად ექცეოდა ტყვეებს და მშვიდობიან მოსახლეობას.

დივიზიები და ბრიგადები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა ვაფენ სს-ის 38 დივიზია და 20-მდე ცალკეული ბრიგადა.

ყველაზე ცნობილი დივიზიები იყვნენ:

  • სს-ის 1-ლი სატანკო დივიზია "სს-ის ლაიბშტანდარტი ადოლფ ჰიტლერი"
  • სს-ის მე-2 სატანკო დივიზია "დას რაიჰი"
  • სს-ის მე-3 სატანკო დივიზია "ტოტენკოფი"
  • სს-ის მე-5 სატანკო დივიზია "ვიკინგი"
  • სს-ის მე-7 მოხალისეთა სამთო დივიზია "პრინცი ოიგენი"
  • სს-ის მე-9 სატანკო დივიზია "ჰოჰენშტაუფენი"
  • სს-ის მე-12 სატანკო დივიზია "ჰიტლერიუგენდი" და ა.შ.

1944 წლის ბოლოს ვაფენ სს-ში შეიქმნა ქართული სს-ის ჯგუფი (გერმ. SS-Waffengruppe Georgien) 400 ოფიცრის და ჯარისკაცის შემადგენლობით, რომლებსაც მეთაურობდა შტანდარტენფიურერი ფრიდონ წულუკიძე. ქვედანაყოფი ომის ბოლოს დისლოცირებული იყო იტალიის ჩრდილოეთში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]